Tuesday, June 30, 2009

სატანიზმისა და ლაშქრობა ქალიშვილობის ინსტიტუტის წინაღმდეგ

სატანიზმისა და სატანისტების გააქტიურება საქართველოში.
ჰელოუინი _ სატანისტური რიტუალი

ა.წ. 8 ივლისს საბურთალოს სასაფლაოზე დარბეულ იქნა 20-ზე მეტი საფლავი. ძარცვის ვერსია, როგორც ამას ა.წ. 9 ივლისის კურიერი იუწყება გამოირიცხა: საფლავები არ არის გაძარცვული, არამედ, ძირითადად, დამტვრეულია თეთრი ჯვრები. წინასწარი შეფასებით, ამ ფაქტს მიეცა რიტუალური დარბევის, ხოლო საპატრიარქოს მიერ _ სატანისტური რიტუალი კლასიფიკაცია. საპატრიარქოს წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არიან სატანისტური ჯგუფები.
დარბევა რომ მუსულმანურ ან ებრაულ სასაფლაოზე მომხდარიყო, ალბათ, მთელი მსოფლიო შეიტყობდა ამას, შეიძრებოდა და აღიძრებოდა ვანდალიზმის წინააღმდეგ, სამართალდამცველები კი სრული ძალისხმევით შეუდგებოდნენ საქმის გამოძიებას. საქართველოში კი ჯვრები შემუსრეს, ქრისტე დაგმეს, მთელი ერი დაამცირეს და ჩვენი მიცვალებულები შეურაცყვეს. ამ ფაქტს ჯეროვანი რეაქცია სამართალდამცველიებისა და ხელისუფლების მხრიდან ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია.
გვინდა გვჯეროდეს, რომ _ მოჰყვება. მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაუგებრობაში ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჯურის მარგინალებს, მათ შორის ქრისტეს ეკლესიის მტრებს, _ სატანისტებს, _ პროპაგანდას უწევს და, აქედან გამომდინარე, აგულიანებს, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ტელევიზია, _ საზოგადოებრივი არხი. დარბევამდე ცოტა ხნით ადრე, ა.წ. 24 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემული გადაცემა `ჩვენი ექსპრესის~ ერთერთი სიუჟეტი მიეძღვნა სატანიზმს და ინტერვიუს სატანისტთან, და აშკარად ატარებდა პროპაგანდისტულ ხასიათს, თუნდაც იმიტომ, რომ სატანისტთან ინტერვიუმდე და ინტერვიუს შემდეგ წამყვანი თავისი კომენტარით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სატანისტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომ ისინი არ არღვევენ კანონს და რომ ისინი მხოლოდ განსხვავებული სუბკულტურის მიმდევრები არიან.
სატანისტთან ინტერვიუ სასაფლაოზე შედგა (როგორც ჩანს, სასაფლაო მათი მოქმედების არეალია), რომლის დროსაც სატანისტი პირდაპირ აცხადებს, რომ იგი ეკლესიის წინააღმდეგია და დაუფარავად აძაგებს ქრისტიანობასა და ჩვენს ეკლესიას. პროპაგანდაზე მიუთითებს ისიც, რომ ეს გადაცემა საზოგადოებრივმა არხმა გაიმეორა ა.წ. 26 ივლისს, ამას გარდა იგი განთავსებულია ინტერნეტში ვებგვერდზე (www.teentv.ge).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სატანისტის განცხადება, რომ იგი ეკლესიის წინააღმდეგია, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც განცხადება, მიმართული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ ასეთი ანალოგია: გამოდის სახემწიფო ტელეარხით გარკვეული მიმდინარეობის წარმომადგენელი და აცხადებს, რომ იგი არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგი, ტელეარხის პოზიცია კი ამას აფასებს როგორც ნორმალურ, არაკანონსაწინააღმდეგო განცხადებად. დამატებით, თუ რამდენიმე კვირის შემდეგ გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები შეურაცხყოფენ და შემუსრავენ სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ყოველივე ამის მერე?
სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს ჩვენ, მართლმადიდებლები, აღვიქვამთ, ღია ომის გამოცხადებად თუ არა, პირდაპირ გამოწვევად მაინც: სატანისტები და სხვა ჯურის ქრისტიანობის მტრები, შეგულიანებულები სახელმწიფო ტელეარხის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიციით, ამოქმედდნენ და შეურაცხყვეს ჩვენი სიწმინდეები. ვინც არ უნდა იდგეს მათ უკან, ჩვენ არ დავუშვებთ ეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი სიწმინდეებისა და ჩვენი მიცვალებულების შეგინებას, და საკადრის პასუხს გავცემთ ქრისტეს მტრებსაც და მათ მფარველებსაც.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
1. სასწრაფოდ და მთელი სისრულით იქნეს გამოძიებული სასაფლაოზე მოხდარი ფაქტი, გამოვლენილი ვანდალიზმის შემოქმედნი და დასჯილნი მთელი სიმკაცრით;
2. საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობამ პასუხი აგოს სატანიზმის პროპაგანდისათვის. გადაცემა `ჩვენი ექსპრესის~ მესვეურები მიცემულ იქნან პასუხისგებაში ანტიკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო სიუჟეტის გაშვებისათვის. საზოგადოდ, დასახელებული გადაცემა ეწევა სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების: შეფარული სატანიზმის _ სიკვდილის თაყვანისცემის (26.01.2008, 10.30, სიუჟეტი `გოთიკა~), ჰომოსექსუალიზმის (2007 წლის 21 ოქტომბრის გადაცემა, სიუჟეტი `Undergorund~) აშკარა პროპაგანდას, ილაშქრებს ქალიშვილობის ინსტიტუტის წინაღმდეგ (11.11.2007), თინეიჯერებს აგულიანებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის (31.05.2008, სიუჟეტი `სტენსტილი~) და ა.შ. ეს გადაცემა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი არხი, შეურაცხყოფს ჩვენი ქვეუნის აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებსა და ზნეობრიაობას და მოუწოდებს მოზარდებს (ციტატა 11.11.2007-ს გადაცემიდან): `თუ შეამჩნიე, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ, ეს იმის ნიშანია, რომ დროა შეიცვალო~. ამგვარად, ეს არხი ფაქტობრივად არის არა საზოგადოებრივი, არამედ გამოკვეთილად ანტისაზოგადოებრივი არხი;
3. აღიკვეთოს საქართველოში სატანისტებისა და სხვა ღია თუ შეფარული დემონიზმის მატარებელი ჯგუფები, რომლებიც სიტყვითა თუ საქმით იღწვიან ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ.


ე.წ. ჰელოუინი


ა.წ. 31 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ერეკლეს ქუჩაზე მოეწყო ე.წ. ჰელოუინის `ზეიმი~. თავის არსით, ჰელოუინი, არის წარმართული, სატანური რიტუალის გათანამედროებული ფორმა. ინფორმაცია ჰელოუინის არსის შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე (www.religia.ge რუბრიკა მიმართვები, ბუკლეტები). ჰელოუინის `ზეიმი~ არაგათვითცნობიერებულთათვის კარნავალის სახით არის შენიღბული, ფორმით კი ეს კარნავალი არის საზარელი, აღვირახსნილი სანახაობა, სატანისტური ნიღბებით, ნარკოტიკებით გაბრუებული ხალხით, ორგიებით, ვაკხანალიით, ღია და დაუფარავი სექსით პირდაპირ ქუჩაში, საზოგადოების თანდასწრებით, შიშველი ქალების როკვითა და სხვა ათსგვარი უზნეობით.
ნებისმიერი ფორმის სატანური რიტუალის მიზანი ჭეშმარიტი ღმრთის შეურაცხყოფაა. თბილისში ჩატარებული `ჰელოუინის~ აქციაზეც გათამაშდა სიმბოლური სცენა, _ მართლმადიდებლობის დამარცხება: ახალგაზრდა კაცი სცენაზე განასახიერებდა მუხას, ითქვა, რომ მუხა _ ეს მართლმადიდებლობაა, შემდეგ ნახევრადშიშველმა ქალებმა მუხა-მართლმადიდებლობას ჰკრეს ხელი, წააქციეს იგი და თავს დააცხრენ. ია, ასე `დაამარცხეს~ ჰელოუინის მესვეურებმა უგუნური ხალხის თანდასწრებითა და, ფაქტობრივად, შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეობით მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობის `დამარცხების~ შემდეგ მონაწილეები მიეცნენ ვნებებს, როკვას, ორგიებს, სექსს პირდაპირ მიწაზე, რისი მოწმენიც იქ მისულები გახდნენ, და სხვა უზნეობას.
სრულიად აშკარა იყო, რომ ჰელოუინის მესვეურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა იყო: აღვირახსნილმა მრბომ შებილწა ჩვენი სიწმინდე, სიონის ტაძარი, მისი ეზო ტუალეტად აქცია და წაბილწა, ხოლო მავანმა ტაძარზე თქვა, რომ ის არის ტუალეტი, რომელსაც სიონი ჰქვიაო.
მართლმადიდებელთა უკმაყოფილება `ზეიმთან~ დაკავშირებით იზრდებოდა, მათ იწყეს მოგროვება ერეკლეს ქუჩაზე და სურდათ შეეჩერებინათ უმსგავსოება და სიწმინდეთა შეურაცხყოფა. `მოზეიმეებთან~ მისულ მართლმადიდებელ მოძღვარსა და მრევლს, რომელთაც სურდათ აეხსნათ მონაწილეთათვის ჰელოუინის ნამდვილი არსი, მოეწოდებინათ მათთვის, შეეჩერებინათ აღვირახსნილობა და უზნეობა, არც კი მოუსმინეს, ექსტაზით გაბრუებულები (რასაც არც მალავდნენ) იქ მისულ მოძღვარს უკნიდან ასხამდნენ კოკაკოლასა და სხვა სასმელებს, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ. დაპირისპირებას მოჰყვა არეულობა. იგი შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში თავად მონაწილეებს შორის, თუმცა სამართალდამცავების ჩარევით დამყარდა წესრიგი.
გაიმართა საუბრები მონაწილეებთან. გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას არც კი ჰქონდა გააზრებული, თუ რისი უნებლიე მონაწილენი შეიქმნენ ისინი. ამის გამო ისინი წუხდნენ და ნანობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს მხილება, დაუფარავად აცხადებდნენ, რომ უზნეობა მათი არჩევანია და ეს მათი უფლებაა. ამაზე ჩვენ მათ ვუპასუხებთ: ქუჩებში მათი აღვირახსნილობა არის უკვე უზნეობის ქადაგება, რის უფლებასაც მათ არ მისცემენ მორწმუნენი, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებსაც სურთ ზნეობრივი საზოგადოება, ზნეობრივი გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდნონ მათი შვილები, საქართველოს მომავალი თაობა.
რაც შეეხება ზოგადად სატანიზმს, ესაა მეტად საშიში მოვლენა, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრება ყველას: მიმდევრებს _ თვითმკვლელობის, როგორც სატანიზმის უმთავრესი მიზნის, პროპაგანდითა და მოწოდებით, როლო არამიმდევრებს _ რიტუალური მკვლელობებით. სატანიზმის ხელშეწყობა გამოიწვევს საზოგადოების ღია დაპირისპირებას სატანიზმის მიმდევრებისადმი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სატანიზმის ხელშემწყობლებს.
ჩვენ მოვითხოვთ სატანიზმის ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას საქართველოში.

Wednesday, June 24, 2009

უკომენტაროდ






აუდიო ქადაგებანი

ასტროლოგია:
აუდიო

ჰომოსექსუალების აღლუმის მცდელობა თბილისში:
აუდიო

დალასის საიდუმლო გეგმა
აუდიო

სექსუალური განათლების ბოროტება
აუდიო

ქრისტიანული ოჯახი
აუდიო

მფრინავი თეფშები
აუდიო

ცოდვით დაცემა, რომელსაც პაპიზმი ჰქვია
აუდიო

ერეტიკოსების შეჭრა სამების საკათედრო ტაძარში
აუდიო

ჰელოუინი
აუდიო

ქრისტიანი ქალი-შვილების აღზრდა-განათლების რეფორმა
აუდიო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვე საზოგადოება

