Tuesday, June 30, 2009

სატანიზმისა და ლაშქრობა ქალიშვილობის ინსტიტუტის წინაღმდეგ

სატანიზმისა და სატანისტების გააქტიურება საქართველოში.
ჰელოუინი _ სატანისტური რიტუალი

ა.წ. 8 ივლისს საბურთალოს სასაფლაოზე დარბეულ იქნა 20-ზე მეტი საფლავი. ძარცვის ვერსია, როგორც ამას ა.წ. 9 ივლისის კურიერი იუწყება გამოირიცხა: საფლავები არ არის გაძარცვული, არამედ, ძირითადად, დამტვრეულია თეთრი ჯვრები. წინასწარი შეფასებით, ამ ფაქტს მიეცა რიტუალური დარბევის, ხოლო საპატრიარქოს მიერ _ სატანისტური რიტუალი კლასიფიკაცია. საპატრიარქოს წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არიან სატანისტური ჯგუფები.
დარბევა რომ მუსულმანურ ან ებრაულ სასაფლაოზე მომხდარიყო, ალბათ, მთელი მსოფლიო შეიტყობდა ამას, შეიძრებოდა და აღიძრებოდა ვანდალიზმის წინააღმდეგ, სამართალდამცველები კი სრული ძალისხმევით შეუდგებოდნენ საქმის გამოძიებას. საქართველოში კი ჯვრები შემუსრეს, ქრისტე დაგმეს, მთელი ერი დაამცირეს და ჩვენი მიცვალებულები შეურაცყვეს. ამ ფაქტს ჯეროვანი რეაქცია სამართალდამცველიებისა და ხელისუფლების მხრიდან ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია.
გვინდა გვჯეროდეს, რომ _ მოჰყვება. მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაუგებრობაში ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჯურის მარგინალებს, მათ შორის ქრისტეს ეკლესიის მტრებს, _ სატანისტებს, _ პროპაგანდას უწევს და, აქედან გამომდინარე, აგულიანებს, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ტელევიზია, _ საზოგადოებრივი არხი. დარბევამდე ცოტა ხნით ადრე, ა.წ. 24 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემული გადაცემა `ჩვენი ექსპრესის~ ერთერთი სიუჟეტი მიეძღვნა სატანიზმს და ინტერვიუს სატანისტთან, და აშკარად ატარებდა პროპაგანდისტულ ხასიათს, თუნდაც იმიტომ, რომ სატანისტთან ინტერვიუმდე და ინტერვიუს შემდეგ წამყვანი თავისი კომენტარით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სატანისტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომ ისინი არ არღვევენ კანონს და რომ ისინი მხოლოდ განსხვავებული სუბკულტურის მიმდევრები არიან.
სატანისტთან ინტერვიუ სასაფლაოზე შედგა (როგორც ჩანს, სასაფლაო მათი მოქმედების არეალია), რომლის დროსაც სატანისტი პირდაპირ აცხადებს, რომ იგი ეკლესიის წინააღმდეგია და დაუფარავად აძაგებს ქრისტიანობასა და ჩვენს ეკლესიას. პროპაგანდაზე მიუთითებს ისიც, რომ ეს გადაცემა საზოგადოებრივმა არხმა გაიმეორა ა.წ. 26 ივლისს, ამას გარდა იგი განთავსებულია ინტერნეტში ვებგვერდზე (www.teentv.ge).