Wednesday, June 24, 2009

მართლმადიდებელი წითელქუდა

თქვენი პატარებისათვის. “გზა ტაძრისაკენ”, ანუ “მართლმადიდებელი” წითელქუდას თავგადასავალი

მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები პირველ კლასში: სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის. – მოსკოვი. გამომცემლობა “პოკროვი”, 2002. – გვ. 141
თემა: “აღდგომა. პრაქტიკული მეცადინეობები (მშობლებისათვის მისალოცი ბარათების მომზადება; კვერცხების შეღებვა; ლექსები; სიმღერები)

მოქმედი პირები: წითელქუდა, ბებია, მგელი, საფრთხობელა, რკინის შეშისმჭრელი, მშიშარა ლომი, მენელსაცხებლე დედები.

I მოქმედება
წითელქუდა, ბებია

ბებია: დღეს ბზობაა. რა დასანანია, რომ ტაძრიდან ასე შორს ვცხოვრობთ.

წითელქუდა: რა დღესასწაულია ბზობა?

ბებია: მრავალი, მრავალი წლის წინ, ჩემო პატარა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა ლაზარე. ამ მოვლენის შემდეგ ის დიდებით შევიდა იერუსალიმში ვირის კვიცზე შემჯდარი. ხალხი ყვიროდა “ოსანა!” და ღმერთის ძეს ვირის ფეხებქვეშ პალმის რტოებს უფენდა. ამ მოვლენის მოსაგონრად მართლმადიდებლებს ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტები მიაქვთ. <....>

წითელქუდა: როგორ მინდა ტაძარში წასვლა!

ბებია: ტაძარი ჩვენგან შვიდი დღის სავალზეა

წითელქუდა: ბებია, გეხვეწები, გამიშვი ტაძარში. მე იქ ზუსტად აღდგომის ღამეს ვიქნები, შენ კი ნაკურთხ პასქას მოგიტან.

ბებია: როგორ წახვალ? ტყეში ხომ გარეული მხეცები არიან.

წითელქუდა: შენ ილოცე ჩემთვის, მე კი ჩემს მფარველ ანგელოზს შევევედრები და ის დამიფარავს.

ბებია: კარგი პატარა, ღმერთი იყოს შენი მფარველი.

ბებია დალოცავს წითელქუდას.


II მოქმედება


წითელქუდა (მიდის და მიიმღერის).
<. . . >
გამოჩნდება მგელი

მგელი: წითელქუდა, საით გაგიწევია?

წითელქუდა: უფლის ტაძარში, სააღდგომო მსახურებაზე.

მგელი: კი მაგრამ, რატომ?

წითელქუდა: ღმერთს რომ ლოცვით შევევედრო და ეკლესიაში პასქა ვაკურთხებინო.

მგელი: მოიცა რა, ღმერთს შევევედრო. . . გინახავს ღმერთი ოდესმე?

წითელქუდა (დაბნეულად): არა. . .

მგელი: ესე იგი ის არ არსებობს. გეყოფა სისულელეები, ჯობია კლუბში წამოდი დისკოთეკაზე, დღეს სწორედ ახალი დისკები მოიტანეს.

წითელქუდა: და მფარველი ანგელოზი არსებობს?

მგელი: არ არის არავითარი მფარველი ანგელოზი.

წითელქუდა: არა, მფარველი ანგელოზი არსებობს. მე ვევედრები მას და ის მიფარავს. აი მისმინე. (მღერის): <. . . >

გამოჩნდება ანგელოზი და მღერის:

ანგელოზებს ღმერთი აგზავნის ზეციდან
რათა ხალხს აუწყონ საღმრთო სასწაულები.
რწმენა და სიხარული მოაქვთ მათ,
საღმრთო სიყვარულის მაცნეებს.
<. . . >

ანგელოზი: გამარჯობა წითელქუდა.

წითელქუდა: გამარჯობა ანგელოზო. მისმინე, აი მგელი ამბობს, რომ შენ არ არსებობს და ღმერთიც არ არსებობს.

მგელი: რა თქმა უნდა არ არსებობს.

წითელქუდა: კი მაგრამ შეხედე, აგერ დგას ანგელოზი.

მგელი: ეს ჰალუცინაციაა, მხედველობა გატყუებს.

წითელქუდა (მიმართავს დარბაზს):

ბავშვებო მითხარით, არსებობს თუ არა ანგელოზი?