Bходит некто православный, говорит: ’’теперь я – главный.
У меня в душе жар-птица и тоска по Государю.
ჩкоро Игорь воротится наслაдится Ярославной.
Дайте мне перекрестится, а не то – в лицо ударю.
Хуже порчи и лишая - мыслей западных зараза,
Пой гармошка, заглушая саксофон - иsчадье джаза.”
И лобзают образа
С плачем жертвы обреза…
Иосиф БродскийE
“შევიმეცნე და ეს შემეცნების პროცესი დღესაც გრძელდება, რომ მხოლოდ ცხოვრების სრულ ამქვეყნიურობაში შეიძლება ვისწავლოთ რწმენა. როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვი პრეტენზიაზე გახდე წმინდანი ან ჭეშმარიტების გზაზე მოქცეული, ცოდვილი ან საეკლესიო მოღვაწე, მართალი ან მკრეხელი, ავადმყოფი ან ჯანმრთელი – სწორედ ამას ვუწოდებ ამქვეყნიურობას. იცხოვრო პრობლემების, საკითხების, წარმატებების და წარუმატებლობების ეპიცენტრში, იცხოვრო, აგროვებდე გამოცდილებას და ყოველ წამს რწმუნდებოდე საკუთარ უძლურებაში – აი, სწორედ მაშინ აღმოჩნდები მთლიანად ღმერთის ხელში, სწორედ მაშინ შეიგრძნობ ჭეშმარიტად არამარტო საკუთარ ტკივილს, არამედ განხორცილებული ღმერთის ტკივილსა და ტანჯვას. სწორედ მაშინ იქნები ქრისტესთან ერთად მღვიძარებაში გეთსამანიის ბაღში. Dდა ვფიქრობ, სწორედ ეს არის რწმენა, სწორედ ეს არის “მეტანოია”. Mმხოლოდ მაშინ გახდები ადამიანი, ქრისტიანი.”
დიტრიჰ ბონჰოეფერი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. წესით ეკლესია უნდა მისალმებოდა რელიგიური თავისუფლების ეპოქას. Aამავე დროს ეკლესია არ იმყოფებოდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში. Pპირიქით, მისგან იღებდა სხვადასხვა პრივილეგიებს. დომინირებდა პრაგმატული მიდგომა: ეკლესია ცდილობდა მიეღო ხელისუფლებისაგან უფლებებისა და პრივილეგიების მაქსიმუმი, ისე, რომ არ შესულიყო მასთან კონფრონტაციაში. 1994 წლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა @თავისუფლებისა და დემოკრატიის ეიფორია, დაიწყო ფასეულობების მძაფრი გადაფასება და ე.წ. ‘’დასავლური იდეების შემოსვლა”. Yყველაფერმა ამან მართლმადიდებელი ეკლესია დააყენა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამომუშავების პრობლემის წინაშე. ინერციული განვითარება უკვე შეუძლებელი გახდა.
გარდამავალ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებაში გაჩნდა ეკლესიის მიმართ გარკვეული მოლოდინი. რას ელოდებოდა საზოგადოება? Uუპირველეს ყოვლისა ეკლესიის გამოჩენას და აქტიურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ სივრცეში. Mმრავალი წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ეკლესია სრულ იზოლაციაში იყო მოქცეული. თავისუფლების მოპოვების შემდეგ, ბუნებრივია, ეკლესიისგან მოელოდნენ, რომ იგი გამოავლენდა თავის თავს როგორც რელიგიურად და კულტურულად, ასევე სოციალურად. Eეს მოლოდინი მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვერ გაამართლა და მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელიც იყო მოწოდების სიმაღლეზე დადგომა, რადგან ეკლესიას, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, განუზომელი ზიანი მიაყენა კომუნისტურმა რეჟიმმა.
კომუნისტურმა რეჟიმმა მოახდინა საზოგადოებრივი ცნობიერების რადიკალური სეკულარიზაცია. Mმოკლე დროში რელიგია განდევნილ იქნა სოციოკულტურული სივრციდან, მაგრამ ის ინარჩუნებდა თავის ადგილს ცალკეული პიროვნებების მსოფლმხედველობაში. Aაუცილებელია აღინიშნოს, რომ საბჭოთა ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკის შედეგი გახდა არა საზოგადოების ათეიზაცია, არამედ წარმატებული სეკულარიზაცია.
საბჭოთა პერიოდის მეორე მნიშვნელოვანი შედეგია საზოგადოების ტექნიკური და ჰუმანიტარული ერუდიციის დონის ამაღლება. რაც შეეხება საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარებას, მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობრივად იყო იზოლირებული დასავლეთში მიმდინარე თეოლოგიური დისკუსიებისგან და არ ჰქონდა საშუალება გაეანალიზებინა მისი შედეგები.
აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლებიდან მართლმადიდებელ ეკლესიას მიეცა საშუალება ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობისა, რაც გულისხმობდა დასავლეთის თავისუფალი ქვეყნების ქრისტიანებთან ურთიერთობას. თუმცა ამ პრივილეგიით საქართველოს ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი სარგებლობდა და ეს პრივილეგია უცილობლად გულისხმობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობას.
დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილის განსაზღვრა თანამედროვე საზოგადოებაში, აუცილებელია მისი ახალი სოციალიზაცია თანამედროვე პირობებში. 1990-იანი წლებიდან საქართველოს ეკლესია არსებობს რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში. Aამიტომაც, წარსულის საეკლესიო პოლიტიკა უსარგებლო და საზიანო ხდება.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეკლესია მარტო ინსტიტუცია კი არ არის, არამედ რელიგიური საზოგადოებაა და აქედან გამომდინარე არაერთგვაროვანია. ეკლესიის წიაღში გაჩნდნენ საეკლესიო და საზოგადოებრივი საკითხების მიმართ სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები. ხშირად მათი პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. Aამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უპირველესი პრობლემა არის მისი შინაგანი სოციალიზაცია. Eეკლესია არის მართლმადიდებელ მორწმუნეთა ერთობლიობა, რომელსაც ჰყავს თავისი ინსტიტუციონალური და სხვა ლიდერები, მაგრამ ის ასევე უნდა გახდეს რეალური საზოგადოება, რომელსაც უნარი შესწევს გადალახოს შიდა კონფლიქტები და მიაღწიოს კონსენსუსს საკვანძო საკითხების შესახებ, რათა მისი მოღვაწეობა ეფექტური და ნაყოფიერი გახდეს.
მთლიანად საზოგადოებაში მართლმადიდებელ ეკლესიის სოციალიზაციისათვის საჭიროა, რომ ეკლესიამ იპოვოს საკუთარი ადგილი დასრულებული სეკულარიზაციის კონტექსტში. როდესაც საზოგადოება ითხოვს, რომ ეკლესიის სწავლება იყოს გასაგები და მიღებული სეკულარული სამყაროს მიერ, ეკლესია პასუხობს, რომ მისი სწავლება ვერ იქნება მიღებული ამ სამყაროს მიერ, რადგან სეკულარული სამყარო ანტიეკლესიურია. Eეს შეხედულება წარმოადგენს საბჭოთა მემკვიდრეობას, რომლის მიხედვითაც სეკულარული და ანტიეკლესიური სინონიმები არიან. თანამედროვე სამყარო სრულიადაც არ არის ანტიეკლესიური, იგი უბრალოდ სეკულარულია. პოსტათეისტურ საზოგადოებაში და პოსტმოდერნულ კულტურაში სეკულარული წინაღმდეგობის გარეშე იღებს თავის თავში რელიგიას. თანამედროვე კულტურაში რელიგიური და არარელიგიური თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. თანამედროვე სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება მოდერნისაგან, როდესაც რელიგიას მძაფრად უპირისპირდებოდნენ მეცნიერება, პოზიტივიზმი, პროგრესიზმი, კომუნიზმი და სხვა. Aამჟამად ეკლესიის ამოცანაა არა სეკულარულის უარყოფა, არამედ მისადმი, როგორც კულტურულ-ისტორიულ ფაქტისადმი სერიოზული დამოკიდებულება. Eეკლესიამ სეკულარულობა უნდა გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის და ჩაერთოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე და არა როგორც შეურიგებელი ანტაგონისტი. ამისათვის საჭიროა, რომ მართლმადიებელი ეკლესია Gგანთავისუფლდეს “დევნილი ეკლესიის” კომლექსისაგან და ბოროტად არ გამოიყენოს თავისი სიმბოლური კაპიტალი. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიამ უნდა გადალახოს თავისი მარგინალურობა.
Eეკლესიამ უნდა გადალახოს თავისი სუბკულტურულობა. ცხადია თანამედროვე პირობებში ეკლესია არის და იქნება სუბკულტურა, თუ გავითვალისწინებთ მისი ცხოვრების და მსოფლმხედველობის ტრადიციულ ფორმებს. სეკულარული საზოგადოების შეხედულებით ეს ნორმალური მდგომარეობაა. Mმაგრამ თუ ეკლესია იქნება მხოლოდ სუბკულტურა, თუ მისი აქტიური წევრების იდენტურობა განსაზღვრული იქნება მხოლოდ ეკლესიური სუბკულტურით და მიმართული იქნება სხვა სუბკულტურებისა და საზოგადოების წინააღმდეგ, მაშინ ეკლესიის მარგინალიზაცია მხოლოდ გაძლიერდება. საეკლესიო სუბკულტურა არ უნდა გადაიქცეს კონტრკულტურად.
A მრევლის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ეკლესია სეკულარიზაციას შეურიგდება, ეს მისი დამარცხება იქნება. მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის არა მარტო კულტურის სეკულარიზაცია, არამედ თვით სახელმწიფოს საეროობა ანტიქრისტიანული მოვლენაა, რადგან იდეალური პილიტიკური წყობა არის ბიზანტიური სიმფონია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. Aამიტომაც, მათი აზრით, ეკლესიამ უნდა იბრძოლოს არა მარტო მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის, არამედ ბაგრატიონების მონარქიის აღდგენისათვის. სამწუხაროდ, საეკლესიო ტრადიციაში ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკურმა გამოცდილებამ და რუსეთის იმპერიის ფსევდობიზანტინიზმა დაიმკვიდრეს ადგილი.
როგორც აღმოსავლური ასევე დასავლური ქრისტიანული ეკლესიების მიერ თანამედროვე საზოგადოებაში ადექვატური ადგილის შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა თანამედროვე სეკულარული მეცნიერების მხრიდან პატივისცემის დამსახურება. ეს კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის სწავლებას გადმოვცემთ ობიექტურად, მეცნიერულად, ისტორიულ-კრიტიკული თვალთახედვით. Qქრისტიანობა არ არის მითების, ლეგენდების, ცრურწმენების და მისტიფიცირებული რიტუალების კრებული. ქრისტიანობა არის სრულიად თანმიმდევრული მსოფლმხედველობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეისწავლება და გადმოიცემა მხოლოდ ობიექტური და პატიოსანი ქრისტიანი მეცნიერის მიერ. საჭიროა თანამედროვე მეცნიერული მიდგომებისა და კრიტიკული მეთოდების გამოყენება, ვისაც ეს არ ესმის ილუზიების სამყაროში ცხოვრობს. მრავალი საუბრობს “სეკულარიზირებულ” დასავლეთზე ან “დასავლურ სეკულარიზმზე,” მაგრამ ობიექტურად სეკულარიზმი არა აღმოსავლური ან დასავლური მოვლენაა, არამედ საყოველთაო და რელიგიური ცხოვრება უფრო ადვილია სეკულარიზირებულ საფრანგეთში ან გერმანიაში, ვიდრე რუსეთში ან საქართველოში.
თანამედროვე სოციოკულტურულ კონტექსტში შესაბამისი ადგილის დასამკვიდრებლად ეკლესიამ საღად უნდა გაანალიზოს საერო სახელმწიფოს და სეკულარული საზოგადოების რეალობა. Mმან ეს რეალობები უნდა აღიქვას არა მხოლოდ როგორც გამოწვევა, არამედ როგორც მოწოდებაDდა რეაგირება ადექვატური უნდა იყოს. პირველ პლანზე გამოდის ორი ურთიერთდაკავშირებული პრობლემა: საეკლესიო განათლების დონის ამაღლება და საეკლესიო საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარება. N უპირველესი პრობლემა ეს კადრების პრობლემაა. სტრატეგიული თვალთახედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სჭირდება ეპისკოპოსის და მღვდლის სრულიად ახალი ტიპი. დღეს სასულიერო პირს არ შეუძლია შემოიფარგლოს საღვთისმსახურო რიტუალების აღსრულებით და მრევლის დამოძღვრით. სასულიერო პირი უნდა იყოს პარტნიორი პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, ინტერკონფესიურ და სხვა ნებისმიერ სფეროში. მისი ამოცანაა არა საეკლესიო სუბკულტურის, არამედ ცხოვრების რელიგიური განზომილების წარმოჩენა. Bცხადია ამ პროცესში მან ზეწოლა არ უნდა მოახდინოს ადამიანის თავისუფლებაზე და არ უნდა დაუპირისპირდეს თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირების ფუნდამენტურ წესებს. ამისათვის სასულიერო პირს უნდა ჰქონდეს როგორც თეოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული განათლება.
ნიშნავს ეს ეკლესიის “ადაპტაციას” თანამედროვე სამყაროსთან, მის გაამსოფლიურებას? Aარამც და არამც. ეკლესია ყოველთვის იმყოფება სულიერ ოპოზიციაში “ამა სოფლის” მიმართ, ყოველთვის გამოდის მაქსიმალისტური მოწოდებებით. სწორედ ამაშია ეკლესიის სპეციფიკა და ამას ელოდება მისგან საზოგადოება. Aარა პირმოთნეობას ამა ქვეყნის ძლიერთა მიმართ, არამედ ავტორიტეტულ სულიერ და ზნეობრივ პოზიციას. Mმაგრამ თანამედროვე სიტუაციაში ამგვარი პოზიცია გაასაგები და გაზიარებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია მას გამოხატავს არა “დამოძღვრის”, “ჭკუის სწავლების” ფორმით, არამედ საზოგადოების თავისუფლების პატივისცემის, დიალოგის ფორმით. ეკლესია არ უნდა შემოიფარგლოს მარტო იმ ადამიანებით, რომლებიც რეცეპტიულნი არიან სასულიერო პირების მიერ სიმბოლური კაპიტალით სპეკულირების მიმართ. Aამგვარი სტრატეგია დამღუპველია, რადგან არ შეესაბამება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადეროვნულ და კულტურულ ამოცანას, ხოლო მისი შედეგი კი უკიდურესად მცირეა.
თანამედროვე სასულიერო პირი ვალდებულია მუდმივად აანალიზებდეს საეკლესიოსა და საეროს, რელიგიურისა და სეკულარულის ურთიერთმიმართებას. ამიტომაც ის განათლება, რომელიც მან უნდა მიიღოს არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გარკვეული სიდიდის ცოდნას. Eეს განათლება მიმართული უნდა იყოს საზოგადოებაში ეკლესიის მსოფლმხედველობისა და გამოცდილების ტრანსლირებაზე. საჭიროა, რომ ეკლესიამ თეოლოგიურად გაანალიზოს ტრადიციისა და ინოვაციის ურთიერთმიმართება.
რაც უფრო ძლიერია ეკლესიაში თანამედროვე საზოგადოების კრიტიკა, მით უფრო ნაკლები ადგილი რჩება ზნეობისათვის. სწორედ ეს დაპირისპირება წარმოშობს ფუნდამენტალისტებს, რომელთაც თანამედროვეობასთან ბრძოლა თავის წმიდათაწმიდა მოვალეობად მიაჩნიათ. Aამ პროცესში ეკლესია თანდათან კარგავს თავის ზნეობრივ, ეთიკურ ავტორიტეტს: გმობს რა კონსტიტუციურ წყობილებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესია მთელ თავის მოღვაწეობას მიმართავს არა სოციალური ცხოვრების საფუძვლების განმტკიცებისაკენ, არამედ მათი ნგრევისაკენ. ბუნებრივია ეს წარმოშობს შემხვედრ კრიტიკას საზოგადოების მხრიდან და ამით ეკლესიის ავტორიტეტი საერთოდ ნადგურდება.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს არა მისი წევრების მიერ გაზიარებული ეკლესიის საღვთისმეტყველო კონცეფციის გამომუშავებით, არამედ მორწმუნეთა იმ ჯგუფის განდევნით, რომლისთვისაც მიუღებელია ეკლესიის ტრადიციონალისტური გაგება. Aამგვარი გაგება ასახავს ისტორიული წარსულის, რუსეთის იმპერიის და შუასაუკუნეების პერიოდის საეკლესიო პრაქტიკას. ასე განიდევნებიან ეკლესიიდან ე.წ. “ლიბერალები”, ადამიანები რომლებიც ცდილობენ განახორციელონ გააზრებული მიდგომა თანამედროვე საეკლესიო პრობლემების მიმართ და დაეყრდნონ XX საუკუნის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიღწევებს. ეკლესიის შიგნით არსებულ ამ ტენდენციას უწოდებენ ლიბერალურს და ეს პირობითი სახელწოდება გვიჩვენებს, რომ ლიბერალები წარმოადგენენ რეაქციას რელიგიურ ტრადიციონალიზმსა და წარსულის გაფეტიშებაზე. ოპონენტი ფუნდამენტალისტებისაგან განსხვავებით, ლიბერალები აცნობიერებენ ისტორიულ პროცესს. სამყაროს მოახლოებული აღსასრულისა და საქართველოში “მართლმადიდებლური” მონარქიის აღორძინების იდეებს, ისინი უპირისპირებენ აქტიურ შემოქმედებით პოზიციებს თანამედროვე რეალობაში. ლიბერალები განსხვავდებიან ეკლესიური ცნობიერების სხვა ტიპების წარმომადგენლებისაგან, რადგან მათ არ აკმაყოფილებთ არც ეკლესიის ზედაპირული, “რიტუალისტური“ გაგება და არც “ასკეტების” პრინციპული განდგომა თანამედროვე კულტურისაგან. მათთვის მიუღებელია საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური პარტიების მცდელობები გადააქციონ ეკლესია პოლიტიკურ ძალად, რომელიც მხარს დაუჭერს ყოველივე რეტროგრადულს, ფსევდოპატრიოტულს და ნაცისტურს. Lლიბერალებს სურთ ეკლესიაში ინტელექტუალურ-თეოლოგიური დონის ამაღლება, რელიგიური ტრადიციის მიმართ შემეოქმედებითი დამოკიდებულება. ისინი ეწინააღმდეგებიან რელიგიურ დახავსებას, რომელიც ყოველთვის მტრობს თანამედროვეობას. Mმაგრამ ლიბერალების უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ როგორც წესი, ისინი ინტელექტუალები არიან და ამიტომ ღრმა უმცირესობაში იმყოფებიან. ეკლესიური უმრავლესობისთვის ისინი მიუღებელნი არიან როგორც თანამედროვე კულტურის მატარებელი ადამიანები, რადგან ეს Kკულტურა უმრავლესობის აზრით “უღმერთოა”. საეკლესიო უმრავლესობის ცნობიერებისთვის აუტანელია სირთულე, მას სურს “უბრალო, ხალხური რწმენა”. Dდაპირისპირების მნიშვნელოვანი საკითხია ლიბერალების ეკუმენურობა, რომელიც კონტრასტშია “მართლმადიდებელი” ფუნდამენტალისტების რადიკალურ ანტიდასავლურობასთან. Eეს ყველაფერი წარმოაჩენს სერიოზულ კონფლიქტს ეკლესიის წიაღში, თუმცა რიცხობრივად ლიბერალები უმცირესობაში არიან. Kკონფლიქტის არსი მდგომარეობს საეკლესიო ტრადიციისადმი განსხვავებულ მიდგომებში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლიბერალების საეკლესიო პოზიცია არ შეიძლება გავაიგივოთ რელიგიურ მოდერნიზმთან. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება მხოლოდ ლიბერალების და მათი ოპონენტების შეხედულებების შედარებისას. თუ რადიკალური ფუნდამენტალისტების შეხედულებებს ჩავთვლით “ჭეშმარიტ” მართლმადიდებლობად, მაშინ მრავალი მართლმადიდებელი თეოლოგის შრომები “ანტიეკლესიურად” მოგვეჩვენება.
Kკრიზისი, რომელსაც დღეს განიცდის ეკლესია, არის თვითიდენტიფიკაციის კრიზისი. მას ორი ასპექტი აქვს: ერთის მხრივ, ეკლესიის წევრებს არა აქვთ ნათელი წარმოდგენა, თუ რა არის ეკლესია. მორწმუნეთა სხვადასხვა ჯგუფების პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისაგან. საეკლესიო ხელისუფლება აბსოლუტურად არ ზრუნავს იმაზე, რომ აქტუალური საეკლესიო პრობლემების სერიოზული თეოლოგიური ანალიზი მოხდეს. შედეგად იმარჯვებს ის პოზიცია, რომელსაც ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს. Mმეორეს მხრივ, კრიზისი გამოიხატება ეკლესიის გაურკვეველ პოზიციებში თანამედროვე სამყაროს მიმართ. იმ სოციოკულტურული პროცესების მიმართ, რომლებიც მიმდინარეობენ დღეს დასავლეთში და აღმოსავლეთში. იმისათვის, რომ ეკლესიამ მოახდინოს საკუთარი ადგილის განსაზღვრა საზოგადოებაში, მან უნდა გააცნობიეროს თავისი საზღვრები. თავისი არსიდან და ქრისტიანული ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, მან პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: რა ზომით შეუძლია ქრისტიანულ ეკლესიას შეაფასოს საზოგადოების განვითარების პროცესები? სად გადის საზღვარი, საიდანაც იწყება სეკულარული სამყაროს ავტონომია? იმ სამყაროსი, რომელიც არ წარმოადგენს ეკლესიას. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ეკლესია, რომელიც “არა არს ამა სოფლისა” და “სოფელი ესე”, რომელიც თეორიულად შეიძლება გაეკლესიურდეს, “გაქრისტიანდეს,” მაგრამ ყოველთვის რჩება სხვაგვარი, ეკლესიისაგან განსხვავებული რეალობა.
დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის კი არსებობს სამი მთავარი საფრთხე: საეკლესიო კალენდრის ახალ სტილზე გადასვლა, ეკუმენური მოძრაობა და მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. თუ ვნახავთ მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკას, აღმოჩნდება, რომ ეს “საფრთხეები” აბსოლუტურად არარეალურია. თხუთმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მხოლოდ ოთხი ინარჩუნებს ძველ სტილს, ხოლო დანარჩნები დიდი ხანია ახალზე გადავიდნენ.. რაც შეეხება ეკუმენურ მოძრაობას, მრავალი წელია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები მასში მონაწილეობენ და არიან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრები. 1998 წელს ამ ორგანიზაციიდან გამოსული ბულგარეთის ეკლესია უკან ბრუნდება. მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რჩება განზე. Yყველაზე აბსურდული არის მესამე “საფრთხე”- მერვე მსოფლიო კრების შესახებ. განა მსოფლიო კრება არ არის მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი ინსტანცია, რომელიც მოწოდებულია გადაწყვიტოს სარწმუნოებრივი და დისციპლინარული საკითხები? მართალია საეკლესიო ისტორია იცნობს ისეთ კრებებს, რომელთაც “ყაჩაღთა” კრებები ეწოდათ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამგვარი კრებები არსებობდნენ და ეკლესიამ არ მიიღო ისინი, არ ნიშნავს რომ საეკლესიო კრებებმა დაკარგეს თავისი მნიშვნელობა და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ. Gგარდა ამისა, როგორც ცნობილია, რამდენიმე ათეული წელიწადია ინტენსიურად მიმდინარეობს სრულიად მართლმადიდებლური კრების მომზადების პროცესი. შესაბამისი კომისიები დეტალურად ამუშავებენ კრებაზე განსახილველ საკითხებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს ამ მასალებს. Aამდენად, სრულიად გამორიცხულია რაიმე “მწვალებლური” ან “ საშიში’ დადგენილებების მიღება.
თანამედროვე სიტუაციაში რელიგიური ცნობიერება ალტერნატივის წინაშე დგას. Aან აღიაროს მეცნიერებისა და რაციონალური აზროვნების ემანსიპაციის კანონიერება და მისი არარელიგიური მნიშვნელობა; თავის მხრივ გააცნობიეროს რელიგიური სფეროს საზღვრები, რომელთა შიგნითაც მეცნიერული კრიტერიუმები არ მოქმედებენ. ან დაუპირისპიროს რელიგია მეცნიერებას და თეოლოგიური წანამძღვრებიდან გამომდინარე შექმნას თავისი “სამყაროს სრული სურათი”. Pპირველი ვარიანტის არჩევა ისეთი ახალი პრობლემების წინაშე დააყენებს ღვთისმეტყველებას, რომელთაც არ იცნობდა “ძველი” ქრისიტანული ეპოქა. აგრეთვე ეს ვარიანტი საშუალებას მისცემს მას პირისპირ დადგეს ისტორიულ რეალობასთან და ეკლესიის შინაგან გამოცდილებაზე დაყრდნობით ეძებოს სწორი გადაწყვეტილებები. Mმეორე ვარიანტი კი ნიშნავს მხლოდ ერთს - რელიგიური იდეოლოგიის შექმნას.
ყოვლეგვარი იდეოლოგია ეწინააღმდეგება აზროვნებას. იდეოლოგია უარყოფს ადამიანის არსებობის პრობლემატურობას. რელიგიური იდეოლოგია კი ამასთნ ერთად ღმერთზე აპელირებას ახდენს, მოითხოვს ყოველგვარი განსჯის გარეშე დოგმატების ბრმა რწმენასა და “სწორი” დასკვნების გაკეთებას. Eეს მრავალ ადამიანს აკმაყოფილებს, რადაგან, მართლაც საიდან შეიძლება ეკლესიაში “პრობლემები” არსებობდნენ? განა მისი სწავლება მარადიულ თემებს არ ეხება? Gგანა ეკლესიაში ყველა სულიერი პრობლემა უკვე გადაჭრილი არ არის? მართლაც, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, როგორც ასწლეულების წინ, აღსაარებს იმავე ჭეშმარიტებებს. უბრალოდ საჭიროა ეკლესიის სწავლებისადმი ახლებური მიდგომა, დოგმატური გარდამოცემის ახლებური გააზრება, რათა თანამედროვე ადამიანების მიერ მისი გაგება ადექვატური იყოს.
“მართლმადიდებელი” იდეოლოგების პოზიციები წარმოადგენენ სრულ აბსტრაქციას. მათ ამოძრავებთ მხოლოდ ერთი სურვილი: რადიკალურად დაუპირისპირონ ერთმანეთს ეკლესია და თანამედროვეობა. ყოველი ისტორიული ცვლილება “მართლმადიდებელი” იდეოლოგების მიერ ანტიქრისტიანულად და ეკლესიის ღალატად ფასდება. ისტორიას საერთოდ არა აქვს არსებობის უფლება, რადგან იგი სატანის საქმიანობის შედეგია. ისტორია ანტიქრისტეს მოახლოებაა, ამიტომაც რომელიმე ისტორიული ობიექტური რეალობის აღიარება ნიშნავს “საქართველოს სატანიზაციას.” ყოველგვარ იდეოლოგიას გააჩნია გარკვეული პათოსი: აღშენების და ნგრევის, აღზრდის და ბრძოლის. Mმოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთი პათოსი იკავებს ლოგიკური კრიტერიუმების, თეოლოგიის ადგილს. ესქატოლოგია იცვლება აპოკალიფტიკით, სამყაროს აღსასრულის ისტერიული მოლოდინით. Qქრისტიანული თვისუფლება კი სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლობაზე იძულებით, ეთნიკური მესიანიზმით და ერის და ეკლესიის გაიგივებით.
“მართლმადიდებლური” იდეოლოგიის მთავარი პათოსი მდგომარეობს კულტურისადმი დაპირისპირებაში, რადგან კულტურა წარმოადგენს ადამიანური ავტონომიის სფეროს, სადაც მდგომარეობას განსაზღვრავს არა “ლოცვა-კურთხევები,” არამედ თვითონ პიროვნების თავისუფალი და გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. Kკულტურა პრობლემატურია, საკამათოა, დაუმთავრებელია, არ არსებობს პიროვნული ძლისხმევის, შემოქმედების საიდუმლოსა და პიროვნული ბედისადმი ყურადღების გარეშე. როდესაც კულტურულ სივრცეში ღრმა ადამიანური გამოცდილება გამოხატავს თავის თავს, მისი მოწმობა თვალსაჩინოდ ნამდვილია, მაგრამ მხოლოდ მათთვის ვინც ჯერ არ მოქცეულა იდეოლოგიის დაუნდობელი ძალაუფლების ქვეშ. მას შემდეგ, რაც ისტორიულად კულტურის და ეკლესიების გზები გაიყარა, კულტურამ შეინარჩუნა და დააგროვა საკუთარი ცოდნა ღმერთის შესახებ და ეს ცოდნა არა მხოლოდ ტრაგიკული და ნეგატიურია. “მართლმადიდებლური” იდეოლოგია არ აღიარებს ამ ფაქტს. საკუთარის გარდა, ის არ აღიარებს არავის უფლებას კავშირი ჰქონდეს ღმერთთან. თვითონ “მართლმადიდებლური” იდეოლოგია კულტურის მიღმაა, უკულტურო და ანტიკულტურულია, რადგან ყოველგვარი იდეოლოგია ნიშნავს საზოგადოების პიროვნებაზე, “იდეოლოგიური სტრუქტურის”, “შეხედულებათა სისტემის” ცოცხალ ადამიანზე დომინირებას. იდეოლოგია არა მარტო უპიროვნოა, არამედ იგი პიროვნების წინააღმდეგია. ამიტომაც ქრისტიანობა, ეკლესია, მათლმადიდებლობა არსობრივად შეუთავსებელია იდეოლოგიასთან.
აუცილებელია ეკლესიამ წარმოაჩინოს ის საზღვრები, რომელშიც კანონიერი იქნება პოლიტიკური პოზიციის არჩევა. ეს სივრცე ლოგიკურად უნდა უკავშირდებიდეს ეკლესიის პრინციპულ ლოიალურობას, როგორც სახელმწიფოს მიმართ, ასევე ამ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური სისტემის მიმართ. თუ ეკლესია ამას გააკეთებს, მაშინ მისთვის პრობლემა ის კი არ იქნება, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან პარტიას დაუჭიროს მხარი, არამედ საზოგადოების ცხოვრებაში რეალური მონაწილეობის საშუალებების გამოძებნა. ეს მონაწილეობა იმავდროულად უნდა იყოს პოლიტიკური და აპოლიტიკური. როგორ შეიძლება განხორციელდეს ამგვარი მონაწილეობა? Uუპირველეს ყოვლისა ეკლესიამ, ადამიანისა და სამყაროს ქრისტიანულ ხედვაზე დაყრდნობით, საჯაროდ უნდა შეაფასოს კონკრეტული პოლიტიკური მოვლენები და ხელისუფლების ქმედებები. გარდა ამისა ეკლესიას შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების საკუთარი ხედვა და არ შემოიფარგლოს მარტო ბუნდოვანი განცხადებებით. Aაქ ეკლესიის წინაშე მართლაც იშლება სოციალური და საქველმოქმედო მოღვაწეობის უზარმაზარი სივრცე. ამგვარ მოღვაწეობას წარმატებით შეუძლია გაართვას თავი ისეთმა სტრუქტურამ, როგორიც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წევრადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოიაზრებს თავს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეკლესიას გააჩნია შესაბამისი რესურსები, რათა დაეხმაროს ყველა იმ ქალს, რომლებიც იძულებულნი არიან საკუთარი სხეულით ივაჭრონ. Aასე, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოში აღარ იარსებებდა პროსტიტუცია. Mმაგრამ ამისათვის ეკლესია რეალურად უნდა გახდეს საზოგადოებრივი ასოციაცია, ანუ ქრისტიანების ერთობა, რომელთაც აქვთ ერთიანი მიზნები, შეუძლიათ პრობლემების ანალიზი, ერთობლივი გადაწყვეტილებების გამომუშავება და მათი პრაქტიკული განხორცილება. Mმხოლოდ ასე შეუძლია ეკლესიას შეიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიურ-ზნეობრივი განზომილება. Aამის განსახორციელებლად კი საჭიროა საეკლესიო ცნობიერების შეცვლა. ქრისტიანებმა, როგორც ეკლესიის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა არის ქრისტიანული მოწოდების ერთ-ერთი ასპექტი და მას აქვს რელიგიური შინაარსი. სანამ ეკლესია დაკავებულია მხოლოდ რიტუალების აღსრულებითა და სამყაროს აღსასრულის თარიღის გამოთვლით, არანაირი პოზიტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მას არ შეუძლია.
საინტერესოა საზოგადოებაში საქართველოს მართლმადებელი ეკლესიის აღქმის ეტაპები. საბჭოთა პერიოდში ეკლესია უკავშირდებოდა როგორც დისიდენტობას, ასევე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. “პერესტროიკის” დროს ეკლესია წარმოჩინდა როგორც დევნილი და გაძარცვული, ხოლო ბოლო პერიოდში საქართველოს ეკლესია გვევლინება ვეებერთელა სტრუქტურად, რომელიც ატრიალებს მილიონობით დოლარს და ძლიერად ლობირებს თავის ინტერესებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კულუარებში.
თუკი ეკლესია ოდნავ მაინც არ წარმოჩინდება საზოგადოებაში როგორც დაჩაგრულების, გლახაკების, ავადმყოფების, გაჭირვებულების ინტერესების თავდადებული დამცველი ანუ ქრისტიანული მოწოდების გარკვეულწილად მაინც ერთგული, მაშინ საზოგადოების მიერ მის ნეგატიურ აღქმას არანაირი ალტერნატივა არ ექნება. თუ კრიზისებისა და კონფლიქტების დროს, სასულიერო პირები ტელეკამერების წინ მხოლოდ მაშინ გამოჩნდებიან, როცა ყველაფერი დამთავრებულია, ამ შემთხვევაში საერო საზოგადოებაში, ეკლესია ყოველთვის გაიგივებული იქნება ძლაუფლებასთან და ფულთან, “ნათლობასა” და “ქორწილთან” და არა ქრისტესთან.
საქართველოში ტრადიციული რელიგია, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია თანამედროვე სიტუაციის არაადექვატურია. უმაღლესი საეკლესიო იერარქიისა და სამღვდელოების უმრავლესობა მსოფლმხედველობით ფუნდამენტალისტები.