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სატანისტის განცხადება, რომ იგი ეკლესიის წინააღმდეგია, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც განცხადება, მიმართული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ ასეთი ანალოგია: გამოდის სახემწიფო ტელეარხით გარკვეული მიმდინარეობის წარმომადგენელი და აცხადებს, რომ იგი არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგი, ტელეარხის პოზიცია კი ამას აფასებს როგორც ნორმალურ, არაკანონსაწინააღმდეგო განცხადებად. დამატებით, თუ რამდენიმე კვირის შემდეგ გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები შეურაცხყოფენ და შემუსრავენ სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ყოველივე ამის მერე?
სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს ჩვენ, მართლმადიდებლები, აღვიქვამთ, ღია ომის გამოცხადებად თუ არა, პირდაპირ გამოწვევად მაინც: სატანისტები და სხვა ჯურის ქრისტიანობის მტრები, შეგულიანებულები სახელმწიფო ტელეარხის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიციით, ამოქმედდნენ და შეურაცხყვეს ჩვენი სიწმინდეები. ვინც არ უნდა იდგეს მათ უკან, ჩვენ არ დავუშვებთ ეკლესიის, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი სიწმინდეებისა და ჩვენი მიცვალებულების შეგინებას, და საკადრის პასუხს გავცემთ ქრისტეს მტრებსაც და მათ მფარველებსაც.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
1. სასწრაფოდ და მთელი სისრულით იქნეს გამოძიებული სასაფლაოზე მოხდარი ფაქტი, გამოვლენილი ვანდალიზმის შემოქმედნი და დასჯილნი მთელი სიმკაცრით;
2. საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობამ პასუხი აგოს სატანიზმის პროპაგანდისათვის. გადაცემა `ჩვენი ექსპრესის~ მესვეურები მიცემულ იქნან პასუხისგებაში ანტიკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო სიუჟეტის გაშვებისათვის. საზოგადოდ, დასახელებული გადაცემა ეწევა სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების: შეფარული სატანიზმის _ სიკვდილის თაყვანისცემის (26.01.2008, 10.30, სიუჟეტი `გოთიკა~), ჰომოსექსუალიზმის (2007 წლის 21 ოქტომბრის გადაცემა, სიუჟეტი `Undergorund~) აშკარა პროპაგანდას, ილაშქრებს ქალიშვილობის ინსტიტუტის წინაღმდეგ (11.11.2007), თინეიჯერებს აგულიანებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის (31.05.2008, სიუჟეტი `სტენსტილი~) და ა.შ. ეს გადაცემა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი არხი, შეურაცხყოფს ჩვენი ქვეუნის აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებსა და ზნეობრიაობას და მოუწოდებს მოზარდებს (ციტატა 11.11.2007-ს გადაცემიდან): `თუ შეამჩნიე, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ, ეს იმის ნიშანია, რომ დროა შეიცვალო~. ამგვარად, ეს არხი ფაქტობრივად არის არა საზოგადოებრივი, არამედ გამოკვეთილად ანტისაზოგადოებრივი არხი;
3. აღიკვეთოს საქართველოში სატანისტებისა და სხვა ღია თუ შეფარული დემონიზმის მატარებელი ჯგუფები, რომლებიც სიტყვითა თუ საქმით იღწვიან ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ.