დარბაზი: . . .

მგელი: სისულელეა ეს ყველაფერი. ჯობია წავიდე და მძიმე როკს მოვუსმინო. (მიდის).

III მოქმედება

წითელქუდა მიდის და მიიმღერის. გამოჩნდება საფრთხობელა.

საფრთხობელა: გამარჯობა გოგონა. საით გაგიწევია?

წითელქუდა: ღმერთის ტაძარში, სააღდგომო მსახურებაზე.

საფრთხობელა: რისთვის?

წითელქუდა: ღმერთს რომ ლოცვით შევევედრო და ტაძარში პასქა ვაკურთხებინო.

საფრთხობელა: რას ნიშნავს ლოცვით შევევედრო?

წითელქუდა: როგორ აგიხსნა. . . ლოცვა – ეს ღმერთთან საუბარია. . . მისმინე (მღერის):

დილის ლოცვა

დილას ვდგები ადრიანად,
რათა ღმრთისადმი მადლობით,
ვუყურო როგორ ამობრწყინდება ბნელიდან
ცისკარი.

აი ჟღურტულებს ჩიტების გუნდი:
“როგორი ნათელია ცხოვრება რუსეთში!”
და მეც, წმინდა რუსეთო,
საუკუნოდ მეყვარები!
<. . . >
საფრთხობელა: მაგარია! და ღმერთი სად არის?

წითელქუდა: ყველგან. მხოლოდ ის უხილავია. აი, ჩვენ ჰაერსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ხოლო განსაკუთრებული მადლისმიერი სახით ღმერთი ტაძარში მყოფობს.

საფრთხობელა: შეიძლება ღმერთს შევევედრო, რომ ცოტა მეტი ჭკუა მომცეს?

წითელქუდა: რა თქმა უნდა. თუ ჩემთან ერთად წამოხვალ ტაძარში და იქ ღმერთს შეევედრები აღდგომის ღამეს, ის შენი სურვილისამებრ ჭკუას მოგცემს.

IV მოქმედება

წითელქუდა და საფრთხობელა მიდიან და მიიმღერიან. გამოჩნდება რკინის ტყისმჭრელი.

რკინის ტყისმჭრელი: გამარჯობა. საით გაგაიწევიათ?

წითელქუდა: ღმერთის ტაძარში, სააღდგომო მსახურებაზე.

საფრთხობელა: მე მინდა ღმერთს ვთხოვო ჭკუა მომცეს.

რკინის ტყისმჭრელი: როდესაც ადამიანი ვიყავი, ხშირად დავდიოდი ტაძარში, მაგრამ ახლა მეშინია ღმერთის სახლში შესვლისა, მე ხომ გული არა მაქვს.

წითელქუდა: მაგრამ ღმერთი ხომ ყოვლისშემძლეა. მას შეუძლია მოგცეს გული, თუკი ლოცვით მიმართავ აღდგომის ღამეს.

რკინის ტყისმჭრელი: მართლა? მეც შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე?

საფრთხობელა: რა თქმა უნდა შეიძლება. წავედით.

V მოქმედება

წითელქუდა, საფრთხობელა, რკინის ტყისმჭრელი.

საფრთხობელა: მითხარი წითელქუდა, რა დღესასწაულია ეს აღდგომა?

<. . . >
წითელქუდა: ქრისტე მთელი კაცობრიობის ცოდვებისა გამო ეწამა, ჯვარს ეცვა და გამოქვაბულში დაკრძალეს.

გამოჩნდებიან მენელსაცხებლე დედები, რომლებიც მიდიან საფლავთან და ამბობენ ლექსს: <. . .>

ანგელოზი:
ნუ ეძებთ იესოს: ის აღსდგა.
ის ზეცაშია და კვლავ ჩამოვა ზეციდან.

სასწაულის მაცნე დედების გულში
ჩუმ გაოგნებას, ტკბილ თრთოლვასა და
აღფრთოვანებას ბადებს.
. . . .
მზე აღმობრწყინდა. ზეცაში ნათელი მარადიული ზარი რეკს.

(ს. გოროდეცკი)

წინა პლანზე კვლავ მთავარი გმირები არიან.

ლომი: მე დავინახე, მე გავიგონე, რა საოცრებაა!

მგელი: საოცრება არა. . . ყველაფერი მირაჟია.

ლომი (მიმართავს წითელქუდას) : მომისმინეთ, რა ხდება აქ?

