Wednesday, June 24, 2009

მართლმადიდებლური ანტისემიტიზმი

გვ.14-15. ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ბოლო ჟამზე

რუსი ადამიანები მოინანიებენ მომაკვდინებელ ცოდვებს, იმას, რომ იუდაური უკეთურება დაუშვეს რუსეთში, არ დაიცვეს ღმერთის მიერ ცხებული მეფე, მართლმადიდებელი ეკლესია, მონასტრები, წმინდა მოწამეთა და აღმსარებელთა დასი....

ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი (ქალაქი ჩერნიგოვი მდებარეობს უკრაინაში, კიევის ჩრდილოეთით – რედ.) ყოველთვის დაჟინებით და მკაცრად, გაფრთხილებით ამბობდა, რომ “რუსეთი” და “რუსი” ჩვენი მშობლიური სიტყვებია, და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ყოველთვის გვახსოვდეს და არ ვივიწყებდეთ, რომ იყო ნათლისღება რუსეთისა, და არა უკრაინისა. კიევი – მეორე იერუსალიმია, დედა რუსეთის ქალაქებისა.

პოლონეთში იყო იუდეველთა საიდუმლო დედაქალაქი. იუდეველები აიძულებდნენ პოლონელებს რუსეთის დაპყრობას. როცა პოლონელებმა რუსეთის ნაწილი დაიპყრეს, მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები იჯარით მისცეს ებრაელებს. მღვდელმსახურებსა და მართლმადიდებელ ადამიანებს მათი ნებართვის გარეშე არანაირი მსახურების აღსრულება არ შეეძლოთ. მართლმადიდებლებს ყოველი მხრიდან და ყველანაირად ავიწროებდნენ, ხოლო მფარველობდნენ პოლონეთს, კათოლიკობასა და უნიას.

იუდეველებს ძალზე არ მოსწონდათ სიტყვები: “რუსეთი” და “რუსი”, ამიტომ პოლონელთა მიერ დაპყრობილ და მათთვის იჯარით გადაცემულ რუსეთის მიწა-წყალს მათ ჯერ “მალოროსია” უწოდეს, მაგრამ შემდეგ გონს მოეგნენ, რომ ამ სახელწოდებაში მაინც არის სიტყვა “როს” და უწოდეს “უკრაინა” (“განაპირა მხარე”). სიტყვა “ოკრაინა” სამარცხვინო და დამამცირებელი სიტყვაა! რომელი “ოკრაინა” (განაპირა მხარე), რისი, რატომ განაპირა? ამ მოგონილი, იუდაურ-პოლონური “ოკრაინის” იქით ხომ სხვა ქვეყნები და სახელმწიფოები მდებარეობენ. და მოგვიანებით, იუდეველთა მითითებით, პოლონელებმა დაგვიკანონეს ჩვენ ცნებები: “ოკრაინა” და “კრაინელები”, რათა ჩვენ ადვილად დაგვევიწყებინა სახელწოდება “რუსი” და სამუდამოდ ჩამოვცილებოდით წმინდა და მართლმადიდებელ რუსეთს.

თარგმნა ვასილ ბურკაძემ

ქართული მართლმადიდებლური ჟურნალი კანდელი, N 42 (313), 26 დეკემბერი 2008. რედაქტორი: კახაბერ ცინცაძე. სარედაქციო ჯგუფი: თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი), ირინე გარაყანიძე, ვასილ ბურკაძე. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N 2, მიმდინარე რეგისტრაციის N 30, რეცენზენტი პროფესორი, დოქტორი ედიშერ ჭელიძე (ეს ნიშნავს, რომ ჟურნალი ოფიციალურადა არის დაშვებული საპატრიარქოს მიერ, როგორც მართლმადიდებლური გამოცემა). გამოიცემა 2002 წლიდან.

No comments:

Post a Comment