Wednesday, June 24, 2009

მართლმადიდებლური მაფია. ნაწილი I

პატრი-ოლიგ-არქი და “მართლმადიდებლური მაფია”
ნარკოტიკების კონტრაბანდა და გვიანდელი აბორტებისაგან მიღებული პლაცენტით ვაჭრობა, მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეების ეპიზოდებს წარმოადგენენ, რომლებშიც ფიგურირებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II. სანამ რუსეთის პატრიარქი ალექსი II რუსებს შერიგებისა და თანხმობისაკენ მოუწოდებს, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ნავთობით ვაჭრობენ, ალმასის საბადოებს ამუშავებენ, აკონტროლებენ ბანკებს და ჰუმანიტარული დახმარების სახით, რუსეთში, საბაჟო გადასახადის გარეშე შემოაქვთ სიგარეტი და ჩინური წარმოების ფართო მოხმარების საქონელი.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის “კრიშის” ქვეშ მოქმედი საწარმოების საქონელბრუნვა მილიარდობით დოლარს მოიცავს. ამ თანხების გაყოფისათვის “ანაფორიანი ბიზნესმენები” ერთმანეთში საქმის გარჩევებს აწყობენ და კონკურენტებს ჩაგრავენ.
ცოტა ხნის წინ “შერიგებისა და თნხმობის ფონდი”, რომლის თვჯდომარეა თვით ალექსი II, ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილე აღმოჩნდა.
Uუახლოეს მომავალში აშშ-ში შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე The Bank of the New York –ში “რუსული მაფიას ფულების გათეთრებას უკავშირდებოდა”. “მართლმადიდებლურ მაფიას” ადანაშაულებენ გვიანი აბორტების შედეგად მიღებული პლაცენტით ვაჭრობაში.

რენესანს-კაპიტალი

გასული ათასწლეულის ბოლო ათი წელიწადი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინების ხანად გევლინება. საბჭოთა კავშირში ეკლესია 70 წლის განმავლობაში რეალურად გამოყოფილი იყო სახელმწიფოსაგან და თითქოს პარალელურ სამყაროში არსებობდა. Mმისი აურაცხელი საგანძური ისტორიული და ხელოვნების ნიმუშებად გამოაცხადეს, ჩამოართვეს და სახელმწიფო მუზეუმში დამალეს.
1990-იანი წლებიდან, რუსეთში ნამდვილი მართლმადიდებლური ბუმი დაიწყო. Yყველგან ხდება ძველი ტაძრების აღდგენა და ახლების შენება. წარსულში ჩამორთმეული შენობები და საგანძური უბრუნდება საპატრიარქოსა და ეპარქიებს. Yყველა დონის ჩინოვნიკები, როგორც მინიმუმ წელიწადში ორჯერ, შობასა და აღდგომაზე პირადად ესწრებიან ღვთისმსახურებას. Nნებისმიერი ბიზნესმენი, ოლიგარქიდან კერძო ინდივიდულურ მეწარმემდე, რეგულარულად სწირავს ნაღდ ფულს რომელიმე მართლმადიდებლურ ტაძარს. რელიგიური შინაარსისი წიგნები ათი ათასობით ტირაჟით იბეჭდება.
Yყველა ეს მოვლენა პირდაპირ უკავშირება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს. 1990 წლის 7 ივნისს, მართლმადიდებლური საეკლესიო იერარქიის უმაღლეს საფეხურზე ასვლისთანავე, ალექსი II-მ უმალვე დაინახა რუსების უმრავლესობის მისწრაფება რელიგიური აღორძინებისადმი. 150 მილიონმა ადამიანმა უცბად დაჰკარგა “ნათელი მომავლის” რწმენა და ახლა მარადიულ ღირებულებებს ელტვოდა. ახლადშობილ რუსულ სახელმწიფოს კი შემოწმებული და სანდო სულიერი საყრდენი ესაჭიროებოდა.
Eეს ყველაფერი ალექსის კარგად ესმოდა, მაგრამ მან სხვა რამეც დაინახა. მართლმადიდებლური რენესანსის წლებში რუსულმა ეკლესიამ საკუთარი აღორძინების უნიკალური შანსი მიიღო. Aახალი რუსეთის საერო ხელისუფლება თვალს ხუჭავდა ეკლესიის საკმაოდ “თავისუფალ” საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობაზე, ხოლო ხანდახან მფარველობდა კიდეც ანაფორებში გამოწყობილ მეწარმეებს.
ამასთან, რამდენიმე თვეში დაიშალა არსებული იურიდიული სივრცე. მრავალი საბჭოთა კანონი გაუქმდა, ხოლო ახალი რუსული კანონების მიღება ძალიან ნელა ხდებოდა და ისინი სავსე იყვნენ “ღრიჭოებით”, ორაზროვნებით და გაუგებრობებით. სწორედ ამ იურიდიული ღრიჭოებისაკენ მიმართა პატრიარქმა ეკლესიის ეკონომიკური აქტიურობა.