წითელქუდა: არაფერი. უბრალოდ ჩემს მეგობრებს ქრისტეს აღდგომის შესასებ ვუამბობდი.

ლომი: მე კი ისე ნათლად დავინახე ყველაფერი: მცველები, ჯვარი, მენელსაცხებლე დედები.

მგელი: არაფერიც არ გინახავს, ყველაფერს იტყუები.

ლომი (თავიდან იშორებს): თუ არ გინდა ნუ დაიჯერებ (მეგობრებს) მეც წამიყვანეთ ღმერთის ტაძარში.

მგელი: რა სიცილი ატყდება ტყეში, ცხოველების მეფე ტაძარში წავიდა. ფუი! შე უტვინო, შენ ხომ ტაძარში არც კი შეგიშვებენ.

ლომი: მერე რა, ტაძრის გარეთ მაინც დავდგები და ღმერთს შევევედრები, რომ გულადი გავხდე.

მგელი (დამცინავად): მაშინვე არ შეისმინოს შენი ლოცვა. <. . . >

წითელქუდა: ლომიც ღმერთის ქმნილებაა. 103-ე ფსალმუნში წინასწარმეტყველი ლომებს ახსენებს: “ლეკვნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა” იგავთა წიგნში კი სწერია, რომ მართალი ლომივით გულადია.

ლომი: ვაი, მე უბედურს! მე ხომ მშიშარა ლომი ვარ!

რკინის ტყისმჭრელი: ნუ დარდობ მეგობარო! ჩვენთან ერთად წამოდი.

მგელი: ყველა ერთად გაგიჟდა. წავალ ძილში მაინც მივეცემი თავდავიწყებას.

VI მოქმედება
<. . . >
გამოჩნდება ტაძარი. ყველანი მიდიან მასთან.

მგელი: სულელებო, სად მიდიხართ? თქვენ გელოდებათ პირქუში, მოსაწყენი, უინტერესო ცხოვრება. მარხვები, ლოცვები, მცნებები. . . შეჩერდით.

ლომი: კი მაგრამ, რა შენი საქმეა?

მგელი: მინდა გიხსნათ რელიგიური სიბნელისაგან.

რკინის ტყისმჭრელი: თვითონა ხარ ბნელი, აბა გაგვატარე.

მგელი: არ გაგიშვებთ! ჩემი სახელია ლეგიონი!

ტაძრის მხრიდან ისმის გალობა “აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ”.

მგელი: ო, როგორ მირევს გულს ეს ყველაფერი.

ლომი: გზიდან ჩამოგვეცალე (ღრიალებს).

წითელქუდა: ლომმა ღრიალი დაიწყო ვინ არ შეძრწუნდება?

გუნდი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. . .

მგელი: ა-ა-ა-ა (გარბის).
VII მოქმედება


საფრთხობელა: როგორც იქნა ტაძარში ვართ.

წითელქუდა: სააღდგომო მსახურება მთავრდება

რკინის ტყისმჭრელი: მსახურების დროს სულ დაგვავიწყდა რა უნდა გვეთხოვა ღმერთისათვის.

წითელქუდა: მაგრამ ჯერ ხომ გვიან არ არის, მოდით ერთად მივმართოთ ღმერთს. უფალი ამბობს, რომ იქ, “სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის”.

საფრთხობელა: ჩვენ კი ოთხნი ვართ.

ლომი: მოდით ლოცვით მივმართოთ ღმერთს.

გუნდი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. . . (ბერძნულ-ლათინურ-სლავურად)
.

რკინის ტყისმჭრელი: მე ვგრძნობ ჩემს მკერდში როგორ აძგერდა ნამდვილი, ცოცხალი გული!

ლომი: მე კი ვგრძნობ ისეთი გულადი გავხდი, რომ მზად ვარ მგლების მთელ ლეგიონს შევებრძოლო.

საფრთხობელა: მე კი ბრძენი გავხდი. მისმინეთ: ენ არხი ინ ე ლოგოს, კე ო ლოგოს ინ პროს ტონ თეონ, კე თეოს ინ ო ლოგოს. პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იყო ღმერთი იგი.

წითელქუდა: როგორ მიხარია ჩემო მეგობრებო, მოდით მადლობა ვუთხრათ უფალს.

გუნდი: ვინ არს ღმერთი დიდ ვითარ ღმერთი ჩვენი; შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი.

No comments:

Post a Comment