Wednesday, June 24, 2009

მართლმადიდებლური მაფია. ნაწილი II

კომპანიების ეს ჯგუფი, სრულიადაც არ არის დაკავებული მართლმადიდებლური საქმიანობით. მისი მთავარი ბიზნესია ნავთობის საზღვარგარეთ გაყიდვა შეღავათიან პირობებში. Aამბობენ, რომ ეს შეღავათები ელცინის პირადი განკარგულებით დაუწესდათ.
მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ნავთობით ვაჭრობის მასშტაბების წარმოსადგენად, ერთი ციფრის დასახელებაა საკმარისი. სეთ-ის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ უზარმაზარ ფინანსებს ალექსი II-ს უახლოესი გარემოცვის წევრები აკონტროლებენ. უტყუარი ინფორმაციით, 1999 წლის ივლისის ბოლომდე, სეთ-ის დირექტორთა საბჭოში საპატრიარქოს წარმომადგენელი იყო პოდოლის ეპისკოპოსი ვიქტორ პიანკოვი, რომელსაც ალექსი II-მ მოსკოვის საპატრიარქოს სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარის უმნიშვნელოვანესი პოსტი მიანდო.

ალმასებიდან “კოლგოტკებამდე”

პატრიარქის მრავალ მნიშვნელოვან ბიზნეს-პროექტს, ალექსი II-ს მემკვიდრე მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის თანამდებობაზე, სოლნეჩნოგორსკის მიტროპოლიტი სერგი ფომინი (ამჟამად ვორონეჟის მიტროპოლიტი, გორისა და სამთავისის ეპისკოპოს ანდრია გვაზავას უახლოესი მეგობარი – მთარგმნ.) კურირებს. მამაო სერგი აგრეთვე პასუხისმგებელია ეპარქიებთან კავშირებზე, ანუ მათგან თანხების ამოქაჩვაზე. სწორედ მის განაკრგულებაშია ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსი “დანილოვსკი”.
რუსული ბიზნეს-ელიტის რიგებში მრეწველმა სერგი ფომინმა მაღალი რეიტინგული ადგილი, ახალი გრანდიოზული პროექტის რეალიზაციით დაიკავა. საუბარია . . . არხანგელსკის ოლქში, ლომონოსოვსკის საბადოდან ალმასების მოპოვებაზე.
Pპატრიარქის მთავარი ფინანსური მრჩეველი არის არა მიტრიპოლიტი სერგი, არამედ “სოფრინოს” ხელმძღვანელი ევგენი პარხაევი. დღეისათვის იგი რუსული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ “რუხ კარდინალს” წარმოადგენს. Mმისი სტრუქტურა ყვავის არა მარტო იმიტომ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ყოველი ტაძრისათვის პრესტიჟულია “სოფრინოში” დამზადებული საღვთისმსახურო ნივთებისა და შესამოსლის ფლობა.
კომერციული წარმატების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საუკეთესო დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, აქტიურად ეძებს “ლევ” კონტრაქტებს. ეს “არამართლმადიდებლური” შეკვეთები საშულებას აძლევს საეკლესიო საწარმოს ფინასურად არ იყოს დამოკიდებული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. უფრო მეტიც, ხშირად საეკლესიო ელიტა თავის ბიზნეს-ინტერესებს თვით მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესებზე მაღლა აყენებს. Mმაგალითად, 1997 წლის ზაფხულში, “სოფრინომ” უარი თქვა ოფიციალური საეკლესიო ორგანოს, “მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის” დაბეჭდვაზე, რადგან შესაბამისი თანხები არ იყო ჩარიცხული. მაშინ, როცა მისი პოლიგრაფიული დანადგარები შეუჩერებლივ უშვებდნენ ქალის “კოლგოტკების” 100 ათასობით კოლოფს.
რიდიგერის ტრადიციები