მრავალი წელია საქართველოში პოლიტიკური ძალების მხრიდან მიმდინარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის თემით სპეკულირება

10.06.2008
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ რელიგიური საკითხების ექსპერტს ვასილ კობახიძეს, ესაუბრა მირიან გამრეკელაშვილი

- ბატონო ვასილ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აპირებდა მართლმადიდებელი ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციას და კონკრეტულად დაასახელა მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?

- ირაკლი ოქრუაშვილის საქციელში ახალი არაფერია. ჩვენ მრავალჯერ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ უკვე მრავალი წელია საქართველოში პოლიტიკური ძალების მხრიდან მიმდინარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის თემით სპეკულირება. აღნიშნული პოლიტიკური ძალები ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტები დააადანაშაულონ ეკლესიის წინააღმდეგ საქმიანობაში, იეღოველობაში სატანიზმში და ა.შ. ეს გახლავთ პოლიტიკური ბრძოლის აპრობირებული მეთოდი, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც, როგორებიც არიან: ბულგარეთი, საბერძნეთი, მოლდოვა, უკრაინა, განსაკუთრებით კი რუსეთი, სადაც მოახლოებულია არჩევნები და შესაბამისად მსგავსი ტენდენციებიც იზრდება. ირაკლი ოქრუაშვილმა ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირების შესახებ გააკეთა პოლიტიკურად მომგებიანი განცხადება. როგორც მახსოვს, მსგავს რამეს აბრალებდნენ გამსახურდიას ხელისუფლებას, შევარდნაძის რეჟიმს და გამონაკლისი არც დრევანდელი მთავრობა გახლავთ. რაც შეეხება მიტროპოლიტ იობს, ვფიქრობდი, რომ მის მაგივრად ბატონი ირაკლი უპირველეს ყოვლისა დაასახელებდა კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმ-ქობულეთის მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილს, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი პატრიარქია. ოქრუაშვილი იმავე რეგიონიდანაა, სადაც რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსი იობ აქიაშვილი მსახურობს, ეტყობა ყოფილმა მინისტრმა იცის მისი სახელი და პირველიც ის გახსენდა. იმ საერთო პრორუსულ, ფუნდამენტალისტურ ფონზე, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს საპატრიარქო, მიტროპოლიტი იობი არ გამოირჩევა განსაკუთრებული პოლიტიზირებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი იყო მთვარი ლობისტი (მას ჩვენ ამისთვის საჯაროდ ვაკრიტიკებდით) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გამოსვლისა. ასევე (ეს განსაკუთრებით რელიგიური ადამიანებისთვისაა საინტერესო) იმ საშინელი და პათოლოგიური დადგენილებისა, რომელიც მიიღო წმინდა სინოდმა და ეხებოდა იმას, რომ გარდაცვლილი მოუნათლავი ჩვილები აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებიან.