კგბ-ს აგენტი თეთრგვარდიელის ოჯახიდან

მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ალექსი II-ის პატრიარქად არჩევა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ის მართლაც შესაფერის დროს გახდა ეკლესიის მეთაური. კაპიტალის დაგროვების პერიოდში, სწორედ ის ორგანიზაციები აღწევენ წარმატებას, რომელთაც გამოცდილი სამეურენეო მუშაკები და არა რომანტიკოსები ხელმძღვანელობენ.
ალექსი მიხეილის ძე რიდიგერი (ასე უწოდებდნენ ერისკაცობაში ალექსი II-ს) არასოდეს იყო გატაცებული ბიბლიური და სახარებისეული ზღაპრებით. იგი 1929 წელს დაიბადა ბურჟუაზიულ ესტონეთში, მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში, რომელიც თავისი აზნაურული წარმოშობის გამო გამოექცა ბოლშევიკებს. ალიოშა რიდიგერი იძულებული იყო მამის კვალს გაჰყოლოდა.
სასულიერო სემინარია და აკადემია ბრწყინვალედ, პირველი ხარისხის დიპლომით დააამთავრა და მღვდელი გახდა. მაგრამ საეკლესიო რიტუალები მას არ იზიდავდა. Uუფრო მეტ ინტერესს ახალგაზრდა მამაო ალექსი საეკლესიო ქონების მართვისაკენ იჩენდა – დასაწყისში როგორც ესტონეთის ქალაქ იიხვის პატარა ეკლესიის მღვდელი, ხოლო შემდეგ ქ. ტარტუს სიონის სიონის საკთედრო ტაძრის წინამძღვარი.
ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდა მღვდელს ცოლი არ ჰყავდა, რითაც შეუზღუდავი კარიერული ზრდის საშუალება ენიჭებოდა, მაგრამ ის ბერადაც არ აღკვეცილა (მხოლოდ აღკვეცა აღებს უმაღლეს საეკლესიო იერარქიაში შესასვლელ კარს). Gგავრცელებული ხმების მიხედვით, იმ წლებში ალექსის მეზობელ ფინეთში ემიგრაცია სურდა, სადაც ბიზნესის დაწყებას აპირებდა. Yყოველ შემთხვევაში სიონის ტაძარს ხშირად სტუმრობდნენ ბალტიის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურები, რომლებიც წვრილი კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულნი.
როგორც ჩანს, სწორედ ამ კავშირებით მოახდინეს კგბ-ს თანმშრომლებმა მისი კომპრომენტაცია. წლინახევრის წინ, ერთერთმა მოსკოვურმა გაზეთმა გამოაქვეყნა ესტონეთის კგბ-ს დოკუმენტი, რომელიც ტალინის არქივში აღმოჩნდა. დოკუმენტი წარმოადგენს აგენტურულ-ოპერატიული მუშაობის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მომავალი პატრიარქი ჩეკისტებმა 1958 წელს “დაავერბოვკეს” და მიაკუთვნეს მეტსახელი “დროზდოვი”. Mმისი დახასიათებისას კგბ-ს თანამშრომელი წერს, რომ “დროზდოვმა” დადებითად წარმოაჩინა თავი, შეხვედრებზე აკურატულად მოდის, ენერგიული და კონტაქტურია. სათანადოდ ასრულებს ჩვენს დავალებებს და უკვე წარმოადგინა მთელი რიგი საყურადღებო მასალები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება იიხვის მართლმადიდებელი სამრევლოს საბჭოს გამგეობის ერთი წევრის დანაშაულებრივი საქმიანობა”.