პარხაევი დაბეჯითებით ცდილობს ააღორძინოს საეკლესიო ბიზნესის ყველა ის საუკეთესო ტრადიციები, რომლებიც 60-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა ალექსი რიდიგერმა დაამკვიდრა, Aამიტომ თავის მრავალ პროექტში, პარხაევი და მისი კონტროლ ქვეშ მყოფი სტრუქტურები, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილებასთან თანამშრომლობენ.
მაგალითად, გასული წლის 30 მარტს, საგარეო ურთიერთობის განყოფილების პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ “რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გახსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც თავს მოიყრის ნებაყოფლობითი შემოწირულობა იუგოსლაველი მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და ყველა მშვიდობიანი მცხოვრებელების დასახმარებლად, რომლებიც ნატო-ს მიერ განხორციელებული დაბომბვისას დაზარალდნენ.”
თქვენ იტყვით, ეს ხომ კეთილი საქმეა და იკითხავთ, რა შუაშია აქ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის კომერციული ინტერესები. პასუხი მარტივია. ანგარიში გაიხსნა რუსულ გენერალურ ბანკში (რგბ), რომლის ერთერთ დამფუძნებლად “სოფრინო” გვევლინება. Aასე რომ, ნებისმიერი საშუალებებით რგბ-ში თანხების მოზიდვა, წარმოადგენს საეკლესიო ბიზნესის ფინანსური ბაზის გაზრდას. ამასთან, “სოფრინოს” აქვს თავის მიერ დაფუძნებულ ბანკში შეღავათიანი კრედიტების მიღების პრივილეგია.
Uუფრო ადრე, საგარეო ურთიერთობათა განყოფილება და “სოფრინო” სხვა კომერციულ პროექტში შეხვდნენ ერთმანეთს. 1994 წლის 24 ოქტომბერს, მათ დაარსეს სავაჭრო სახლი “სოფრინო”, რომლის საქმიანობის მთავარი სფერო საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობა უნდა ყოფილიყო. ამასთან, რიდიგერის სამოციანი წლების საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, საიუველირო ვაჭრობის განვითარება გადაწყდა არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ. იქ, საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას ორასამდე სამრევლო ექვემდებარება. მათგან უმრავლესობა, დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში მდებარეობს. Kკლიენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ნოსტალგიით აღსავსე ემიგრანტებია, თუმცა მრავლად არიან ადგილობრივი შეძლებული მორწმუნეები, რომლებიც თაყვანს სცემენ ყველაფერ რუსულს.
საფიქრებელია, რომ საგარეო ურთიერთობათა განყოფილების კომერციული საქმიანობა უფრო გააქტიურდება: 2000 წლის შეხვედრის წინ, იერუსალიმში მართლმადიდებლური მომლოცველობის ორგანიზაციის მიზნით, ამ განყოფილებასთან შეიქმნა რამდენიმე თავისებური, მაღალი კლასის საერო სპეციალისტებით დაკომპლექტებული ტურისტული ფირმა.

საღვთო მონოპოლია
კომერციული კორპორაცია “რუსული მართლმადიდებლური ეკლსია - LთD” არ ესწრაფვის პატიოსან კონკურენციას. პირიქით, მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს გახდეს ბუნებრივი მონოპოლია. Yყველა დონის საეკლესიო მსახურები ფხიზლად ადევნებენ თვალს, რათა ვერავინ შეძლოს ფულის შოვნა ისეთ რამეზე, რაც რაიმენაირად უკავშირდება რელიგიას და ღმერთს.
სამაგალითო შემთხვევა მოხდა გასულ ზაფხულს ხაბაროვსკში. უმსხვილეს მუნიცეპალურ მაღაზია “წიგნის სამყარო”-ში მივიდნენ შავ ანაფორებში გამოწყობილი ხაბაროვსკის ეპარქიის წარმომადგენლები. მათ მაღაზიის დირექტორს მიუტანეს პირადად მეუფის, ხაბაროვსკის ეპისკოპოს მარკოზის მკაცრი წერილი. მეუფე დაბეჯითებით მოითხოვდა მაღაზიის დირექციისაგან . . . შეეწყვიტა რელიგიური ლიტერატურის გაყიდვა. ამ შემთხვევის წინაისტორია შემდეგია: ზაფხულის დასაწყისში, “წიგნის სამყაროში” გადაწყვიტეს, რომ მომხმარებლისთვის რთული იყო მართლმადიდებლური თემატიკის წიგნების ძებნა მაღაზიის სხვადასხვა განყოფილებებში. მაგალითად, “სერგი რადონეჟელის ცხოვრების”-ისტორიულ განყოფილებაში, “სამერთიანობის შესახებ ტრაქტატის” – ფილოსოფიურში, ბროშურისა “როგორ მოვიქცეთ სასაფლაოზე” – საცნობარო ლიტერატურისა, ხოლო ნოკოლაი ლესკოვის რომანის “მოხიბლული მოგზაური” – მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში.
ასე გაჩნდა სასულიერო ლიტერატურის სპეციალური განყოფილება, რომელსაც უამრავი მყიდველი ჰყავდა. შაუბედუროდ, ადგილობრივი ტელეკომპანიისათვის მიცემულ ინტერვიუში, “წიგნის სამყაროს” დირექტორ ქალბატონს წამოსცდა მოგების ის თანხა, რომელსაც მაღაზია ელოდა ახლადდაარსებული განყოფილებიდან.