- ეს დადგენილება ოფიციალურად იქნა მიღებული?

- დიახ, დადგენილება მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2000 წლის 14 დეკემბერს. მაშინ ვსწავლობდი საფრანგეთში და ამ მოვლენას გამოვეხმაურე სტატიით ,, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფსკრულისაკენ მიექანება”, რომელიც გაზეთ რეზონანსში დაიბეჭდა.

- რამდენიმე წლის წინ თქვენ, სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა, სასულიერო სემინარისა და აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა, ასევე რამდნიმე ქართველმა ინტელექტუალმა დასვით რელიგიური პრობლემების საჯაროდ განხილვის საკითხი. აღნიშნული ძალების მხრიდან ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი იქნა გამოქვეყნებული და განხილული. ბოლო დროს შიდასაეკლესიო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ თქვენ მაშინ მოქმედებდით დღევანდელი ხელისუფლების მითითებით.

- რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული მოსაზრება, რომ თითქოს მე ხელისუფლების დავალებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვებრძვი და თითქოს ეს ოქრუაშვილის განცხადებამაც დაადასტურა, გააჟღერა ცნობილმა თეოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა, პატროლოგმა და ა. შ. ედიშერ ჭელიძემ. როგორც ჩანს მას დამატებით ხელფასს დაპირდენ ან ახლი ბინა შეიძინა და ისევ რემონტი აქვს გასაკეთებელი და ,,რა ქნას?” როგორც თვითონ ამბობს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ხშირად მიწოდებენ ეკლესიის მტერს, თავისუფლების ინსტიტუტის ლეკვს, სოროსის გველის წიწილს და ა. შ. ამას მიჩვეული ვარ. ვთვლი, რომ კრიტიკა არის ნებისმიერი ორგანიზმის სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშან-თვისება და არა მარტო მართმადიდებლური ტრადიციის, არამედ სხვა ქრისტიანული ტრადიციის მქონე არც ერთ ქვეყანაში არაა ისე ჩახშული და აბსოლუტურად გაუქმებული რელიგიურ საკითხებზე და საეკლესიო სტრუქტურებზე მსჯელობა, როგორც საქართველოში. ამ კუთხით მას ირანსაც ვერ შევადარებ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შემიძლია დაგისახელოთ ირანელი თეოლოგები, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ საშუალება გარკვეული კრიტიკისა. მაგალითად: აიათოლა მონთაზერი და კადივარი. საქართველოAალბად მხოლოდ მავრიტანიას შეილება შევადაროთ, სადაც ყველა სტრუქტურის მიერ ყველა მხრიდან მიზანმიმართულად არის ჩახშობილი რელიგიური საკითხების ნებისმიერი განხილვა.
მოძრაობაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა მცირე ჯგუფისა და რამდენიმე საულიერო პირის გარდა ქართველი ინტელექტუალების ერთი ნაწილიც მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ინტელექტულები, საქართველოში არ არსებობენ, რადგან ანგაჟირებულ ადამიანს, რაც არ უნდა ერუდირებული და განათლებული იყოს, არ შეიძლება ინტელექტუალი ეწოდოს. ცნობილ პოლონელ მოაზროვნეს პიოტრ ვეჟბიცკის აქვს ასეთი ტექსტი ,,трактат о гнидах”, სადაც იგი ამბობს, რომ гнида ეს უბრალოდ სალანძღავი სიტყვა კი არ არის, არამედ ტერმინია, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ ხელისუფლების ან სხვა პოლიტიკური ძალის სამსახურში მყოფ ინტელექტუალს. სამწუხაროდ, საქართველოში მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ასე ვთქვათ “ზემოდან არის” დანიშნული, რომელიმე პოლიტიკური ძალის ან რომელიმე ფინანსური ჯგუფის მიერ. ადამიანის უფლებათა დამცველები, ინტელექუალები, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ანგაჟირებულნი არიან და ამიტომ, როგორც კი კონიუქტურულად არ გახდა მომგებიანი აღნიშნული მოძრაობის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ,,ინტელექტუალები” ჩამოგვშორდნენ. სასაცილოა სასულიერო პირთა რაღაც ჯგუფზე საუბარი. იქიდან მხოლოდ ერთი იყო და არის დღემდე გულწრფელი, რომელსაც მართლა აინტერესებდა რელიგიური საკითხები და გული შესტკიოდა ეკლესიის ბედზე. დღეს ის ისევ სასულიერო პირია და მისი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. დანარჩენები ანგარებითი მიზნების მიღწევას ცდილობდნენ და პირველივე საფრთხის დადგომისას, გაყიდეს ყველა და ყველაფერი. სწორედ იმ პერიოდში ჩატარდა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრება, რომელსაც თავმჯომარეობდა საქართველოს პატრიარქი. ამ კრებაზე, როგორც 1937 წელს საბჭოთა კავშირში, მათ მოსთხოვეს თავიანთი შეხედულებების დაგმობა და მათაც გაყიდეს დედა, მამა და ყველაფერი, ცნობილი ლექსის მსგავსად: “მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას თუ კი პარტია მიბრძანებს ამას”, განსაკუთრებით გამოირჩეოდა დეკანოზი გიორგი ჩაჩავა. და ბოლოს, გუწრფელობა, სიმართლის სიყვარული, ჭეშმარიტების ცოცხალი ძიება შერჩათ სტუდენტებს, რადგანაც ეს თვისებები უმეტესწილად ახალგაზდებს ახასიათებს. ეს სტუდენტები შესაძლოა ყოფილიყვნენ ჩვენი ეკლესიის ნათელი მომავალი, გამხდარიყვნენ სასულიერო პირები და ღვთისმეტყველები. მათი ძირითადი ნაწილი დარჩა საკუთარ პოზიციაზე, რის გამოც მიიღეს ორმაგი დევნა, როგორც რელიგიური (პატრიარქის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს სტუდენტები არიან ეშმაკის მსახურები, მათ მიერ ჩადენილი ეს ცოდვა გადავა შვიდ თაობაზე და ა.შ.), ასევე ადმინისტრაციული - ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სემინარია და აკადემია.

- თქვენ თქვით, რომ ჭეშმარიტების ძიებისა და პროგრესისკენ სწრაფვა დამახასიათებელია ახალგაზდებისათვის. სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ახალგაზრდები გვევლინებან ფაშისტური, ულტრანაციონალისტური რელიგიური ფანატიზმის იდეების აქტიურ მხარდამჭერებად. რას იტყვით ამის თაობაზე?

-ეს მტკივნეული თემაა, რომელზეც ბევრს ვფიქრობ და ვწუხვარ. ჩემი დაკვირვებით, დახლოებით შვიდი-რვა წელია, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი და მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი გულწრფელადაა გაზიარებული მრავალი ახალგაზრდის მიერ. იგივე ცხრა-ათი წლის წინ ასე არ იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ამას დაემატა ზედაპირული ფსევდოპატრიოტიზმი, ხოლო ნაზავმა მოგვცა მართლმადიდებლურ-ნაცისტური,
აგრესიული მსოფლმხედველობა, რაც ძალიან საშიშია. ჩემი აზრით, ამის მიზეზია ახალგაზრდობის მიდრეკილება მაქსიმალიზმის, ჭეშმარიტების რადიკალური ძიებისაკენ. მათ სურთ, იდგნენ ჭეშმარიტ პოზიციებზე, იყვნენ ყველაფერში მართალი და ჰქონდეთ ჰოლისტური მსოფლმხედველობა. ამიტომაც ახალგაზრდობა რეცეპტიულია მარტივი, განსაკუთრებით კი ნაციონალისტური იდეოლოგიების მიმართ, მით უმეტეს თუ ეს იდეოლოგიები რელიგიას ეყრდნობიან. ჩანს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფოც უწყობს ხელს ამ პროცესს ფსევდო-ეროვნული და ფსევდო-კულტურული ღონისძიებებით, რომლებიც ახალგაზრდობას მოსწონს. არა მგონია, არსებულ ხელისუფლებას ასეთი აგრესიული ნაციონალისტური ახალგაზდების გამოზრდა ჰქონდეს გამიზნული, მაგრამ ქართული კულტურის ზედაპირულ-კიჩური და იაფფასიანი წარმოდგენა სწორედ ასეთ შედეგს იძლევა. ჩვენ თუ გავიხსენებთ გულანთებულ კომკავშირელებს გასული საუკუნის 20-30-იან წლებშის საბჭოთა კავშირში, ჰიტლერიუგენდს ფაშისტურ გერმანიაში, ჰუნვეიბინებს კომუნისტურ ჩინეთში, ხოლო უფრო ადრეულ პერიოდს თუ შევეხებით, ბავშვების ჯვაროსნულ ლაშქრობას შუასაუკუნეების ევროპაში, სავონაროლას ფლორენციაში ბავშვების მილიციას, რომლებიც კეტებით შეიარაღებული დადიოდნენ და სცემდნენ ადამიანებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს რელიგიით, პოლიტიკით და ქართული კულტურით ასეთმა მანიპულაციამ. ძალიან საინტერესოა სხვადასხვა თეატრმცოდნეების ნაშრომები იმის შესახებ, თუ როგორ კვებავდა საბჭოთა თეატრი 20-30-იანი წლების ბოლშევიკურ ენთუზიაზმს, კერძოდ ცნობილი რეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი. დღევანდელი თეატრი ხშირად გვაგონებს საბჭოთას, რომელიც ცდილობდა სოციალური რეალობის კონსტრუირებას. იდეოლოგიზირებული თეატრი, პიესები და სპექტაკლები, მუსიკალური ფესტივალები, წარმოადგენს ნამდვილი ქართული კულტურის და პატრიოტიზმის გაყალბებას. სწორედ აქ იკარგება რეფლექსია, ანალიტიკური აზროვნება და რაც მთავარია კავშირი ზოგადასაკაცობრიო და ევროპულ კულტურასთან.

- სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ეკლესიისაგან მხარდაჭერის მიღებას. რაც შეეხება ოპოზიციას, ეკლესია მას ფარულად მხარს უჭერს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აკეთებს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ განცხადებებს. ეს ბინძური ფარული გარიგებებია თუ ეკლესიას გარკვეულწილად ეშინია ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის?

-საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, პოლიტიკურ თამაშებში აქტიურადაა ჩართული. ნებისმიერმა ჟურნალისტმა ოდნავი ინტერესი რომ გამოიჩინოს ამ საკითხისადმი, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, საზოგადოებისათვის ნაწილობრივ მაინც ცნობილი იქნებოდა ამის შესახებ. სამწუხაროდ ეს საკითხი ჩვენთან ტაბუირებულია. ამ ტაბუს წყალობით საპატრიარქოს მმართველი კლანი დაუბრკოლებლად ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და მან საკმაო გამოცდილებაც დააგროვა. კარგად ჩანს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები თავს იყრიან საპატრიარქოს გარშემო. თუმცა საპატრიარქო ამავდროულად თანამშრომლობს ხელისუფლებასთანაც. საპატრიარქოს მხარდაჭერა, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური ინსტიტუტისა, ყველას სჭირდება. ამიტომაც საპატრიარქოს პოლიტიკური თამაში მარტივია. მას შეუძლია არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ან გამოხატოს ირიბი მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, მერე როცა ხელისუფლება იცვლება, ჩნდება მისი საკრალიზაციის საჭიროება. ხელისუფლების ლიდერი უპირველეს ყოვლისა საპატრიარქოს მიმართავს და ახდენს თავისი ხელისუფლების საკრალიზაციას. რატომ უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ ინსტიტუციას? სხვა საკითხია რომ საქართველოს საპატრიარქოზე დიდია მოსკოვის გავლენა. არც უკრაინის, მოლდოვის, ბულგარეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიები არიან დამოუკიდებელნი. ისინიც კრემლის “მეხუთე კოლონას” წარმოადგენენ. ამდენად მოცემული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქო ასრულებს კრემლის დავალებებს, ატარებს პრორუსულ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა პროდასავლურ ხელისუფლებას (ჩემი აზრით სწორედ ასეთია საქართველოს ხელისუფლება) არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც საზოგადოება ინდოქტრინებულია. ეს ხელისუფლების ინერტულობის დამსახურებაცაა. სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო გამოცხადებულია რელიგიურ და ეროვნულ ჭეშმარიტების მონოპოლისტად, ხოლო ქვეყანაში მთავარ ავტორიტეტად და ქართული სიწმინდის განსახიერებად საბჭოთა სუკ-ის მრავალწლიანი თანამშრომელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ითვლება.

მორწმუნე შაშვი. მართლმადიდებლური ორნიტოლოგია


ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 5 (115), 22 იანვარი-4 თებერვალი 2009.
მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი.
ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 97, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (ეს ნიშნავს, რომ ჟურნალი ოფიციალურადა არის დაშვებული საპატრიარქოს მიერ, როგორც მართლმადიდებლური გამოცემა).


გვ. 29. ფსალმუნნი ღვთის სადიდებელი ჰიმნია. ასეთ ლოცვას ყველაზე ადვილად შეუძლია ადამიანის ღმერთთან მიყვანა. ფსალმუნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე). ესაუბრა შორენა მერკვილაძე. ახლავს მამაოს ფოტო.
.....
- შესაძლოა ადამიანი ფსალმუნებს კითხულობდეს, მაგრამ მათი გააზრება და წვდომა უჭირდეს....
- ფსალმუნთა კითხვა არც ასეთ შემთხვევაში უნდა მივატოვოთ. ასეთი საეკლესიო გარდამოცემა არსებობს: ერთმა წმინდა მამამ დაჭრილი შაშვი ნახა. ფრინველი კელიაში წაიყვანა და განკურნა. შაშვი იმდენად შეეჩვია კელიაში ყოფნას, რომ გარეთ აღარ გამოდიოდა. ბერი განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. ლოცვა შაშვმაც ისწავლა. ერთ Dდღეს კელიიდან გაფრინდა. გარეთ გასულ ფრინველს მიმინო ეძგერა, მან კი ინსტინქტურად იესოს ლოცვა წარმოთქვა. მიმინო მაშინვე გაეცალა. ცხადია შაშვმა ლოცვა გაუაზრებლად წარმოთქვა, რადგან არც მისი მნიშვნელობა იცოდა და არც გონებრივად წვდომის უნარი ჰქონდა. ამით უფალმა ბერს აჩვენა, თუკი გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად წარმოთქმულ ლოცვას ამხელა ძალა შესწევს, რაოდენ დიდი ძალა ექნება სრულყოფილ – გონებისმიერ და გულისმიერ ლოცვას. ასე რომ, ფსალმუნთა კითხვა ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა შევწყვიტოთ. გაცნობიერებულ გააზრებულ ლოცვას განუწყვეტელი, თუნდაც გაუაზრებელი კითხვით ვაღწევთ. თუ ვინმე იფიქრებს, ჯერ გავიაზრებ და შემდეგ წავიკითხავო, ეს იმას ჰგავს, ადამიანმა თქვას – ჯერ კარგი სპორტსმენი გავხდები და შემდეგ ვივარჯიშებო. ფსალმუნთა გაუცნობიერებელი კითხვაა სწორედ ვარჯიში სრულყოფილი მდგამარეობის მისაღწევად.

გვ.7. განსჯა თუ ემოცია? გონების გაბატონება კაცობრიობაზე ისევე საშიშია, როგორც რობოტისა. გვესაუბრება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი, ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი. ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი. ახლავს ქალბატონი ფსიქოლოგის ფოტო.

გვ. 41. იჩქარეთ, მამაო! წმინდა ნიკოლოზ სერბი – წერილები. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა.