ტაძარში მოვაჭრის მოწოდება

ამ პერიოდში რიდიგერისადმი დაქვემდებარებული ტაძარი წლიდან წლამდე უფრო მდიდრდებოდა. Aმან მიიქცია მოსკოვის საეკლესიო ხელისუფლების ყურადღება. ახალგაზრდა მღვდელი შეამჩნიეს და პატრიარქის აპარატში მიიწვიეს სამუშაოდ.
1961 წელს, მან როგორც იქნა მიიღო ესოდენ ბრწყინვალე საეკლესიო კარიერის გაგრძელების გადაწყევეტლება, ბერად აღკვეცის აუცილებელი რიტუალი აღასრულა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს ფანტასტიურად დიდი თანამდებობაა 31 წლის ასაკის ადამიანისათვის, საქმე იმაშია, რომ საეკლესიო ტრადიცია რელიგიური მოწიფულობის ასაკად 33 წელს თვლის, სწორედ ამ ასაკში იტვირთა ქრისტემ გოლგოთის სატანჯველი.
ენერგიული და წარმატებული რიდიგერის შემთხვევაში კი პატრიარქმა გამონაკლისი დაუშვა და მას საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ მდებარე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ქონების კოორდინაცია დაავალა. ალექსის წინაშე რთული ამოცან იდგა, იმ პირობებში, როდესაც საბჭოთა კავშირის შიგნით რელიგიური ნივთებით ვაჭრობა მინიმალური იყო, საჭიროება მოითხოვდა კანონიერი შემოსავლის საზღვარგარეთ ძიებას. საპატრიარქოს ახალმა თანამშრომელმა გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.
ამ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლის განმავლობაში, რიდიგერმა მთლიანად გარდაქმნა მოსკოვური ცენტრის საზღვარგარეთულ სამრევლოებთან ეკონომიკური კავშირების სისტემა. იხსნებოდა სავალუტო ანგარიშები, აქტიურად მიმდინარეობდა საეკლესიო სუვენირებით ვაჭრობა. დასავლელ იუველირებს უკვეთავდნენ ოქროს მორთულობებს, რომლებიც მართლმადიდებლური სამკერდე ჯვრების სტილში მზადდებოდა. მოკლედ ყველაფერი კეთდებოდა რუსული კოლორიტის დასავლელი მოყვარულებისაგან ვალუტის ამოსაქაჩავად.

სრულიად რუსეთის “ზავხოზი”

მართლმადიდებლური ბიზნესის სფეროში რიდიგერის წარმატებები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ 1964 წელს მოხდა ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად უჩვეულოა მართლმადიდებელი მღვდლის კარიერის შესახებ ტრადიციული წარმოდგენებისათვის. 35 წლის ალექსი მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველად ინიშნება.
საერო ხელისუფლებასთან ანალოგიით, ალექსიმ პატრიარქის კარზე დაიკავა იგივე თანამდებობა, რომელსაც ფლობდა პრეზიდენტ ელცინის კარზე კრემლის ყოვლისშემძლე საქმეთა მმართველი “პალ-პალიჩ” ბოროდინი. რიდიგერის გამგებლობაში აღმოჩნდა ეკლესიის მთელი მეურნეობა - ტაძრები და მონასტრები, აკადემიები და სემინარიები, უძველესი ხატები და ოქრის ჯვრები, მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ხარჯი და შემოსავალი.
ამ სტრატეგიულ (როგორც თვითონ ამბობდა) თანამდებობაზე მომავალი პატრიარქი არც მეტი არც ნაკლები 22 წელი იჯდა. Aამ პერიოდის განმავლობაში, ყოველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი არაერთხელ მიეახლა თავმოდრეკილი ყოვლისშემძლე “სამეურნეო მუშაკს”, რომელიც აგრეთვე ეკლესიის ფინანსთა მინისტრის ფუნქციას ასრულებდა.
ახალგაზრდა რიდიგერის მდგომარეობის სიმაღლე კიდევ იმიტომაც იზრდებოდა, რომ მასზე მაღლამდგომი ერთადერთი იერარქი – მხცოვანი პატრიარქი ალექსი I – ღრმა მარაზმში იმყოფებოდა. იგი ახლობელ ადამაინებს ვერ სცნობდა, საათობით იჯდა სასადილო მაგიდასთან და ერთობოდა:Oორი ფინჯანისაგან გაკეთებულ კარებში ცდილობდა გაეტანა სააღდგომო შეღებილი ქათმის კვერცხი. 80-იან წლებში კი ეს “ბრეჟნევის ავადმყოფობა” გაუმეორდა ალექსი I მემკვიდრეს, მოხუც პატრიარქ პიმენს.
ჩანდა, რომ თითქოს, რიდიგერი არასოდეს დაემშვიდობებოდა ასეთ შემოსავლიან ადგილს. 1986 წლის ივნისში, როცა ცხადი გახდა, რომ პიმენის დღეები დათვლილი იყო, რიდიგერი ტოვების რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა მმართველის თანამადებობას და ინიშნება ლენინგრადისა და ლადოგის ეპარქიის მიტროპოლიტად. განვმარტავთ, რომ საქმეთა მმართველი ვერ იქნება უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის პრეტენდენტი: პატრიარქს ირჩევენ რეგიონალური ეპარქიების ხელმძღვანელ მიტროპოლიტთა შორის.
Aასე რომ, თბილი ადგილის დატოვებით რიდიგერმა მომგებიანი კარიერული ნაბიჯი გადადგა. Aარ გასულა ოთხი წელი, ლენინგრადიდან მოსკოვში დაბრუნდა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრირქი - ალექსი II გახდა.