“ბაზარი” მართლმადიდებლური გაგებით

სწორედ ამ დროს ესტუმრნენ შავ ანაფორიანი ადამიანები და მიიტანეს მეუფის წერილი. ეპისკოპოსი მარკოზი წერდა, რომ წიგნის მაღაზიაში სასულიერო ლიტერატურის გაყიდვა არ შეიძლება. Aარგუმენტად კი ის მოჰყავდა, რომ აღნიშნული წიგნების გაყიდვით შემოსული თანხა “პირად გამდიდრებას ხმარდება”, მაშინ როცა ეკლესიებში გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა, “ხმარდება” ტაძრების აღდგენას.
ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით, ეპიკოპოსმა მარკოზმა მკაცრად მოითხოვა აბსოლუტურად წარმოუდგენელი დოკუმენტები: ხელშეკრულება საპატრიარქოსა და მაღაზიას შორის და აგრეთვე “ლიცენზია, რომელიც ნებას აძლევს მაღაზიას, რომ ივაჭროს საეკლესიო ლიტერატურით”. Bბოლოს, ითხოვდა სასულიერო ლიტერატურის განყოფილების გაუქმებას.
ადამიანურ ენაზე რომ გადავთარგმნოთ მდგომარეობა შემდეგია: საეკლესიო ხელისუფლებამ მოსთხოვა საერო ხელისუფლებას, რომ მას ეკლესიისაგან აეღო წიგნებით ვაჭრობის ნებართვა. “თარგმანი” სრულიადაც არ არის გადაჭარბებული, რადგან “წიგნის სამყარო” მუნიციპალური დაწესებულებაა, რომელიც ეკუთვნის ქალაქ ხაბაროვსკს და რომელსაც აკონტროლებს მერია ანუ საერო ხელისუფლება. საეკლესიო ხელისუფლებამ კი მოითხოვა წიგნებით, მათ შორის რუსული ლიტერატურის კლასიკოსების ლესკოვისა და შმელიოვის წიგნებით ვაჭრობის მასთან შეთანხმება.
ყველაზე საინტერესო შემდეგ მოხდა. რამდენიმე დღეში, მაღაზიამ ხაბაროვსკის ოლქის ადმინასტრაციის კვებისა და ვაჭრობის სამმართველოდან მიიღო ბრძანება: სასულიერო ლიტერატურის განოფილება გაუქმდეს! ბრძანება იმწამსვე შესრულდა, ასე რომ, როდესაც ეკლესიის კომერციული ინტერესები ილახება, მას ადვილად შეუძლია მათი დაცვა და ნებისმიერი კონკურენტის, მათ შორის სახელმწიფო ხელისუფელბის დაჩაგვრა.

ჩრდილიდან სინათლეზე გადაფრენისას . . .