ამბავი იდუმალი, უეცარი ხმისა, სული რომ შეცვალა.
..... აქაურმა ყმაწვილმა იაკობმა მიამბო: “ეს მოხდა ჩვენი სოფლისა და ტაძრის ზეციური მფარველის, წმინდა ილიას დღესასწაულის წინა დღეს. სახლის წინ მივწექი, მაგრამ არ ჩამძინებია. უეცრად მომესმა ხმა: “თაფლი და რძე! თაფლი და რძე!” ხმა წვრილი, სულისშემმუსვრელი და არაამქვეყნიური იყო. დედა გვერდით მყავდა, მაგრამ არაფერი გაუგონია. წამოვდექი და დავფიქრდი მოსმენილ სიტყვებზე: “რძე და თაფლი!” “ეს ნათქვამი ღვთისგანაა და სულიერი ცხოვრებისკენ მომიწოდებს”, - გავიფიქრე და ყოველდღე ამ ხმაზე ვფიქრობდი და მუდამ ერთსა და იმავე ახსნას ვპოულობდი. მას შემდეგ დავრწმუნდი, რომ ღმერთი მამობრივად ზრუნავს ჩემზე”.
ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 26 (113), 25 დეკემბერი-7 იანვარი 2009.
გვ. 39. მოგონებები. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი). მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა.

უდაბნოში ბერები არასოდეს ბანაობდნენ. იშვიათად იწმენდნენ სხეულს სველი ჩვრით, თმაში ნავთს შეიზელდნენ, შემდეგ ივარცხნიდნენ და ცხვირსახოცით იწმენდნენ. ერთმა ბერმა თქვა, - ნავთისაგან თმა ისე ბრწყინავს, როგორც ცხენის ფაფარიო.
.......
ბარგანებში (კავკასიის მთებში) ვნახე ორი მეუდაბნოე მონოზონი: ბერდიაკონი ონისფორე და ბერი პახუმი.... მერე კი მამა პახუმთან მივედით. ის თავის კელიიდან გამოვიდა და კართან ქვის საფეხურზე ჩამოჯდა. ვკითხე: “სად მდებარეობს გულის ის ადგილი, რომელზეც წერენ წმინდანები: მარცხენა ძუძუს ზევით თუ ქვევით?” ისე შემომხედა, თითქოს ახლა შემამჩნიაო და მითხრა: “არ ვიცი”.

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 1 (1134), 8-21 იანვარი 2009.

გვ. 9. შეისმინა ღმერთმა ჩვენი ვედრება და მღვდელი გამოგზავნა შენს მოსანათლად. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა.

“საშინელი სულიერი აღრევაა გარშემო, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ზოგიერთი კათოლიკე რომაელი, პროტესტანტი და სხვა მსგავსნი იგებენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებისას ადამიანი იცვლება, აღორძინდება. და აი, ეს ხალხი მართლმადიდებლური ნათლისღებით მონათვლას მოისურვებს, რათა ნორმალური ფსიქიკა დაუბრუნდეთ. ერთ პროტესტანტს მართლმადიდებლად გახდომა სურდა..... არ დამიჯერეს, მიიყვანეს ეს პროტესტანტი ზღვასთან და მონათლეს! ორი-სამი დღის შემდეგ ახალმონათლული მოვიდა ჩემთან, - მოვინათლე, მაგრამ ფსიქიკა ნათლისღებამ არ გამიუმჯობესაო.

საკვირველია, ნეტავ რატომ არ გაუუმჯობესა ფსიკიქა?

მართლმადიდებლობის ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნებში

Не может же быть, чтобы такое сложное явление имело такое простое и ужасное объяснение, не могло же быть, чтобы все те слова о справедливости, добре, законе, вере, Боге и т.д. были только слова и прикрывали самую грубую корысть и жестокость.

Лев Толстой. Воскресение

დღევანდელ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ძალიან სჭირდებათ რელიგია, რომელსაც ისინი უნივერსალურ ინსტრუმენტად თვლიან საკუთარი საკრალური ლეგიტიმაციისათვის. ცხადია საქართველოში ასეთ რელიგიას მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენს, რადგან სხვა ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები აბსოლუტურად მარგინალიზებულები არიან და არავითარ როლს არ თამაშობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რელიგიური ფაქტორის გავლენა ნიშნავს მხოლოდ საპატრიარქოს მონაწილეობას აღნიშნულ პროცესში. აღსანიშნავია, რომ ეს გავლენა სათანადოდ გამოკვლეული არ არის. ზოგიერთი პუბლიკაცია აფიქსირებს ცალკეული სასულიერო პირების მონაწილეობას რომელიმე კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული ანალიზია და არ ხდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიზი. Eეს ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრივი განმტკიცების თანამედროვე ეტაპზე, რადგან საპატრიარქოს საქმიანობა, მისი დინამიკა, სპეციფიკა და აქტივიზაციის ზრდა ფართოდ აისახება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე.
კონფესიებთან ურთიერთობის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა წარმოადგენდეს საერო სახელმწიფოს ქმედებათა სისტემას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებაში რელიგიის მყოფობის ფორმების მრავალფეროვნებას. ხოლო ამ პოლიტიკის მიზანი კი უნდა იყოს შესაბამისი პირობების შექმნა რელიგიური ცხოვრების პოზიტიური, უკონფლიქტო განვითარებისათვის, რაც უაღრესად აუცილებელია საქართველოს საზოგადოების სტაბილურობისათვის.
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა წარმოაჩინა მართლმადიდებლობის ფაქტორის უდიდესი გავლენა ამომრჩევლებზე და ამავე დროს ნათელყო ამ გავლენის მექანიზმები და ხელისუფლებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ შესაბამისი რელიგიური პოლიტიკის წარმოების ფაქტი. ამომრჩეველზე ზემოქმედებს არამარტო მოცემული კანდიდატის ან მისი მხარდამჭერების “მართლმადიდებლურ-პატრიოტულ
ი” რიტორიკა, არამედ ამ კანდიდატების მიერ ეკლესიისაგან მიღებული საკრალური ავტორიტეტის განცდა. სწორედ ამისათვის იყენებენ პოლიტიკოსები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; მაგალითად საპრეზიდენტო კანდიდატები, როგორც ბიზანტიელი კეისრები, პომპეზურად ესწრებიან კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღსრულებულ საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში და ამას ტელევიზიის საშუალებით მთელი საქართველო უყურებს.
პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი კლერიკალიზმზეა დაფუძნებული და ამიტომ ეკლესია გამოიყენება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცხოვრებით მანიპულაციისათვის. აღსანიშნავია, რომ “მართლმადიდებლურს” ყოველთვის თან ახლავს “პატრიოტული” რიტორიკა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში მანიპულატიური ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ახალი მითების შექმნა და ძველების განახლება, გამოიყენება არასამართლებრივი ტერმინოლოგია და მეცნიერული განსაზღვრებები იცვლება იდეოლოგიური შტამპებით. სტერეოტიპები: “ჩვენიანი – უცხო”, “მართლმადიდებელი (პატრიოტი) – სექტანტი (მტერი)” მძაფრად ზემოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე და ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს მედია. ამიტომაც აუცილებელია ანალიტიკური კვლევა, რათა პოლიტიკური სპექტრის “რელიგიური პოლიტიკა” გამჭვირვალე და გასაგები გახდეს მოქალაქეებისათვის.
სწორედ ამგვარ “რელიგიურ პოლიტიკურ” პროცესში და სახელისუფლებო სტრუქტურების კლერიკალური იდეოლოგიზაციის ფონზე ხდება მართლმადიდებლობის ფაქტორის გამოყენება საარჩევნო ტექნოლოგიებში, რაც ეწინააღმდეგება სინდისის თავისუფლების, სახელმწიფოს საეროობის, რელიგიური ორგანიზაციების კანონის წინაშე თანასწორობის, კონსტიტუციურ პრინციპებს და არღვევს იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას. ასეთი საარჩევნო პროცესი არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და მოქალაქეების ნების დაუბრკოლებელ გამოხატულებად.
წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ძლიერდება მართლმადიდებლობის პოლიტიზაციის და პოლიტიკის კლერიკალიზაციის ტენდენციები, რომლებსაც სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კორუფციის ხასიათი აქვთ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არჩევნების შედეგებზე. ფაქტიურად ხდება კლერიკალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული უალტერნატივო პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების ფორმალურად დაცვის შემთხვევაშიც კი არჩევნები ფარსად იქცევა.
რელიგიისა და პოლიტიკის ისტორიული ურთიერთკავშირის მიუხედავად ანალიტიკოსების მიერ ხდება არჩევნების შედეგებზე რელიგიური ფაქტორის გავლენის სრული იგნორირება. თუკი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის პრობლემები ფართო მსჯელობის საგანია, რელიგიის გავლენა არჩევნებზე აბსოლუტურად გამოუკვლეველი რჩება. მითუმეტეს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლები დაუღალავად ამტკიცებენ, რომ არავითარ მონაწილეობას არ ღებულობენ პოლიტიკურ პროცესებში. მართლმადიდებლობის პოლიტიზაცია და პოლიტიკის კლერიკალიზაცია დესტრუქციულ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების რეალიზაციაზე სინდისის თავისუფლებისა და სხვა ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების საფუძველს წარმოადგენენ. სინდისის თავისუფლება, როგორც ნებისმიერი დოქტრინისა თუ სტრუქტურების იდეოლოგიური დომინირებისაგან ადამიანისა და საზოგადოების დაცვის საშუალება, წარმოადგენს იმ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, რომლის მიზანია ღია სამოქალაქო საზოგადოების აშენება. ქართული პოლიტიკური სპექტრი კი პირიქით, ყოველთვის ცდილობს მსოფლმხედველობრივი სფეროს შეზღუდვასა და კონტროლს საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის შესანარჩუნებლად. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ტექნოლოგების მძაფრი ინტერესი რელიგიის მიმართ გამოწვეულია სხვა რესურსების არასაკმარისი ეფექტურობით.
თუ პოლიტიკური სპექტრი თვლის, რომ რეალური დემოკრატიული პროცედურები დაბრკოლებას წარმოადგენენ მათი გავლენისა და ძალაუფლებისათვის, მაშინ პოლიტიკური ჯგუფები იწყებენ მსოფლმხედველობრივი არჩევანის შეზღუდვას და კონტროლს, რათა საარჩევნო პროცესში უპრობლემოდ მოახდინონ მანიპულაცია “უბრალო” ხალხის ცნობიერებით და ჩართონ იგი რელიგიური სანქციონირების სფეროში.
თანამედროვე საქართველოში ანტიკონსტიტუციურმა პროცესებმა სინდისის თავისუფლების სფეროში თითქმის სახელმწიფო პოლიტიკის ხასიათი მიიღეს და აბსოლუტურად არ ექვემდებარებიან საზოგადოების კონტროლს. საქართველოს საპატრიარქო კი სამართლებრივი და მატერიალური პრივილეგიების მიღების გარდა სახელმწიფოს ძალის გამოყენებით ცდილობს განამტკიცოს თავისი ჭეშმარიტება და უნიკალურობა. Aამ სიტუაციაში სინდისის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპები წარმოადგენენ სახელმწიფოსა და ეკლესიის კორუფციული ურთიერთობების მძევალს და შედეგად ხდება მართლმადიდებლობის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით და ხელისუფლების საკრალიზაცია. ჯერ კიდევ ნიცშე ამბობდა: “ხალხის ცნობიერების ერთიანობაში, ერთნაირ შეხედულებებსა და საერთო მიზნებში დიდი ძალაა ჩადებული. მას ყოველთვის იცავდა და აკურთხებდა რელიგია, მხოლოდ იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მღვდლები ფასში ვერ მორიგდებოდნენ ხოლმე სახელმწიფო ხელისუფლებასთან და ბრძოლას უწყებდნენ მას...”
ხელისუფლების საკრალიზაციის იდეა საქართველოსათვის ახალი არ არის. ჩვენთან სახელისუფლებო ჯგუფები ყოველთვის ახდენდენ სახელმწიფოსადმი საკრალური დამოკიდებულების კულტივირებას. ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდა ზეწოლის შედეგად, ხოლო მსოფლმხედველობრივი არჩევანი თავსმოხვეული იყო სახელმწიფოსა და სახელისუფლებო ჯგუფების მიერ. ეს ეხება როგორც მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ასევე საბჭოთა კავშირის მიერ გატარებულ ტოტალური ათეიზაციის პოლიტიკას. Pპოსტ-საბჭოთა პერიოდში კონსტიტუციის მიერ დეკლარირებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპების მიუხედავად ადგილი აქვს სამართლებრივი ნორმების ჩანაცვლებას “პოლიტიკური მიზანშეწონილობით”, “ეროვნული ინტერესებით” და “საზოგადოების დაკვეთით”.
თანამედროვე საქართველოში საპატრიარქოს მონაწილეობა ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებასა და კერძოდ საარჩევნო კამპანიებში, ჩვეულებრივ გამოიხატება საკრალური ავტორიტეტის განაწილებით თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის რათა მათ გადალახონ დემოკრატიული პროცედურები, მედგარი წინააღმდეგობით ნებისმიერი ლიბერალურ-დემოკრატიული პოზიციისადმი და ძლიერისა და გამარჯვებულის ოფიციალური მხარდაჭერით. ბუნებრივია, საეკლესიო ბიუროკრატია მხარდაჭერას უანგაროდ არ გამოხატავს. როდესაც საპატრიარქო აცხადებს, რომ იგი მხარს არ უჭერს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ მოძრაობას, ეს გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება, რადგან იგი მხარს უჭერს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომელთან ურთიერთობაც მისთვის მომგებიანია. უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ძალას ხელისუფლება წარმოადგენს. მაგრამ საეკლესიო ბიუროკრატიისა და სახელისუფლო ჯგუფების ამგვარი ურთიერთობა ეწინააღმდეგება არამარტო კონსტიტუციას, არამედ საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს.