ე.წ. ჰელოუინი


ა.წ. 31 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ერეკლეს ქუჩაზე მოეწყო ე.წ. ჰელოუინის `ზეიმი~. თავის არსით, ჰელოუინი, არის წარმართული, სატანური რიტუალის გათანამედროებული ფორმა. ინფორმაცია ჰელოუინის არსის შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე (www.religia.ge რუბრიკა მიმართვები, ბუკლეტები). ჰელოუინის `ზეიმი~ არაგათვითცნობიერებულთათვის კარნავალის სახით არის შენიღბული, ფორმით კი ეს კარნავალი არის საზარელი, აღვირახსნილი სანახაობა, სატანისტური ნიღბებით, ნარკოტიკებით გაბრუებული ხალხით, ორგიებით, ვაკხანალიით, ღია და დაუფარავი სექსით პირდაპირ ქუჩაში, საზოგადოების თანდასწრებით, შიშველი ქალების როკვითა და სხვა ათსგვარი უზნეობით.
ნებისმიერი ფორმის სატანური რიტუალის მიზანი ჭეშმარიტი ღმრთის შეურაცხყოფაა. თბილისში ჩატარებული `ჰელოუინის~ აქციაზეც გათამაშდა სიმბოლური სცენა, _ მართლმადიდებლობის დამარცხება: ახალგაზრდა კაცი სცენაზე განასახიერებდა მუხას, ითქვა, რომ მუხა _ ეს მართლმადიდებლობაა, შემდეგ ნახევრადშიშველმა ქალებმა მუხა-მართლმადიდებლობას ჰკრეს ხელი, წააქციეს იგი და თავს დააცხრენ. ია, ასე `დაამარცხეს~ ჰელოუინის მესვეურებმა უგუნური ხალხის თანდასწრებითა და, ფაქტობრივად, შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეობით მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობის `დამარცხების~ შემდეგ მონაწილეები მიეცნენ ვნებებს, როკვას, ორგიებს, სექსს პირდაპირ მიწაზე, რისი მოწმენიც იქ მისულები გახდნენ, და სხვა უზნეობას.
სრულიად აშკარა იყო, რომ ჰელოუინის მესვეურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა იყო: აღვირახსნილმა მრბომ შებილწა ჩვენი სიწმინდე, სიონის ტაძარი, მისი ეზო ტუალეტად აქცია და წაბილწა, ხოლო მავანმა ტაძარზე თქვა, რომ ის არის ტუალეტი, რომელსაც სიონი ჰქვიაო.
მართლმადიდებელთა უკმაყოფილება `ზეიმთან~ დაკავშირებით იზრდებოდა, მათ იწყეს მოგროვება ერეკლეს ქუჩაზე და სურდათ შეეჩერებინათ უმსგავსოება და სიწმინდეთა შეურაცხყოფა. `მოზეიმეებთან~ მისულ მართლმადიდებელ მოძღვარსა და მრევლს, რომელთაც სურდათ აეხსნათ მონაწილეთათვის ჰელოუინის ნამდვილი არსი, მოეწოდებინათ მათთვის, შეეჩერებინათ აღვირახსნილობა და უზნეობა, არც კი მოუსმინეს, ექსტაზით გაბრუებულები (რასაც არც მალავდნენ) იქ მისულ მოძღვარს უკნიდან ასხამდნენ კოკაკოლასა და სხვა სასმელებს, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ. დაპირისპირებას მოჰყვა არეულობა. იგი შემდგომ გადაიზარდა ჩხუბში თავად მონაწილეებს შორის, თუმცა სამართალდამცავების ჩარევით დამყარდა წესრიგი.
გაიმართა საუბრები მონაწილეებთან. გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას არც კი ჰქონდა გააზრებული, თუ რისი უნებლიე მონაწილენი შეიქმნენ ისინი. ამის გამო ისინი წუხდნენ და ნანობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ მიიღეს მხილება, დაუფარავად აცხადებდნენ, რომ უზნეობა მათი არჩევანია და ეს მათი უფლებაა. ამაზე ჩვენ მათ ვუპასუხებთ: ქუჩებში მათი აღვირახსნილობა არის უკვე უზნეობის ქადაგება, რის უფლებასაც მათ არ მისცემენ მორწმუნენი, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებსაც სურთ ზნეობრივი საზოგადოება, ზნეობრივი გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდნონ მათი შვილები, საქართველოს მომავალი თაობა.
რაც შეეხება ზოგადად სატანიზმს, ესაა მეტად საშიში მოვლენა, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრება ყველას: მიმდევრებს _ თვითმკვლელობის, როგორც სატანიზმის უმთავრესი მიზნის, პროპაგანდითა და მოწოდებით, როლო არამიმდევრებს _ რიტუალური მკვლელობებით. სატანიზმის ხელშეწყობა გამოიწვევს საზოგადოების ღია დაპირისპირებას სატანიზმის მიმდევრებისადმი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სატანიზმის ხელშემწყობლებს.
ჩვენ მოვითხოვთ სატანიზმის ორგანიზებული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას საქართველოში.

No comments:

Post a Comment