ყველა იმ კომერციული საწარმოს საქმიანობაში, რომელშიც მონაწილეობს მოსკოვის საპატრიარქო, ბიზნესმენ რიდიგერის ხელი იგრძნობა. თუმცა, თვითონ ალექსი II ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა და კულისებიდან ხელმძღვანელობდა მის კონტროლქვეშ მყოფ მსხვილ ბიზნესს.
გასულ წელს სიტუაცია შეიცვალა. ან თვითონ სამოცდაათი წლის პატრიარქი დაიღალა და სიფრთხილე დაკარგა, ან მისმა ახალმა ფავორიტმა ქალბატონმა საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი უხუცესის გულში – ჩვენ ამას ვერ განვსჯით. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ თავის საიუბილეო წელლს, ალექსი II ხმაურიან საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. სულ მალე, ეს სკანდალი, შეიძლება უფრო ხმაურიანი აღმოჩნდეს, ვიდრე The Bank of New York -ში “რუსული მაფიის მიერ ფულის გათეთრება”.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ის არის, რომ 1999 წლის მაისში, ცენტრალური ტელეარხებით გადაიცემოდა სარეკლამო რგოლები, რომლებშიც ალექსი II პირადად მოუწოდებდა ტელემაყურებელს ფული შეეწირა შერიგებისა და თანხმობის რუსეთის საქველმოქმედო ფონდისათვის. Pპატრიარქის ანალოგიური მოწოდებები, კომერციული განცხადებების სახით, მრავალ გაზეთში დაიბეჭდა. აღნიშნული მასშტაბური აქცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისათვის მზადდებოდა.
პატრიარქი მოუწოდებდა, “ამ ურთულეს პერიოდში” ერთიანობის აღდგენისა და იმ ბავშვების თვალებში ჩახედვისაკენ, რომლებიც “დახმარებასა და თანაგრძნობას გვევდრებიან”. შემდეგ, მოწოდების ტექსტში მოკლედ იყო მოთხრობილი ფონდის სამწლიანი საქველმოქმედო გმირობები და ბოლოს მოთავსებული იყო საბანკო რეკვიზიტები.
ხმამაღალი აქცია ხმაურიანად ჩაფლავდა. საქველმოქმედო კონცერტ-მარათონზე, რომელიც შემოწირულობების დამაგვირგვინებელ ეტაპს წარმოადგენდა, მიწვეულთა მხოლოდ მეოთხედი მივიდა. Yყოფილი საბჭოების სასახლის სვეტებიანი დარბაზის წინა რიგების სავარძლები საერთოდ ცარიელი დარჩა: კონცერტზე არ მივიდა არც ერთი გავლენიანი რუსი პოლიტიკოსი.
დედაქალაქის ელიტის მიერ პატრიარქის აქციისათვის გამოცხადებული ბოიკოტის ახსნა მარტივია. მისი აპოთეოზის პერიოდში, უკვე ცნობილი გახდა, რომ ალექსი II-ს “შერიგებისა და თანხმობის ფონდი” . . . ნარკოტიკების კონტრაბანდაში იყო გარეული.

პატრიარქი არეულობაში

აღსანიშნავია, რომ სახელწოდება “შერიგებისა და თანხმობის ფონდი” (შთფ), თითქოს ძლიერ შეესაბამებოდა მიმდინარე მომენტს. თვით პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოაცხადა 1999 წელი “შერიგებისა და თანხმობის წლად”. აქედან გამომდიარე, არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ალექსი II-მ პირადად დაიკავა ესოდენ აქტუალური სახელწოდების მქონე ფონდის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი.
შთფ-ში მთელ რეალურ საქმიანობას წარმართავს არა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, არამედ ფონდის პრეზიდენტი, აბსოლუტურად საერო პიროვნება – ბიზნესვუმენი გულნაზ სოტნიკოვა. ხმამაღალი სახელწოდების მქონე, ნახევრადსაეკლესიო ფონდი, მისი კომერციული ჯგუფის აისბერგის მხოლოდ ხილულ ნაწილს წარმოადგენს. ამ კომერციულ ჯგუფში აგრეთვე შედიან: სამედიცინო კომპანია “ვერტეკსი”, სატრანსპორტო-სავაჭრო ფირმა “ვერტეკს-ავია” და სხვა კომერციული საწარმოები. ყველა მათგანი სკანდალური რეპუტაციით გამოირჩევა.
სოტნიკოვას ძალისხმევითა და პატრიარქის მხარდაჭერით, შთფ-მ კინაღამ მიიღო აშშ-დან 650 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული ტვირთის მოწოდებაში შუამავლის სტატუსი. მაგრამ უკანასკნელ მომენტში, ამერიკელებმა უარი თქვეს მოსკოვის საპატრიარქოსა და “თანხმობისა და შერიგების ფონდის” შუამავლობაზე, ხოლო მიზეზად დააასახელს ის გარემოება, რომ თითქოს რუსულ საგადასახადო სამსახურებს გარკვეული პრეტენზიები გააჩნიათ სოტნიკოვას მიმართ.
რუსეთში შემდომ მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურეს ამერიკელების შეშფოთება. ზაფხულის სწორედ იმ დღეებში, როდესაც პატრიარქი საზოგდოებას მოუწოდებდა ფინანსურად დახმარებოდნენ ბავშვებს სოტნიკოვას ფონდის საშულებით, პეტროვსკის ბულვარზე განლაგებულ მის ოფისში მოსკოვის მილიციის ორგანიზებულ დამნაშავეობასთან მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლები დოკუმენტების ამოღებას აწარმოებდნენ. ამოიღეს კონტრაქტები, ქვითრები, მიწერ-მოწერა და ფირმა “ვერტეკსის” სხვა დოკუმენტები.