ხელისუფლების გაყოფის თანამედროვე პრინციპი წარმოუდგენელია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რელიგიური ინსტიტუტების გაყოფის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის მიზანი იყო სახელმწიფოს კომპეტენციაში შემავალი ყველა სფეროდან რელიგიის გაძევება და საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაზე ეკლესიის გავლენის შეზღუდვა, აღნიშნული ფენომენი სინდისის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. საქართველოს თანამედროვე ისტორია ნათელყოფს, რომ სახელმწიფოს საეროობის პრინციპს მტკიცე გარანტიები სჭირდება, რადგან სახელისუფლებო ინსტიტუტების, სკოლის, კულტურის, შეიარაღებული ძალების და მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების მართლმადიდებლურ-კლერიკალურმა იდეოლოგიზაციამ უკვე მასიური ხასიათი მიიღო. ხოლო საპატრიარქო დაინტერესებულია სახელმწიფოს დასუსტებით, რადგან სუსტ ხელისუფლებას ეშინია ეკლესიის და შედეგად იზრდება მართლმადიდებლური იერარქიის კორპორატიული გავლენა.
დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა განსაზღვრავს არამარტო სინდისის თავისუფლების მდგომარეობას, არამედ საქართველოს მომავალს. აღნიშნული ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ ნორმებს. ყოველგვარ “განსაკუთრებულ”, “სპეციალურ” დამოკიდებულებას მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, მასთან კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებას და სხვ. უარყოფითი შედეგები მოაქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. მსოფლმხედფელობრივი პლურალიზმი და იდეოლოგიური მრავალფეროვნება სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. მათი დაცვისათვის აუცილებელია, რომ რელიგიური სფეროც დაცული იყოს ზემოქმედებისაგან პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
ეროვნული ცნობიერების ეთნო-კონფესიურობა რთულად გადასალახ ფაქტორს წარმოადგენს მანამ, სანამ იგი არის პოლიტიკის ინსტრუმენტი. სწორედ ეს ფაქტორი გვევლინება საქართველოსათვის მთავარ დაბრკოლებად მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავების გზაზე.
სამწუხაროდ, მეცნიერულად გამოუკვლეველია რელიგიისა და პოლიტიკის ეთნო-კონფესიური ფაქტორის და არჩევნების პრობლემატიკა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნული პრობლემატიკის იგნორირება და ტაბუირება; თუმცა, ნათელია, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების არჩევნებში მართლმადიდებლობის ფაქტორი სულ უფრო დიდ როლს თამაშობს. რელიგიური საარჩევნო აგიტაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია მოწინააღმდეგე კანდიდატისათვის ეკლესიის მტრობის და არაქართველობის დაბრალება. ეთნო-კონფესიური ცნობიერება გახდა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის კოლექტიური იდენტიფიკაციის საფუძველი. ამგვარად, მართლმადიდებლურმა ნაციზმმა შეავსო ის იდეური ვაკუუმი, რომელიც წარმოშვა საბჭოთა-მარქსისტული იდეოლოგიის კრახმა.
Pპოლიტიკური სპექტრი საპატრიარქოს პირდება და ახორციელებს მატერიალურ დახმარებას, დაფინანსებას, დოტაციებს; საჯაროდ ამგვარი დაფინანსება ძირითადად ხდება ძველი ტაძრების რესტავრაციისა და ახალი ტაძრების მშენებლობის მიზეზით, თუმცა საპატრიარქო არჩევნების პერიოდში მხარდაჭერის სანაცვლოდაც იღებს მატერიალურ სიკეთეებს.
შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მას გავლენა აქვს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რომელიც მის მრევლს წარმოადგენს. ამავე დროს ითხოვს სახელმწიფოსაგან მხარდაჭერას, რათა შეინარჩუნოს თავისი გავლენა ამ ადამიანებზე, ხოლო ამ მოთხოვნას ასაბუთებს საკუთარი გავლენით აღნიშნულ ადამიანებზე. სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა საპატრიარქოს რეალურ გავლენას ყოველ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ეკლესიის შესაძლებლობას თავისი “სიმბოლური კაპიტალის” გამოყენებით ზეგავლენა იქონიოს მთლიანად სოციალურ ურთიერთოებებზე.
საპატრიარქოს მიერ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ “სიმბოლურ კაპიტალს” წარმოადგენს კულტურული სიმბოლოების და არქეტიპების ერთობლიობა, ქცევის ნორმების და საზოგადოებრივი ზნეობის პრინციპები, ერის ისტორიული ხსოვნის ძირითადი ელემენტები და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მოწყობა – რომლებიც ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის ორგანულ ნაწილებს წარმოადგენენ. “სიმბოლური კაპიტალის” საკუთრივ რელიგიური ელემენტებია: მართლმადიდებლური სწავლება, წმინდა გარდამოცემა, ეკლესიის ტრადიციები, საეკლესიო საიდუმლოებები, ღვთისმსახურება და რიტუალები, სულიერი ცხოვრების ნორმები და პრინციპები, აგრეთვე ცრურწმენები და მაგიური წარმოდგენები, “ხალხურ-ფოლკლორული რელიგია”. აღსანიშნავია, რომ “სიმბოლური კაპიტალის” ექსპლუატაციისას მაქსიმალური და სწრაფი კომერციული ეფექტის მიღების სურვილი იწვევს ამ “კაპიტალის” გაფლანგვას და საზოგადოებაში ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას. თუმცა საპატრიარქოს გამოსაყენებლად, როგორც ოფიციალური იდეოლოგიის მთავარი ინსტიტუციისა, ნამდვილი მრევლი საჭირო არ არის. ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ გამოიმუშავა საკუთარი, სახელმწიფოსაგან განსხვავებული შეხედულება რელიგიის შესახებ. სხვანაირად ძნელი ასახსნელია თუ რატომ არის გავრცელებული ჩვენთან მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი ეტატისტური დამოკიდებულება, რომელიც გამოხატავს ნებისმიერი ხელისუფლების ადეკვატურ სურვილს “მიწიერის” გარდა მიიღოს “ზეციური” ლეგიტიმაცია. თანამედროვე ქართული მართლმადიდებლურ-ეტატისტური კონსტრუქციის ხერხემალს შეადგენს პოლიტიკური სპექტრისა და საპატრიარქოს აპელაციები ისტორიულ-კულტურულ-ეროვნულ ტრადიციებზე და ოფიციალური ცერემონიები, რომლის აუცილებელი მონაწილეა კათოლიკოს-პატრიარქი. გახდა რა ხელისუფლებისა და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პარტნიორი ორგანიზაცია, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაკარგა სოციალური არბიტრის ფუნქცია, ხოლო ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნა ეკლესიისადმი დარჩა მხოლოდ ერთი – უზრუნველყოს საკუთარი გადარჩენა საეკლესიო საკრალიზაციის მეშვეობით. O
დღეს საქართველოში ეკლესია წარმოადგენს არამარტო მსხვილ საზოგადოებრივ ინსტიტუტს, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების გავლენიან ცენტრს. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება მას აღიარებენ დამოუკიდებელ ძალად, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური მიზნები და შესაბამისი ბერკეტები ამ მიზნების მისაღწევად. ეკლესია ითვლება ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რესურსების წყაროდ როგორებიცაა ავტორიტეტი, გავლენა, იმიჯი. Eეს გარემოება მას ხდის ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვან მონაწილედ.
Eეკლესიის გავლენის წყაროებს შორის მთავარ როლს ავტორიტეტი თამაშობს. ეკლესიის პოლიტიკურ ავტორიტეტს შეადგენს მოსახლეობის ნდობა და სიმპატია იმ პირების, სტრუქტურებისა და ჯგუფების მიმართ, რომლებიც სხვადასხვანაირად არიან ასოცირებულნი მართლმადიდებელ ეკლესიასთან. Pპოლიტიკური ავტორიტეტის მოპოვების მიზანია მოქალაქეების მიერ მოცემული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, მათ შორის არჩევნების პერიოდშიც. Aამიტომ ქვეყნის უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს მიიღოს ეკლესიისაგან ავტორიტეტის რესურსი. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში საქართველოს მთელი პოლიტიკური ელიტა აქტიურად წარმოაჩენს თავის “მართლმადიდებლობას” და “ეკლესიურობას”, საპასუხოდ კი ელის მასიურ ნდობას მოსახლეობის მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა ფაქტიურად პარტიულობა გახდა. “მართლმადიდებელი” პოლიტიკოსი ცდილობს აჩვენოს, რომ იზიარებს იგივე ეთნო-კულტურულ ღირებულებებს, რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დადის იმავე ეკლესიაში და ეთაყვანება იგივე ღმერთს. Aამიტომ რიგითი მოქალაქე უნდა დაემორჩილოს ასეთ პოლიტიკოსს, პატივი სცეს და არჩევნებზე მას მისცეს ხმა. სამაგიეროდ საპატრიარქო იღებს არამარტო მატერიალური პრივილეგიებს, არამედ ხელისუფლების დახმარებით თრგუნავს სხვა კონფესიებს და ყალიბდება “სულიერ ოლიგარქად’”.
ისმის კითხვა: მართლა ასეთი რელიგიურია საქართველოს მოსახლეობა? შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პოსტ-საბჭოთა პერიოდში არ მოხდა ადამიანების სიღრმისეული ზიარება სარწმუნოებასთან. “მორწმუნე მრევლის” რელიგიურობა ზედაპირული და “ხალხურია”. Eეს კი გარკვეული კონფორმიზმის მაჩვენებელია: “ახალ საქართველოში” ურწმუნოდ ან ათეისტად თავის გამოცხადება არამარტო სირცხვილია, არამედ სერიოზულად უშლის ხელს ადამიანების, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების კარიერულ წინსვლას. საკვირველია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ანალიტიკოსები და ექსპერტები ზუსტად ისევე სათუთად უფრთხილდებიან საკუთარ კარიერას, როგორც პოლიტიკოსები.
საინტერესოა, რომ 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას შეიძლება ეწოდოს “Nო ჭAშP” (არა კრაზანას). ცნობილი აბრევიატურა ჭ.A.შ.P. (ჭჰიტე, Aნგლო-შახონ, Pროტესტანტ) ნიშნავს –“თეთრკანიან, ანგლო-საქს, პროტესტანტს” და აღნიშნავს “ტიპიურ ამერიკელს”, გარკვეულ ეთნო-რელიგიურ იდეალურ პიროვნებას. სწორედ იგი წარმოადგენს ამერიკელი პოლიტიკოსის საარჩევნო აგიტაციის ადრესატს.
წინასაარჩევნო პროცესის საწყის ეტაპზე თითქმის ყველა წამყვანი კანდიდატი აქტიურად წარმოაჩენდა საკუთარ რელიგიურობას. Aამ სფეროში რესპუბლიკურ პარტიაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მორმონი მიტ რომნი და ბაპტისტი მქადაგებელი მაიკ ჰაკაბი. შედარებით სეკულარიზებულ დემოკრატებთან რელიგიურმა პრობლემამ სხვაგვარად იჩინა თავი. Mპარტიის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, სენატორ ბარაკ ობამას, რომლის სრული სახელია ბარაკ Hჰუსეინ (!) ობამა, ოპონენტები საიდუმლო მუსლიმობაში და მუსლიმური ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. თავის გასამართლებლად ობამა იძულებულია ამტკიცოს, რომ პროტესტანტი ქრისტიანია, ხოლო მისი დედა ასპროცენტიანი ჭ.A.შ.P.-ი.
თითქმის სამ ათეულ შტატში ჩატარებულმა წინასწარმა არჩევნებმა წარმატება სენატორ ჯონ მაკკეინს მოუტანა. ისიც ასპროცენტიანი ჭ.A.შ.P.-ია, მაგრამ რელიგიურ-კონსერვატიულ ძალებს ღიად აკრიტიკებს საზოგადოებაში არატოლერანულობის დამკვიდრების მცდელობისათვის. რომნისა და ჰაკაბის რელიგურ-პატრიოტული რიტორიკა მიუღებელი აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიის მომხრე ამერიკელების უმრავლესობისათვის. დემოკრატიულ პარტიაში განვითარებული პროცესები Uუფრო საინტერესოა არამარტო რელიგიური, არამედ ნაციონალურ-კულტურული კუთხითაც. თუ გაიმარჯვებს მამით კენიელი და “საიდუმლო მუსლიმი” ბარაკ ობამა, ამით შეწყდება ამერიკის პრეზიდენტებად მხოლოდ თეთრკანიანი ანგლო-საქსების არჩევის ტრადიცია.
ამერიკის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია აჩვენებს, რომ განვითარებულ დემოკრატიულ და სამოქალაქო საზოგადოებაში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ შეუძლებელია მისი რელიგიურ-პოლიტიკურ ან კლერიკალურ ფაქტორად გადაქცევა, რადგან ღია სამოქალაქო საზოგადოებას რეალური გავლენა აქვს პოლიტიკაზე.
საქართველოში ამერიკული ჭ.A.შ.P.-ის შესაბამისი იქნება აბრევიატურა თ.ქ.მ.ა. – თეთრკანიანი, ქართველი, მართლმადიდებელი, არასომეხი (ეს უკანასკნელი აუცილებელად უნდა დაემატოს!). როგორ ცდილობდნენ არჩევნების პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატები რიგითი თ.ქ.მ.ა. –ს გულის მოგებას? Uუპირველეს ყოვლისა საჯაროდ გამოხატავდნენ თაყვანისცემას კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ და მას უმაღლეს სულიერ, ეროვნულ, პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ არბიტრად სახავდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სიხარულით აიტაცა და ფართოდ გამოიყენა საარჩევო კამპანიაში. კანდიდატებიAაქტიურად ჩნდებოდნენ სატელევიზიო ეკრანებზე სანთლებით ხელში ეკლესია-მონასტრებში, მოუხერხებლად ემთხვეოდნენ ხატებს, ფიქსირდებოდნენ მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად, რომელთაც დიდ ფინანსურ დახმარებას პირდებოდნენ. ტაძრების ფონზე აკეთებდნენ პოლიტიკურ დეკლარაციებს, საპატრიარქოში, დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ პატრიარქს (თუმცა თვით შეხვედრის ფაქტს დიდ რეკლამას უწევდნენ) – ამით წარმოაჩენდნენ თანაზიარებას უზენაეს საკრალურ სფეროებთან, სადაც რიგით თ.ქ.მ.ა.–ს არ მიესვლება.
Mმიხეილ სააკაშვილის სააგიტაციო ჟურნალში ვკითხულობთ: “მთელი საქართველოს მთავარი სალოცავი გრანდიოზული სამების (?) საკათედრო ტაძრის მოოქროვილი (აქ და ქვემოთ ხაზგასმა ჩვენია-ვ.კ.) გუმბათი და თავისუფლების მოედანზე აღმართული ძლევამოსილი წმინდა გიორგის მოოქროვილი ქანდაკება დღევანდელი საქართველოს, მისი სიძლიერის და სულიერი აღორძინების სიმბოლოებია. შეიძლება ითქვას, ქართულმა ოქროს ხანამ რვა ბედკრული საუკუნის შემდეგ, ახალი 21-ე საუკუნის ელვარებით გაიბრწყინა და მომავალ წელს მამა დავითის გუმბათიც მოოქროვდება. მთელ საქართველოში თითქმის ყველა მონასტერი აღორძინდა, შენდება ახალი ეკლესიები, სალოცავები (?), და გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, ამხელა მრევლი საქართველოს ეკლესიას არასდროს ჰყოლია (ესეც მ.სააკაშვილის დამსახურება ყოფილა-ვ.კ.). ქართული სულიერების ასეთი მასშტაბური აღორძინება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის დაუღალავი მოღვაწეობისა და ფენიქსივით ნანგრევებიდან აღორძინებული, გორგასლიან-თამარიანი დროშით შემართული ქართული სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის შედეგია.... მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 600 000 კვ.მ. მიწის ფართობი პირდაპირი წესით უსასყიდლოდ გადასცა.” (გზა გამარჯვებისაკენ, N5, იანვარი, 2008). Gგარდა ამისა ცნობილია, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტი 4-დან 9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეკლესიასტეს სიტყვებით “არაფერია მზის ქვეშ ახალი”- ისევ ოქრო, მიწები, ფული...
ლევან გაჩეჩილაძე მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას პირდებოდა ამომრჩევლებს და ნაციონალურ მოძრაობას ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა. Aამ ბრალდებას სხვა კანდიდატებიც გამოთქვამდნენ. “ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა”-აცხადებდა დავით გამყრელიძე, რაც ნიშნავდა, რომ სხვა კანდიდატები ათეისტები თუ არა მცირედმორწმუნეები იყვნენ. Aამას ემატებოდა ახალი მემარჯვენეების მიერ საპატრიარქოსათვის საჯაროდ შეთავაზებული ქრთამი: “33 ეპარქიას 33 მილიონი ლარი!”. შალვა ნათელაშვილი ე. წ. “ჭყონდიდელის საქართველოს” გვთავაზობდა, სადაც სახელმწიფო თანამდებობებზე ყოველი დანიშვნა კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვით უნდა მომხდარიყო. Eეს კი თეოკრატიულ-კლერიკალულ სახელმწიფოს ნიშნავს. სიონის ტაძრის ფონზე მდგარი გიორგი მაისაშვილი აცხადებდა, რომ ღმერთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი გაპრეზიდენტების შესახებ და ამას ასაბუთებდა ციტატით ფსალმუნიდან: “ისინი ეტლებითა და ისინი ჰუნებითა (მაისაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები- ვ.კ.), ხოლო ჩვენ (თვითონ მაისაშვილი -ვ.კ.) სახელითა უფლისა ჩვენისათა”. Aამგვარი მაგალითების მოყვანა თვითოეული საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მრავლად შეიძლება.
ბაგრატის ტაძარში არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის “საეკლესიო ინაუგურაციიის” რიტუალი მთლად მეფედ კურთხევა არ იყო, მაგრამ არც არაფერი უკლდა. რიტუალში მონაწილე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატე მარგალიტაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ყველამ (?) ციფრ ხუთზე დავაფუძნეთ ჩვენი მოლოდინები და როგორ გაგვიმართლაო...
ამ კლერიკალურ-პოლიტიკური ფარსის აპოგეა კი Fშემდეგი ფაქტი გახლდათ: “,,ალიასათვის” ცნობილი გახდა, რომ ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებამ საპატრიარქოს 19 ერთეული ძვირადღირებული ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200” აჩუქა. ერთი მანქანის ფასი დაახლოებით 40 ათასი დოლარიდან 65 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მანქანების გადაცემის ფაქტს საპატრიარქოც ადასტურებს. მაია მუხიგულაშვილი- საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელი: ... ეს არის ეპისკოპოსებისთვის სახელმწიფოს საჩუქარი, უწყება არ ვიცი რომელია.” (დარეჯან მეფარიშვილი. ,,ხელისუფლებამ ეპისკოპოსებს უახლესი ჯიპები აჩუქა”. გაზეთი ,,ალია” @#10(2135).
საინტერესოა რატომ ჰგონიათ ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და მათ პოლიტიკურ ტექნოლოგებს რიგითი თ.ქ.მ.ა. პრიმიტივი? Eეს არის “საზოგადოების დაკვეთა?” ვინმემ ჰკითხა რიგით თ.ქ.მ.ა.–ს მისი აზრი? Dდა თუ ჰკითხა - ეს თქვა თ.ქ.მ.ა.–მ?


