Wednesday, June 24, 2009

მაცხოვნებელი მორჩილებაა და არა გენდერული თანასწორობა

გვ. 18. “ჩვენს საზოგადოებას გონება და გემოვნება აკლია”.
მამა გიორგი დორეული ვაკის ყოვლადწმინდა სამების მღვდელმსახურია. რატომ უნდა ემორჩილებოდეს მრევლი მოძღვარს და საეკლესიო კანონებს? გვესაუბრება ვაკის ყოვლადწმინდა სამების მღვდელი, მამა გიორგი. ესაუბრა ია მერებაშვილი.
....
_ ასეთი აზრი მომისმენია, დავბრკოლდი ეკლესიაში, რადგან მოძღვარი ცდილობდა თავის ჭკუაზე გამეკეთებინა ყველაფერიო.

_ ... ეკლესია მუდამ ქადაგებს მორჩილებას. აი, რატომ ბრკოლდება დღეს ხალხი. მათთვის უცხო გახდა მორჩილება, სიყვარული. ეკლესია ქადაგებს მორჩილებას და ამიტომ დაცული არის იერარქია, მუდამ იქნება ის სიწმინდე და მადლი, რაც თავმდაბლობას და მორჩილებას სდევს თან. ერში კი რა ხდება? დაუმორჩილებლობის ინსტიტუტია... მეორე მწვავე საკითხი, 21-ე საუკუნე, გენდერული თანასწორობის საუკუნე. ეს ხომ სატანიზმია, არაფერი სხვა....
....
_ თქვენი მრევლი თუ ითვალისწინებს თქვენს რჩევებს?

_ ცუდი და კარგი ყველგან არის. არის მრევლი, რომელსაც სნეული ცხვარივით ხელი უნდა მოკიდო და ათრიო, არის მრევლი, რომელიც დავარდნილი ბატკანივით კისერზე უნდა მოიგდო და ისე ატარო, ვიდრე არ გაიზრდება, არის მრევლი, რომელიც თავდახრილი მყარი ნაბიჯებით მოგყვება. მრევლიდან ზოგი ბურთივით არის, რომ გააგორებ, მიდის, არის მრევლი, რომელიც ოთხკუთხედი საბურავივითაა, სულ უნდა მიაწვე და გადააკოტრიალოო...

ჟურნალი გუმბათი. N 7 (71), 16-22 თებერვალი 2009.
დირექტორი ლალი ასლანიშვილი
რელიგია: ლევან მელიქიშვილი, ია მერებაშვილი, ეფემია წიკლაური

ღვთისმოშიშება გულიდან მომდინარე სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს.
გვესაუბრება მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მოძღვარი, მამა კონსტანტინე ლეკიშვილი. ესაუბრა შორენა მერკვილაძე. ახლავს მამაოს ფოტო.
........
_ განწმენდილი ანუ მხედველი, გონიერიც ასეთი გული ხდება. როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- უფალმა იმიტომ შექმნა ეკლესია, იმისთვის დაგვიდგინა მოძღვარი, რომ მათ აკონტროლონ და მართონ ყველაფერი, რაც ჩვენ სულიერ ცხოვრებას ეხება. სწორედ სულიერი მოძღვარი მიუძღვის ადამიანს ღვთისკენ სავალ გზაზე, რაშიც ცხადია, გულის განწმენდა და გონიერ მდგომარეობამდე მიყვანაც იგულისხმება. როდესაც სულიერი შვილი მორჩილია თავისი მოძღვრისა, ასრულებს მის კურთხევას, ღვთის მადლითა და წყალობით ადამიანის ღვთისკენ სვლა წარმატებით სრულდება.
........ არიან უაღრესად განათლებული ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ, ნაკლები რწმენა აქვთ. ეს საკმაოდ საშიშია, უპირველესად მათთვისვე, შემდეგ კი – ეკლესიისთვის. პიროვნება, რომელიც კარგად აზროვნებს, კარგად ითვისებს სასულიერო ლიტერატურას თუ დოგმატებს, თუკი მთლიანად მიენდობა თავის გონებას, მოძღვართან ურთიერთობას და მორჩილებას გვერდზე გადადებს, - ბოროტის გზას გაჰყვება.

No comments:

Post a Comment