ТАСС-ი უფლებამოსილია განაცხადოს...

იმ საღამოს რუსეთის პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს გულწრფელად ეცოდებოდათ პატრიარქი და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ: ეს რა შარში გახვია გულია სოტნიკოვამ “ბაბუა ლიოშა” (მოფერებით ასე უწოდებს ალექსი II-ს არარელიგიური ელიტა).
აღნიშნული მოვლენებიდან მეორე დღეს, ალექსი II-მ ინტერვიუ მისცა იტარ-ტასის კორესპონდენტს. ინტერვიუს უდიდესი ნაწილი გულნაზ სოტნიკოვას დაცვისადმი არის მიძღვნილი, ხოლო ტექსტი ემოციურობით არის დამუხტული, ასე ემოციურად, აქამდე, პატრიარქს ჯერ არავინ დაუცავს.
იტარ-ტასის ინფორმაციაში ნათქვამია: “მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებებში დაბეჭდილი სტატიები იმის თაობაზე, რომ თითქოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს მიერ დაარსებულ რუსეთის შერიგებისა დათანხმობის საქველმოქმედო ფონდის მოღვაწეობაში რაიმე დარღვევებს აქვს ადგილი, პატრიარქმა შეაფასა, როგორც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პირადად მისი მეთაურის წინააღმდეგ მიზამიმართული აქცია. . . მან ცილისწამება უწოდა ყველა პუბლიკაციას, რომლებიც ეხებიან ფონდს და მის პრეზიდენტ გულნაზ სოტნიკოვას.”
ვინ არის ქალბატონი გულია სოტნიკოვა, რომელსაც ასეთი თავგანწირვით იცავს ჩვენი პატრიარქი? რა დააშავა მან ისეთი, რომ ორგანიზებულ დამნაშავეობის წინააღმდეგ მებრძოლმა სამმართველომ მისი ოფისის გაჩხრეკა გადაწყვიტა?

ყოველ “სტარეცს” თავისი დიაჩენკო (შორენა-მთრგმნ.) ჰყავს

სამართალდამცავი ორგანოები კარგად იცნობენ გულნაზ სოტნიკოვას. იგი კონტრაბანდის ფაქტებზე აღძრულ დააახლოებით ხუთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ამგვარი მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მიუხედავად, სწორესდ გულნაზ ივანოვნა გვევლინება დღეს პატრიარქის მთავარ ფავორიტად.
მოსკოვის საპატრიარქოში ფავორიტიზმს თავისი ისტორია აქვს. წინა პატრიარქ პიმენის დროს მოკაშკაშე ვარსკვლავი იყო ნადეჟდა ნიკალაევნა დიაჩენკო, დეკანოზ პეტრეს მეუღლე. დეკანოზი პეტრე წმ. ილია წინასწარმეტველის სახელობის ტაძარში მსახურობდა, რომლის ახლოსაც ქრისტე მაცხოვრის ვეებერთელა კათედრალი შენდება. ნადეჟდა დიაჩენკო, ელცინის ქალიშვილის ტატიანა დიაჩენკოს ნათესავი არ გახლავთ, უბრალოდ მოგვარეა. მაგრამ “სულიერობისაკენ” მიდრეკილი მრავალი მღვდელი, იმ ფაქტში, რომ ეს გავლენიანი პიროვნებები მოგვარეები არიან, უფრო მეტს ხედავს, ვიდრე უბრალოდ დამთხვევაა.
ჩისტი პერეულოკში მდებარე მოსკოვის პატრიარქების სამუშაო რეზიდენციაში ნადეჟდა ნიკალაევნა 1985 წელს, პიმენის ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გამოჩნდა. ექიმებმა მხცოვან პატრიარქს დიაბეტისა და სწორი ნაწლავის კიბოს უკანასკნელი სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.
საპატრიარქოს საქმეთა წინდახედულმა მმართველმა, მამაო ალექსიმ (მომავალი პატრირქი ალექსი II) ავადმყოფ პიმენს დიაჩენკო მიუჩინა მომვლელად. ამასთან ერთად, მას უნდა გადაეწყვიტა “საჭირო საკითხები” ალექსის ინტერესების მიხედვით. პიმენთან სიახლოვისა და უდიდესი გავლენის გამო, ამ ქალბატონის ძალიან ეშინოდათ და სრულიად რუსეთის ნადეჟდას უწოდებდნენ.
პატრიარქმა პიმენმა, სიკვდილის წინ, თვითონ შეცვალა ანდერძი და თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ნადეჟდას დაუტოვა. იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ პატრიარქი ალექსი II იძულებული გახდა მოეწვია წმიდა სინოდის კრება. პატრიარქ პიმენის ანდერძის დეზავუირებისათვის, სინოდმა სპეციალური დახურული დადგენილება მიიღო იმის თაობაზე, რომ ეკლესიის მეთაურის მიერ მიღებული საჩუქრები, მას როგორც ფიზიკურ პირს კი არ ეკუთვნის, არამედ ორგანიზაციას, ანუ ეკლესიას.