ვასილ კობახიძე



თებერვალი, 2008

ლიბერალიზმი – სიცრუე და ცოდვის მონობა თავისუფლების ნიღბით

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი

დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარქსიზმის ადგილს ახალი სახელმწიფო იდეოლოგია _ ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სახელმწიფოებრივ საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს _ “მარადიულ ღირებულებებად” ამკვიდრებენ.
ამ ახალი სახელმწიფოს რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ბუღაძეები, ზურაბაშვილები... და მათ აყოლილი პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ. ჰყავთ დამკვრელური “კომკავშირული” აგიტბრიგადებიც, სულ “კმარა” რომ აკერიათ პირზე და მუშტებს გვიქნევენ. სკოლებშიც შეიჭრნენ და მოსწავლეებს მასწავლებლებისა და მშობლების წინააღმდეგ აქეზებენ.
ერთ ტიპიურ მაგალითს მოვიყვან:
ოჯახში კონფლიქტი მოხდა. მშობლები წაკამათდნენ. ამ იდეოლოგიით “აღზრდილმა” ბავშვმა სრულიად გულგრილად დაურეკა პოლიციას და მოსთხოვა თავისი უფლებების დაცვა.
კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვისაც ოდნავ შერჩენია აზროვნება, თავად მიხვდება, რა საშინელების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება.
ლიბერალიზმის აპოლოგეტები ამ იდეოლოგიას “ქრისტიანული კულტურის პირმშოდ” აცხადებენ, თან ამატებენ, რომ “კონფესიურ განსხვავებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს”. თურმე “მართლმადიდებლური საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ისეთივე ნაწილია ქრისტიანული კულტურისა, როგორც კათოლიკური იტალია და პროტესტანტული შვედეთი”. და ბოლოს დასკვნა: “აბსოლუტურად უმართებულოა იმის მტკიცება, თითქოს ევროპული ღირებულებები და, კერძოდ, ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგება ქართული მენტალიტეტისათვის უცხოა... “
თურმე “ლიბერალური მოძღვრება ქრისტიანულ კულტურაზე და ქრისტიანულ ეთიკაზეა დაფუძნებული”. ამიტომ “საქართველო და ქართული კულტურა _ ქრისტიანული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები.
...“პივით” “პახმელიაზე” გამოსული რუსები რომ იტყვიან ხოლმე – “ჟელეზნაია ლოგიკა!”...
თურმე ნუ იტყვით, და ლიბერალიზმი ქრისტიანული სარწმუნოების პირმშოა (ამას გვიმალავდით?!)
ვერ ვენდეთ სიტყვაზე “თავისუფლების ინსტიტუტს”, შევეცადეთ უფრო ღრმად ჩავწდომოდით საკითხისს არსს და სრულიად საწინააღმდეგო სურათი მივიღეთ! აღმოჩნდა, რომ ლიბერალიზმი ქრისტიანული მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების უარყოფითა და ჯ. ლოკის, შ. მონტესკიესა და ძმათა მათთა მწვალებლური იდეებითაა ნასაზრდოები!
....ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმარტებები ბატონო დ. ზურაბიშვილო?
ისე, რას ვერჩით გვახარიას, მას მოსწონს და სიამოვნებას ჰგვრის, როცა კაცები ერთმანეთს “ესიყვარულებიან”, ან, რა ქნას ნარკომანმა, მას ხომ სიამოვნებს ნარკოტიკებთან “ურთიერთობა”. “კეთილია” მანიაკი _მკვლელი_ მას სიამოვნებს ადამიანის მოკვლა.
აი, ასეთ “ქრისტიანულ” მემკვიდრეობას წარმოადგენს ლიბერალური ფილოსოფია. რადგან მას დასავლეთში თაყვანს-სცემენ, ჩვენც აუცილებლად უნდა ავიტაცოთ “ცივილიზაციის მონაპოვარი”.
ჰკითხეთ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რატომ უჩივიან სულის სიცარიელეს? რატომ არ აძლევთ შვებას ეს ე.წ. კულტურა? რატომ აოცებთ საქართველოში ჩამოსულ “ცივილიზებულ” ადამიანებს ის უბრალო ადამიანური სითბო და სიწრფელე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართველებს?
რატომ გვაოცებს ჩვენ, ქართველებს, ლიბერალიზმის მიმდევართა და მათ წიაღში აღზრდილ ადამიანთა სიცივე და გულგრილობა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში?
ლიბერალიზმის ქართველი მოტრფიალენი, არ უშვებენ შემთხვევას, რომ არ დაარწმუნონ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თითქოს თვით იესო ქრისტე და მისი მოციქულები იყვნენ ყველაზე დიდი ლიბერალები.
ქრისტეს სიტყვები: “როგორც გინდა, რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას” _ ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ” _ გვმოძღვრავს დ. ზურაბიშვილი.
ლიბერალიზმის აგიტბრიგადების აქტივისტების სიტყვებით რომ ვთქვათ: “შენ თუ გინდა კაიფი, სხვაც აკაიფე რა!”
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ეს სიტყვები ასე ესმით: შენ თუ გინდა, რომ სხვა მოგეფეროს, მეც მომეფერე რა!”
მე არაფერს ვამატებ, როცა ვაშიშვლებ ლიბერალური იდეოლოგიის “ღირებულებებს”. ქრისტეს სიტყვები, მათი გაგებით, ზემოთ მოყვანილ მაგალითებსაც მოიცავს.
ზ. კიკნაძე იოანე ოქროპირსა და პავლე მოციქულს მოიხმობს, რათა როგორმე დაგვარწმუნოს, რომ თურმე ადამიანს თავისუფალი ნება Hქონია.
იგი წერს, რომ იოანე ოქროპირი “როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი”, და კიდევ, “როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს”.
...ლიბერალიზმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებელში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა!
ხედავთ რა “თავისუფლებას” გვთავაზობს ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი?” ჭეშმარიტებისაგან განთავისუფლებას! აი, როგორ გულმოდგინედ იცავენ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უფლებებს?!
სამაგიეროდ აუცილებელია ბავშვების “სექსუალური აღზრდა”, ცრუ იდეოლოგიების ქადაგება, ცრუაღმსარებლობათა და ცრურწმენათა დაცვა, საჭიროა ოკულტიზმისა და მაგიის დანერგვა, ასტროლოგია, ხირომანტია, “მფრინავი თეფშები” _ ეს ყველაფერი “მეცნიერების დარგებია”.
მოგვიწევს გავახსენოთ “ქრისტიანული კულტურის პირმშოებს” იესო ქრისტეს კიდევ ერთი სიტყვა:
უკეთესია წისქვილის ქვა ჩამოიბა კისრზე და ჩახტე წყალში, ვიდრე დააბრკოლო ერთი, სულ მცირე ადამიანიც კი.
ეს სიტყვები არ უნდა დააიწყდეთ ლიბერალური რელიგიის ქურუმებს და მათ მიმდევრებს.
“სიყვარულის” თავისუფლებაზე და “სექსუალური უმცირესობების” უფლებებზე არაფერს ვიტყვი. ნორმალური ადამიანისათვის ისედაც გასაგებია რა თავისუფლებაზე და რის უფლებაზე საუბარი.
ვიტყვი “სინდისის თავისუფლებაზე”. რას ნიშნავს “სინდისის თავისუფლება”? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის განთავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს “თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!”
“სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა. მოკლედ:”კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!”
ჭეშმარიტების შემეცნება, რომელიც თავისუფლების მიღწევის აუცილებელი პირობაა _ უგულებელყოფილია. ლიბერალიზმისთვის ჭეშმარიტება ფარდობითი ცნებაა. ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს, ყველას თავისი “ღმერთი” ჰყავს. ხედავთ, რა კარგად დაიმალა ეშმაკი?! მასაც “ღმერთის” სტატუსი აქვს, თანაც ყველა ვარიანტში.
ერთის გარდა! “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ”. ჭეშმარიტება ათასი არ არის. ის ერთია! ღმერთი მრავალი არ არის. იგი ერთია _ ერთადერთი! ეს ღმერთი ლიბერალურ სარწმუნოებას არ სწამს, მას სხვა “ღმერთები” ჰყავს. მას არ სჭირდება ჭეშმარიტება! მასში “ლიბერალური ფასეულობები” იკავებენ ჭეშმარიტების ადგილს.
აღრეულია ცნებები! სიძვას და მრუშობას სიყვარულს უწოდებენ. აღვირახსნილობას _ თავისუფლებას! სიცრუეს _ სიმართლეს! ღვთის გმობას _ აღმსარებლობას!
შეიშალა ქვეყანა!
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ამ ნებაყოფლობით სიგიჟეს. ღვთივკურთხეული ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია ჭეშმარიტი რწმენა.
ადრე ამ რწმენის წასართმევად ხმლითა და ზარბაზნებით მოდიოდნენ, ახლა აგიტაცია-პროპაგანდით. დღევანდელი იარაღი გაცილებით უფრო ძლიერია, რადიოთი და, განსაკუთრებით, ტელევიზიით ყოველ სახლში აღწევს ეს გამრყვნელი ზემოქმედება. სიბილწის პროპაგანდა სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმებს იძენს!
ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილ და წამლეკავ იდეოლოგიას.
ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღუდეგით ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერთიანდით ღვთის გულისათვის!
სამშობლო საფრთხეშია!
ქართველ ხალხს შეუწყნარებლობას აბრალებენ. ეს სიცრუეა! ქართველმა ყოველთვის იცოდა და ახლაც იცის უცხო ეროვნებისა და სხვა სარწმუნოების ადამიანთა შეწყნარება. საქართველოში ოდითგანვე იყო და ახლაც შენარჩუნებულია სხვადასხვა აზროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ეს არ არის ლიბერალიზმის მონაპოვარი!
ეს ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის მონაპოვარია!
მაგრამ ქართველმა ყოველთვის იცოდა თავისი ღირსების, თავისი სარწმუნოების, თავისი მამულის, თავისი ენის დაცვა! არც დღეს დაუკარგავს ქართველებს ეს თვისებები. სამწუხაროდ, ჩვენ გვატყუებენ, სულში გვაფურთხებენ და თან ტაშს გვაკვრევინებენ.
დროა გამოვფხიზლდეთ!
აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის!
ჭეშმარიტება სიცრუე არ არის!
ეშმაკი ღმერთი არაა!
არც მრუშობაა სიყვარული!
დროა დავიცვათ ჩვენი მომავალი!
დროა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება!
ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს!

საპატრიარქოს ჟურნალი “კრიალოსანი”, #3 აპრილი, 2005

ბრძანება სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
ა.წ. 29 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
29 სექტემბერი, 2005 წელი
ბრძანება სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
ა.წ. 29 სექტემბრიდან ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნოს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
29 სექტემბერი, 2005 წელი

მოსკოვის საპატრიარქომ აფხაზეთის ქართული ეპარქიის ახალი კურატორი დანიშნა

მოსკოვის საპატრაირქოს 90-იანი წლებიდან დანიშნული ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის ქართული ეპარქიების კურატორები. კურატორებად ნიშნავენ მოსაზღვრე რუსული ეპარქიების ეპისკოპოსებს. ისინი რეალურად მართავენ საეკლესიო ცხოვრებას ამ რეგიონებში, აკურთხებენ და აგზავნიან მღვდლებს და ა.შ. ცხინვალის კურატორები არიან მთავარეპისოკოპოსი თეოფანე აშურკოვი: http://patriarchia.ru/db/text/31190.html და ეპისკოპოსი რომან ლუკინი: http://patriarchia.ru/db/text/470364.html
.აფხაზეთის კურატორი იყო მთავარეპისკოპოსი პანტელეიმონ კუტოვოი: http://patriarchia.ru/db/text/31713.html
, რომელიც გუშინ მოსკოვის საპატრიარქოს სინოდმა ორლოვის ეპარქიაში გადაიყვანა, ხოლო მის ადგილას დანიშნა ეპისკოპოსი ტიხონ ლობკოვსკი: http://patriarchia.ru/db/text/152392.html მოსკოვის სინოდის დადგენილება, Jურნალი 53: http://patriarchia.ru/db/text/657505.html
.მოსკოვის ახალი პატრიარქი კირილე თავის ხალხს ნიშნავს საკვანძო ადგილებზე და მოსალოდნელია რუსული ეკლესიის კიდევ უფრო გააქტიურება აფხაზეთში.

დემოკრატია იგივე დემონოკრატიაა

“ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N2 (32), თებერვალი, 2009. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით. რედაქტორი: ხათუნა საგინაშვილი, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი.

გვ.6-7. ნუ შეებრძოლებით ღვთის ნებას. გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე (გიორგაძე). ესაუბრა ხათუნა საგინაშვილი

- მამაო, უწმინდესის საჯარო მოწოდების შემდეგ მონარქიის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენს საზოგადოებაში, მით უფრო, რაც დაიგეგმა ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა ქორწინება. რამდენად რეალურია, რომ ეს იდეა მალე მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას?

- ... მონარქი უფლის ცხებული პიროვნებაა, ეს ღვთივდადგენილი წყობაა.

- იქნებ ვინმე შემოგვედაოს და გვითხრას: მაშინ მონარქია აკურთხა ღმერთმა, ახლა კი შეიძლება დემოკრატიაა ღვთივსათნო სისტემაო?

- დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა არ არის ღვთივსათნო მმართველობა, რადგან როგორც ფარას სჭირდება წინამძღოლი, ისევე სჭირდება ხალხს, ანუ ტანს სჭირდება თავი. ამიტომ რაც არ უნდა იძახოს მავანმა – რა დროს მონარქიააო – ღვთის განგება მაინც აღსრულდება...

- როგორც წმ. მამები ამბობენ, სადაც არის ღვთის ნება, იქაა მეტი ბრძოლა.

- ... სჯობს მოწინააღმდეგეები დაწყნარდნენ და ნუ შეებრძოლებიან ღვთის ნებას. თქვენ იცით, რომ არსებობს წინასწარმეტყველება საქართველოში ბოლო ჟამს მონარქიის აღდგენისა და საქართველოს გაერთიანების შესახებ. მონარქი იქნება ქვეყნის პატრონი, არა ისეთი როგორც პრეზიდენტია, რომელიც 5 წლით აირჩევა, არამედ იმგვარი, რომელიც სრულიად აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.... მონარქი არის ღვთისგან რჩეული და უწმინდესიც აღასრულებს ნებას ღვთისას. პატრიარქის სურვილი რაღაც მისი პირადი კაპრიზი კი არ არის, არამედ ესაა ღვთის ნება. ამას ვერაფერი დაუდგება წინ და ამიტომ ფრთხილად იყვნენ ოპონენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ღვთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, რადგან ღვთის განგებულებით ეს მაინც მოხდება. გავიხსენოთ, რამდენჯერაც ჩვენ არ დავუჯერეთ პატრიარქს და ვუთხარით “არა”, იმდენჯერვე დავისაჯეთ და ალბათ დროა გონს მოვეგოთ. ვინც ეწინააღმდეგება უწმინდესს, წმ. სინოდს და ეკლესიას, ის ეწინააღმდეგება უფალს....

- 8 თებერვალს, დავითობას ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა ჯვრისწერას რა შეფასებას მისცემდით?

- ... მავანნი ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ ამ დღისათვის, იმასაც ამბობდნენ, რომ პატრიარქი არ უნდა ჩაერიოსო პოლიტიკაში, ეს სრული აბსურდია. ჯერ ერთი, მისი უწმინდესობაც, კარგი გაგებით პოლიტიკის ნაწილია....
.... მე მინდა მოვუწოდო სკეპტიკოსებს, რომ უფლის ნებას წინ ნუ აღუდგებიან და ნუ განსაზღვრავენ ყველაფერს ადამიანური, პრაგმატული გონებით. ეს არაა მათი საქმე. მათი საქმეა ლოცვა. უწმინდესს კი დღეს მთელი საქართველო ენდობა და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გვმართებს მისი სრული ნდობა.

