Wednesday, June 24, 2009

მორწმუნე შაშვი. მართლმადიდებლური ორნიტოლოგია


ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 5 (115), 22 იანვარი-4 თებერვალი 2009.
მთავარი რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი.
ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 3, მიმდინარე რეგისტრაციის N 97, რეცენზენტ-კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (ეს ნიშნავს, რომ ჟურნალი ოფიციალურადა არის დაშვებული საპატრიარქოს მიერ, როგორც მართლმადიდებლური გამოცემა).


გვ. 29. ფსალმუნნი ღვთის სადიდებელი ჰიმნია. ასეთ ლოცვას ყველაზე ადვილად შეუძლია ადამიანის ღმერთთან მიყვანა. ფსალმუნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე). ესაუბრა შორენა მერკვილაძე. ახლავს მამაოს ფოტო.
.....
- შესაძლოა ადამიანი ფსალმუნებს კითხულობდეს, მაგრამ მათი გააზრება და წვდომა უჭირდეს....
- ფსალმუნთა კითხვა არც ასეთ შემთხვევაში უნდა მივატოვოთ. ასეთი საეკლესიო გარდამოცემა არსებობს: ერთმა წმინდა მამამ დაჭრილი შაშვი ნახა. ფრინველი კელიაში წაიყვანა და განკურნა. შაშვი იმდენად შეეჩვია კელიაში ყოფნას, რომ გარეთ აღარ გამოდიოდა. ბერი განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. ლოცვა შაშვმაც ისწავლა. ერთ Dდღეს კელიიდან გაფრინდა. გარეთ გასულ ფრინველს მიმინო ეძგერა, მან კი ინსტინქტურად იესოს ლოცვა წარმოთქვა. მიმინო მაშინვე გაეცალა. ცხადია შაშვმა ლოცვა გაუაზრებლად წარმოთქვა, რადგან არც მისი მნიშვნელობა იცოდა და არც გონებრივად წვდომის უნარი ჰქონდა. ამით უფალმა ბერს აჩვენა, თუკი გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად წარმოთქმულ ლოცვას ამხელა ძალა შესწევს, რაოდენ დიდი ძალა ექნება სრულყოფილ – გონებისმიერ და გულისმიერ ლოცვას. ასე რომ, ფსალმუნთა კითხვა ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა შევწყვიტოთ. გაცნობიერებულ გააზრებულ ლოცვას განუწყვეტელი, თუნდაც გაუაზრებელი კითხვით ვაღწევთ. თუ ვინმე იფიქრებს, ჯერ გავიაზრებ და შემდეგ წავიკითხავო, ეს იმას ჰგავს, ადამიანმა თქვას – ჯერ კარგი სპორტსმენი გავხდები და შემდეგ ვივარჯიშებო. ფსალმუნთა გაუცნობიერებელი კითხვაა სწორედ ვარჯიში სრულყოფილი მდგამარეობის მისაღწევად.

გვ.7. განსჯა თუ ემოცია? გონების გაბატონება კაცობრიობაზე ისევე საშიშია, როგორც რობოტისა. გვესაუბრება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი, ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი. ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი. ახლავს ქალბატონი ფსიქოლოგის ფოტო.

გვ. 41. იჩქარეთ, მამაო! წმინდა ნიკოლოზ სერბი – წერილები. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა.

ამბავი იდუმალი, უეცარი ხმისა, სული რომ შეცვალა.
..... აქაურმა ყმაწვილმა იაკობმა მიამბო: “ეს მოხდა ჩვენი სოფლისა და ტაძრის ზეციური მფარველის, წმინდა ილიას დღესასწაულის წინა დღეს. სახლის წინ მივწექი, მაგრამ არ ჩამძინებია. უეცრად მომესმა ხმა: “თაფლი და რძე! თაფლი და რძე!” ხმა წვრილი, სულისშემმუსვრელი და არაამქვეყნიური იყო. დედა გვერდით მყავდა, მაგრამ არაფერი გაუგონია. წამოვდექი და დავფიქრდი მოსმენილ სიტყვებზე: “რძე და თაფლი!” “ეს ნათქვამი ღვთისგანაა და სულიერი ცხოვრებისკენ მომიწოდებს”, - გავიფიქრე და ყოველდღე ამ ხმაზე ვფიქრობდი და მუდამ ერთსა და იმავე ახსნას ვპოულობდი. მას შემდეგ დავრწმუნდი, რომ ღმერთი მამობრივად ზრუნავს ჩემზე”.
ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 26 (113), 25 დეკემბერი-7 იანვარი 2009.
გვ. 39. მოგონებები. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი). მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა.

უდაბნოში ბერები არასოდეს ბანაობდნენ. იშვიათად იწმენდნენ სხეულს სველი ჩვრით, თმაში ნავთს შეიზელდნენ, შემდეგ ივარცხნიდნენ და ცხვირსახოცით იწმენდნენ. ერთმა ბერმა თქვა, - ნავთისაგან თმა ისე ბრწყინავს, როგორც ცხენის ფაფარიო.
.......
ბარგანებში (კავკასიის მთებში) ვნახე ორი მეუდაბნოე მონოზონი: ბერდიაკონი ონისფორე და ბერი პახუმი.... მერე კი მამა პახუმთან მივედით. ის თავის კელიიდან გამოვიდა და კართან ქვის საფეხურზე ჩამოჯდა. ვკითხე: “სად მდებარეობს გულის ის ადგილი, რომელზეც წერენ წმინდანები: მარცხენა ძუძუს ზევით თუ ქვევით?” ისე შემომხედა, თითქოს ახლა შემამჩნიაო და მითხრა: “არ ვიცი”.

ჟურნალი კარიბჭე. მართლმადიდებლური ჟურნალი, N 1 (1134), 8-21 იანვარი 2009.

გვ. 9. შეისმინა ღმერთმა ჩვენი ვედრება და მღვდელი გამოგზავნა შენს მოსანათლად. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა.

“საშინელი სულიერი აღრევაა გარშემო, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ზოგიერთი კათოლიკე რომაელი, პროტესტანტი და სხვა მსგავსნი იგებენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებისას ადამიანი იცვლება, აღორძინდება. და აი, ეს ხალხი მართლმადიდებლური ნათლისღებით მონათვლას მოისურვებს, რათა ნორმალური ფსიქიკა დაუბრუნდეთ. ერთ პროტესტანტს მართლმადიდებლად გახდომა სურდა..... არ დამიჯერეს, მიიყვანეს ეს პროტესტანტი ზღვასთან და მონათლეს! ორი-სამი დღის შემდეგ ახალმონათლული მოვიდა ჩემთან, - მოვინათლე, მაგრამ ფსიქიკა ნათლისღებამ არ გამიუმჯობესაო.

საკვირველია, ნეტავ რატომ არ გაუუმჯობესა ფსიკიქა?

No comments:

Post a Comment