ჰეროინი ხალხისათვის

გულნაზ სოტნიკოვა პატრიარქის რეზიდენციაში პირველად 1996 წლის თებერვალში გამოჩნდა. მან პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა და მისი მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადაღება შესთავაზა. ქალბატონი ხელცარიელი არ მისულა: რეზიდენციაში, პატრიარქისათვის საჩუქრად, ლურჯი “იაგუარი” შემოაქროლა. თუმცა პატრიარქმა საპასუხო რაინდული ნაბიჯი გადადგა: სწორედ ეს “იაგუარი” წარმოადგენს გულნაზ ივანოვნას სამსახურებრივ მანქანას.
სოტნიკოვას კუთვნილი ფირმები ჩინეთიდან ფართო მოხმარების საქონლის იმპორტს აწარმოებდნენ და თითქმის ყველა საბითუმო ბაზარი დაიკავეს. Gგულნაზ ივანოვნას ნაღდი ფული საკმაოდ ჰქონდა, ამიტომაც გულუხვ შენაწირებს აკეთებდა. სამაგიეროდ პატრიარქი სოტნიკოვას ეხმარებოდა სამართალდამცავ ორგანოებთან გაჩენილი პრობლემების მოგვარებაში.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ნახევრადკრიმინალური ბიზნესის თანამშრომლობა იზრდებოდა და ფართოვდებოდა. ცნობილია რომ ორი წლის წინ, სოტნიკოვამ, თავისი ხარჯებით, პატრიარქის რეზიდენციაში ძვირადღირებული რემონტი გააკეთა და ალექსი II-ს კაბინეტი ახალი ძვირფასი ავეჯით მოაწყო.
შემდეგ, ალექსი II-მ მოისურვა საშობაო ნაძვისხეზე მოწვეული ბავშვებისათვის, უჩვეული საჩუქრები – ნამდვილი ანკესები დაერიგებინა. საკუთარი ავიაკომპანიის მფლობელმა გულიამ აქაც გამოხატა მხარდაჭერა. საქონლით დატვირთული ილ-76 N76457 ,ახალი წლის წინ, ჩკალოვსკის სამხედრო ავიადრომზე დაეშვა. ტვირთი სასწრაფოდ გადაიტანეს ტრაილერებში, რომლებიც ავტობანზე გავიდნენ და სწორედ იქ იქნენ დაკავებული ორგანიზებულ დამნაშავეობასთან მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
Gგამოირკვა რომ ტვირთი, ძირითად შედგებოდა ჩინური საქონლისაგან: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხალიჩები, საათები, ბიჟუტერია, კალმისტრები, ბრელოკები, სათამაშოები, ყალბი-კომპაქტ დისკები და ა.შ. საოცარია კონტრაბანდის მასშტაბი. თავის დაუსჯელობაში აბსოლუტურად დარწმუნებულმა (მას ხომ საბუთების მიხედვით ბავშვებისათვის საშობაო საჩუქრები მოჰქონდა) სოტნიკოვამ, სატვირთო თვითმფრინავი, როგორც იტყვიან, ბოლომდე გაძეძგა. მებაჟეებმა მხოლოდ ჩინური საქონელი 1,6 მილიონ დოლარად შეაფასეს. 1500 კონტრაბანდულ კომპაქტ-დისკებზე ჩაწერილი პროგრამული უზრუნვეყოფის ღირებულება, პროგრამული პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენს. Autodesk-ის და Microsoft-ის გაყალბებული დისკები). მილიციის თანამშრომლებს მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ ელოდათ. ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, მათ რამდენიმე სამალავი აღმოაჩინეს, რომლებშიც ჰაშიში და ჰეროინი ინახებოდა.