- მამაო, ჩვენ მორწმუნეებმა როგორ შეიძლება შევიტანოთ წვლილი ამ დიდ საქმეში?
- ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ეს ჯვრისწერა მშვიდობიანად აღსრულდეს და აღდგეს საქართველოში ღვთივკურთხეული ტახტი, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს გაერთიანებისა და მისი კეთილდღეობის, ივერიის გაბრწყინების გარანტი იქნება. ანუ ივერიის გაბრწყინების შემადგენელი ნაწილია მონარქიის აღდგენა და ერთი მეორის გარეშე არ მოხდება, რადგან როგორც არის ნაწინასწარმეტყველები და ღვთისგან კურთხეული სწორედ ისე უნდა აღსრულდეს.

გვ.13-14. საქართველოს ვუსურვებდი ჭეშმარიტ თავისუფლებას და არა ცრუ, ფსევდო-ლიბერალურ თავისუფლებას. გვესაუბრება ბარაკონის ყწმ. ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (გეგეშიძე). მოამზადა ნება სახლისკაცმა.
.......
- რა სულიერი ანალიზი შეიძლება გაკეთდეს ამ მოვლენებთან (საუბარია აგვისტოს ომზე) დაკავშირებით?
- ... აბა შეხედეთ რა ხდება ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, მრუშობა, გარყვნილება ტელეეკრანებიდან. ბევრი ბოროტება იღვრება. კალიებივით შემოფრენილი სხვადასხვა სარწმუნოების აღმსარებელნი, სექტანტები, შვილთა კვლა – აბორტი და საერთოდ, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ასე, რომ რუსეთიც იარაღია უფლის ხელში ჩვენს დასასჯელად. დღევანდელი არასტაბილური რუსეთი შემაკავებელი ძალაა მართლმადიდებლების მოწინააღმდეგე მსოფლიო ბოროტებისა...
_ ის, რომ ომს რუსეთთან მოჰყვა სტიქიური უბედურებანი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიმდინარეობს საქართველოს სულიერი განწმენდის პროცესი?
- ...საქართველოს სულიერად განწმენდის პროცესი დღესაც დაწყებულია. რუსეთი თუ ჩვენი მტერია, დასავლეთის სამყარო უფრო მეტად, რამეთუ ერთი ჰკლავს ხორცს, მეორე კი სულს. ხორცის მოკვლით არ წარწყმდება ადამიანი, სულის მოკვლით მარადიულად დაიტანჯება....
- როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი?
- მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, პოლიტიკური გადანაწილება სახელმწიფოთა შორის აისახება ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მსოფლიო ომი, რომელიც ფაქტიურად დაიწყო ერაყ-ამერიკას შორის, შემდგომ უფრო სხვა დიდ მასშტაბებს მიიღებს, რათა დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი. არნახული ტექნიკური ზეაღსვლა, ვაი ცივილიზაციის პირობებში ადამიანებზე ელექტრონული და ფსიქოლოგიური ძალადობა.... მსოფლიო საგიჟეთად გადაიქცევა. გამეფდება ნამდვილი განუკითხაობა. დაიწყება ადამიანების დაჩიპვა, ბეჭდის დასმას ძალადობით ვერ შეძლებენ – თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით – იტყვიან ისინი – თქვენ რომ ის მიგეღოთ, ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო. დღეს მიდის ბრძოლა მართლმადიდებლობასა და მასონურ სამყაროს შორის. არ დაგავიწყდეთ, დღესაც ისე როგორც არასდროს მაცხოვრის დედულეთს უტევს სომხური მსოფლიო ლობი და ბნელი იგი ნათელს ვერასოდეს ეწევა.
ახლა ამ მძიმე დროში ყველა ჩვენთაგანი აბარებს გამოცდას. ყოველი მორწმუნე, რომელიც მართებულად აზროვნებს, გაიგებს, თუ რა ხდება.
- რას უსურვებთ საქართველოს?
- საქართველოს ვუსურვებდი ჭეშმარიტ თავისუფლებას და არა ცრუ, ფსევდო-ლიბერალურ თავისუფლებას... არწივის ორი ფრთა უნდა გამრთელდეს, იგულისხმება ავტოკეფალია და ცხებული მეფე. წმინდა ნინოს ჯვარიც გაიმართება, რათა უფრო უკეთ დაიცვას ღმრთისაგან მოცემული სამფლობელო.... ყოველი ქართველი უნდა გახდეს აღმსარებელი და მიმღები სულიერი ტრაპეზისა – ქრისტე მაცხოვრის სისხლის და ხორცის მაზიარებელი. აღარც ნატოს ჯარების და გაეროს დახმარება დაგვჭირდება....

გვ.15-16. რელიგიაზე მეტი, ანუ ქრისტიანობა – ნაბიჯი ზეცაში. გვესაუბრებოდა ლიტერატორი, ფოლკლორისტი ზვიად ნოდია.
.... დემოკრატია იგივე კერპთაყვანისმცელობაა, იგივე დემონოკრატიაა, ანუ ადამიანს ჰგონია, რომ თავისუფალია, მაგრამ სინამდვილეში ეშმაკთა ტყვეობაშია.

გვ.19. ღვთისმშობელი ქართველებს გვაფრთხილებს. შეგახსენებთ ღვთისმშობლის გამოცხადებას ვაზისუბნის ტერიტორიაზე, რომელიც პრესამ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა მიივიწყეს. გთავაზობთ ამ გამოცხადების განხილვას.

2001 წლის 10 სექტემბერს, - ანუ აშშ-ში განხორციელებულ სამხედრო დივერსიამდე ერთი დღით ადრე, - საქართველოში მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი სასწაული აღესრულა: მორწმუნე ქალბატონს, გულნარა კუკულაძეს, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამოეცხადა, რომელმაც მას საქართველოში უახლოეს ხანში მოსალოდნელ უმძიმეს განსაცდელზე აცნობა და მისგან თავის დახსნის შესაძლებლობაც აუწყა. მომხდარი სასწაული ერთობ მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის, ამიტომ MEმეტად სამწუხაროა რომ არ ხდება ამ მოვლენის სათანადო გაშუქება.
ყურადსაღებია, რომ გამოცხადება მოხდა ჩვეულებრივ რიგით მორწმუნეზე (ისიც დედაკაცზე) და არა რომელიმე სამღვდელო იერარქზე ან ბერმონაზონზე, რათა იგი მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენი თანამემამულე, მათ შორის სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებიც, ეჭვის თვალით უცქერენ ამ სასწაულებრივ მოვლენას, რომლის სინამდვილეს და სერიოზულობას ისიც ადასტურებს, რომ ქ-ნი გულნარა ძალზედ უბრალო და გასაგები ენით საუბრობს მეტად მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ ყოფიერების მომენტებზე.
ქ-ნ გულნარას, როგორც აღვნიშნეთ, გამოეცხადა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (მეორე სახელწოდებით “კარიბჭისა”), რაც მეტად მნიშვნელოვანი მინიშნებაა, რამეთუ ეკლესიის ღირსი მამები სწორედ ამ ხატის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებენ ივერიის სულიერ გაბრწყინებას.
ქ-ნ გულნარამ იხილა “მოხეტიალე ხატი”, რაც უდიდესი განსაცდელის მომასწავებელი ნიშანია; მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ათონის მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ მოთავსებული მარადუქრობი კანდელიც სწორედ მაშინ იწყებს ტრიალს, როდესაც რაიმე მძიმე განსაცდელია მოსალოდნელი.
მეტად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 10 სექტემბრის გამოცხადებაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მოსალოდნელ ძნელბედობას _ მსოფლიოში განვითარებულ გლობალურ კატაკლიზმს უკავშირებს: “ძალიან დიდია განსაცდელი. . . მესამე მსოფლიო ომი იწყება”. ამ საშიშროების წინაშე კი მსოფლიო აღნიშნული გამოცხადების მეორე დღესვე აღმოჩნდა – 11 სექტემბერს აშშ-ის წინააღმდეგ, განხორციელებული სამხედრო დივერსიის შედეგად, და ეს საშიშროება არა თუ კლებულობს, არამედ დღითიდღე სულ უფრო რეალური ხდება.
ქ-ნ გულნარას თქმით, მან ღვთისმშობელს სთხოვა, _ ნიშანი მიეცა მისი ხილვის დასტურად, რაზეც ღვთისმშობელმა უპასუხა: “ამაზე მეტი ნიშანი რა გინდა, ამერიკა იწვის ზეციდან”. ღვთისმშობლის ეს სიტყვები სრულ შესაბამისობაში მოდის იოანე ღვთისმეტყველის “გამოცხადებაში” აღწერილ ბოლო ჟამის მოვლენებთან, რომლის მიხედვით “ახალი ბაბილონის” დაქცევა და განადგურება ზეციდან გარდამომავალ სასჯელს უკავშირდება. “და შემდგომად ამისა ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ჩამოდიოდა და მისი დიდებისაგან განათდა მიწა, და შეჰღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბაილონი დიდი, და ეშმაკთა სამკვიდროდ, და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა”. აშშ-ს, რომელიც “ტერორიზმთან საყოველთაო ბრძოლის” ლოზუნგით მესამე მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავს, მოვლენების ამგვარი განვითარება სავსებით რეალურ პერსპექტივად უჩანს.
ღვთისმშობელი გვიცხადებს, რომ “მესამე მსოფლიო ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის და გადმოუვლის”, რაც ერთობ შესაძლებელია და ამავე დროს ლოგიკურიც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აშშ-ს საქართველოს ტერიტორია და საჰაერო სივრცე შესთავაზა სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად; ზოგიერთი ისლამური სახელმწიფოს მესვეურნი და მუსულმანური სამხედრო დაჯგუფებების ლიდერები კი აცხადებენ, რომ ისინი საომარ შეტევას განახორციელებენ იმ ქვეყნებზე, რომელნიც აშკარად დაუჭერენ მხარს აშშ-ს აგრესიას მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ; ამიტომ, გლობალური ომის შემთხვევაში (რისი საშიშროებაც აშკარად იკვეთება), საქართველო, როგორც აშშ-ს აქტიური მხარდამჭერი, უთუოდ იქცევა მუსულმანი მეომრების დარტყმის ობიექტად. ამ შემთხვევაში აშშ ნამდვილად ვერ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას, რამეთუ მას თავისი თავიც კი ვერ დაუცვია მსგავსი მოვლენებისაგან. ამას გარდა, საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების პოზიცია უდავოდ აღიზიანებს რუსეთს, რომელსაც საყოველთაო არეულობის ვითარებაში არ გაუჭირდება საქართველოზე თავდასხმის საბაბის მოძებნა. ასე რომ, საქართველო ორმაგი დარტყმის ქვეშ ექცევა.

გვ.20-21. გამოფხიზლდით! აპოკალიფსი აღესრულება. რუის-ურბნისის ეპარქიის მონაზონი თეკლა. ლექსები.

აპოკალიფსი აღესრულება, გვიკაკუნებს უფალი!
ნუ ემონებით სატანასა, ნუ ჩაგრავთ საწყალ ხალხსა.
ჩიპიანი პასპორტებით ნუ აცთუნებთ კაცსა ბრმასა.
ვისაც სურვილი გიჩნდებათ, რომ მიჰყვეთ სატანის კვალსა,
ვით უორვიკს, ექსპერიმენტი ჩაუტარეთ საკუთარ თავსა,
ვერც მიხვდებით, რომ გადახვალ სიწმინდისგან ყველა ზღვარსა.

ეკონომიკურ ხრიკებით ნუ დათრგუნავთ საბრალო ერსა.
ანტიქრისტე ცბიერია, ნუ მოუხრით იმ ბილწ ქედსა.
ლოცვით, რწმენით გაიმარჯვებთ, ვინც დაიცავთ ღვთის მცნებებსა.
ღვთის კრავი მარად დაიხსნის, თვის სისხლში განბანილებსა.
შეინანეთ სანამ დროა, ცრემლით თხოვეთ ჩვენსა მხსნელსა.
განაშორებს სატანასა და გიჩვენებთ სწორსა გზასა.

მოწყალეა უფალი და ბევრს შეუნდობს ცოდვასა,
მაგრამ ვეღარც რა უშველის ჩიპით დადაღულსა,
მხეცის ნიშნით დაბეჭდილი, მხეცად გადაიქცევა,
მას მშველელი ვერასოდეს, ვერსად გამოუჩნდება.
რადგან ბოლო სამუდამო სატანჯველში ექნება.
ვერც ვერასდროს შეეძლება, ცოდვილს თავის დაღწევა.

საქართველო გაბრწყინდება, ფილადელფიის ტაძარი,
მასშია საიდუმლო, ვისთვის ღია დავითის კარი.
ნეტარია, ვინც იმის კარში შესასვლელად მზად არი.
იქვე ცაში, მართალთათვის უფლის ტახტიც მზად არი.
ვერავინ შევა იმ ტაძარში ჩიპით დანადაღარი.
საბოლოოდ მის ფეხებთან დაიჩოქებს ის მზაკვარი.

მძიმეა, ძნელია, მაგრამ მოხდება, რაც მოსახდენია.
ყოველივე ღვთის ნებაა, ეჭვი არც საფიქრალია.
დაკვირვებით წაიკითხე, აპოკალიფსში სწერია,
ყველა აზრი განიშორე შტრიხკოდით გაშიფრულია.
რჩევა მკაცრად დაიცავით, ნურაფრის ნუ გეშინია.
დაიჯერეთ, მართალ კაცის ღმერთი ყველგან მფარველია.

ბოლო ჟამია, სჩანს ღმერთს სწადია, ჩვენ ცოდვილები, რომ გამოგვცადოს.
რწმენით მტკიცენი, განწმენდილები, ბოროტისაგან გამოარჩიოს.
სატანას წადის, ცილით, ზაკვითა და იძულებით ღმერთს განგვაშოროს,
ურწმუნოთ კი ლოთობა და მეძაობა სულზე მეტად შეაყვაროს.
ევროპიდან შემოტანილ, ბილწ – მრუში სერიებით ამხიარულოს.
საბოლოოს მათი სული, დაჩიპული, უფსკრულის სიღრმეს ჩაძიროს.

გვ. 22-23. ინფორმაცია განსჯისათვის. “თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოში“ (დასასრული. დასაწყისი იხ. N11, 2008) - ავტორი: ირაკლი ხართიშვილი.
... და თუკი საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი სულის ცხონების გზაზე სიარულს ამჯობინებდნენ, თუკი ამქვეყნიური დროებითი სარგებლის ნაცვლად მარადიულ ნეტარებაში სამარადისოდ უფალთან ყოფნას ისურვებდნენ, ნუთუ მაშინაც ჩვენი ქვეყნის საშინაო ცხოვრება და საგარეო პოლიტიკა ასეთივე იქნებოდა? ნუთუ მაშინაც ასეთი მტრული დამოკიდებულება გვექნებოდა რუსეთთან?... მაგრამ განა ისინი თავად არ საქმიანობდნენ წლების მანძილზე იმისათვის, რათა ძირითადად მართლმადიდებლური აღმსარებლობის საქართველოს კანონმდებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება “ჰარმონიზაციაში მოვიდეს” კალვინისტურ-ლუთერანულ-კათო
ლიკურ დასავლეთის კანონმდებლობასა და ცხოვრებასთან, ქართული ზნეობა გადაკეთებულ იქნას დასავლურ ყაიდაზე..... ქართველი პროამერიკელები და პრონატოელები დაჟინებით იმეორებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ვერსიას, ხოლო მის გაჩაღებას რუსეთის მხრიდან დაგებულ ხაფანგსა და საქართველოს ხელისუფლების წინდაუხედაობას, ქარაფშუტობას აბრალებენ. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მეტად საეჭვოა, რომ თუნდაც ასეთ ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დაეწყო შეიარაღებული კონფლიქტი რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფოს მხრიდან წაქეზების გარეშე. ბუნებრივია, ვგულისხმობთ აშშ-ს ადმინისტრაციას. გვინდა გავახსენოთ ჩვენს მკითხველებს, რომ კონფლიქტის კვალდაკვალ უკრაინაში ჩატარებულ იქნა საპარლამენტო გამოძიება ამ ქვეყნის მიერ საქართველოსათვის უკანასკნელ ხანებში მოყიდული შეიარაღების თაობაზე. გამოირკვა, რომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს უკრაინისაგან უყიდია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები – ვაზნები, საარტილერიო გასროლები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. უკრაინელი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტ იუშჩენკოს გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. ხოლო იუშჩენკოსა და სააკაშვილს კი პირველ რიგში ერთმანეთთან აკავშირებს სწორედ მათი პროამერიკული და პრონატოური საგარეოპოლიტიკური კურსი.