რუსი პატრიარქი შესაძლებელია ამერიკული ტრილერის გმირი გახდეს

იმ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალი, რომლებიც სოტნიკოვას “ბაშვებისათვის საჩუქრად” მოჰქონდა, პატრიარქმა თავისი ძალებით ვერ ჩაფარცხა, მაგრამ შეჩეერება მოახერხა. თუმცა, სკანდალი სოტნიკოვას კუთვნილ ფირმების ჯგუფ “ვერტეკსის” ახალი მხილებების წყარო გახდა.
ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “American Foreign Policy Council” –მა, თავის ბიულეტენში “Russian Reform Monitor”, გამოაქვეყნა ინფორმაცია სოტნიკოვას მონაწილეობაზე კრიმინალური ბიზნესის სხვადასხვა საქმეებში.
პუბლიკაციაში გამოთქმული ბრალდებები ძალიან გვაგონებენ ფანტასტიკური ტრილერის სიუჟეტს. მაგალითად, პუბლიკაციის ავტორი, რუსული კრიმინალური სამყაროსა და სპეცსამსახურების ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, მაიკლ უოლერი ამტკიცებს: “მოსკოვის სამართლამდაცავი ორგანოები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ “ვერტეკსი” დგას მოსკოვის ბიოლოგიური მედიცინის ინსტიტუტში ჩატარებული ოპერაციების შედეგად მიღებული ადამიანის ემბრიონის ქსოვილების ულიცენზიო შეგროვების უკან”.
უცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს საშინელი ბრალდება დამტკიცებული არ არის. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მოსკოვში მართლაც არსებობს ბიომედიცინის ინსტიტუტი და იქ მართლაც აკეთებენ გვიან აბორტებს. ფაქტია აგრეთვე სპეციალიზირებული სამედიცინი ფირმა “ვერტეკსის” არსებობა. კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა: მაიკლ უოლერის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გულნაზ სოტნიკოვას კუთვნილი სამედიცინო ფირმა “ვერტეკსის” საქმიანობა “დროებით შეჩერდა”.
ჯერ-ჯერობით ამ ფაქტებს შორის კავშირის დადგენა ვერავინ შეძლო. ალბათ, ნაადრევიც იქნებოდა მათი ერთად შეკრება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და თვალსჩინო ფაქტი რომ არ არსებობდეს.

ბინძური საქმეები ჩისტი პერეულოკში

გულნაზ ივანოვნა მარტო არასოდეს ფიგურირებს კონტრაბანდასთან დაკავშირებით. Mმისი ყველა ჩV შემდეგნაირად იწყება: “მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდესი ალექსი II-ს ინიციატივით დაარსებული, “შერიგებისა და თანხმობის” ფონდის პრეზიდენტი”.
ალექსი II-ს სახელი ფიგურირებს იმ სკანდალური სტატიაში, რომელმაც თავის მხრივ, ბიძგი მისცა ახალ საერთაშორისო სკანდალს. მისი ავტორი გაოცებულია, რომ “პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მქონე და მის მიერ დასპონსორებულ ქალბატონს, შეუძლია ივაჭროს ემბრიონალური ქსოვილებით”.
საფიქრებელია, რომ ახლო მომავალში ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებმაც უკვე შემოიღეს ტერმინი “მართლმადიდებლური მაფია”, დაიწყებენ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ეკონომიკური საქმიანობის შესწავლას, მაშინ კი უწმინდესის სახელი გაჩნდება საღვარგარეთული პრესის კრიმინალურ ქრონკებში.
ვფიქრობ, რომ ეს არ წაადგება არც რუსეთს და არც მის პატრიარქს.

ივანე იუდინცევი

გაზეთი “Дело” 2000.

დეკანოზ ბასილ კობახიძის თარგმანი

No comments:

Post a Comment