უწმინდესი, მაგრამ არა წმინდანი

Pპატრიარქის ოფიციალური რეზიდენცია წარმოადგენს მინიატურულ, მაგრამ თვალშისაცემად მდიდრულ სასახლეს, რომელიც მოსკოვში ქრისტე-მაცხოვრის ახლადაშენებულ ვეებერთელა ტაძრთან ახლოს მდებარეობს - ქუჩაზე, სახელწოდებით “Чистый переулок “. პატრიარქის სასახლის ღირებულება, მიწის ნაკვეთის ფასის გამოკლებით, 10-დან 20-მილიონამდე დოლარია.
რეზიდენციის ახლომდებარე რაიონი მილიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანებისა და დაცვის კერძო სამსახურების თანამშრომლების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ალექსი II უსაფრთხებაზე ზრუნვამ უძრავი ქონების საბაზრო ფასზეც მოახდინა გავლენა. ამ რაიონში ბინის შეძენა ან დაქირავება გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე მოპირდაპირე მხარეს, ზუბოვის ბულვარზე განალგებული, იგივე ზომის სახცოვრებელი ფართისა.
პატრიარქის განკარგულებაში აგრეთვე იმყოფება შენობების კომპლექსი ტროიცე-სერგიევოს ლავრაში, სადაც ტრადიციის მიხედვით, იგი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ალექსი II-ს მწერლების დაბა პერედელკინოში მდებარე აგარაკი ურჩევნია. ამის გარდა, მის განკარგულებაში იმყოფება ოფიციალური რეზიდენცია ქალაქგარეთ და ეკლესიის კუთვნილი კიდევ ერთი აგარაკი. ამ შენობებს ის მხოლოდ სადაგ დღეებში იყენებს. Uუქმე დღეებში პატირიარქი ნოსტალგიურად რიგითი მოქალაქე რიდიგერი ხდება და მოშორებით, მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთით, რკინიგზის სადგურ ტრუდოვაიასთან მდებარე პირად აგარაკზე მიემგზავრება.
პატრიარქის ძირითად ტრანსპორტს სპეცშეკვეთით დამზადებული დაჯავშნული მერსედესი წარმოადგენს. ასეთი ავტომობილი ნებისმიერ დარტყმას გაუძლებს. მაგალითად სწორედ ანალოგიური მერსედესის ჯავშანმა იხსნა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიცოცხლე, როდესაც მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი განახორცილეს. როდესაც პატრიარქის ლიმუზინი, დაცვის ჯიპების თანხლებით, მიჰქრის სმოლენსკის პროსპექტზე, ავტოინსპექციის თანამშრომლები ყველა გადამკვეთ ქუჩას კეტავენ. პატრიარქის მერსედესი ერთხელ მაინც მოხვდა ავარიაში. ეს იყო ორი ავტომანაქანის უბრალო შეჯახება, მიუხედავად ამისა ტელემაყურებლებმა უწმინდესის ევაკუაციის უნიკალური კადრები იხილეს. ზუსტად ერთ წამში, პირადმა მცველებმა ხელში ატატებული გამოიყვანეს პატრიარქი, რომელიც აბსოლუტურად არ დაზარალებულა, სხვა მანაქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით გააქროლეს.
ერთი სიტყვით, ალექსი II-ს ცხოვრების წესი მძაფრ კონტრასტშია თავმდაბლობისა და მოკრძალების შესახებ მართლმადიდებლურ მოწოდებებთან. ის უფრო “ახალი რუსების” ქცევებს გვახსენებს. Aამიტომ დედაქალაქის პოლიტიკურ ელიტაში პატრიარქს ხუმრობით “სრულიად რუსეთის ოლიგარქს” უწოდებენ. თუმცა, არა მარტო ამიტომ.

ღარიბი პატრიარქის ცრემლები

ალექსი II იმყოფება უზარმაზარი ორგანიზაციის სათავეში, რომლის საფინასო-სამეურნეო საქმიანობა ფაქტიურად არ კონტროლდება საგადასახადო ორგანოების მიერ. Uუბრალოდ ვერავინ ბედავს კანონის მოთხოვნები წაუყენოს რწმენისა და ზნეობის მცველებს. შედეგად დანაშაულები, რომლის გამოც ჩვეულებრივი მეწარმე მკაცრად დაისჯებოდა, ხახვივით შერჩებათ ხოლმე “მართლადიდებელ საქმოსნებს”. იმ ფონდებისა და საწარმოების ფინასური ანგარიშები, რომელთა დამფუძნებლებში ფიგურირებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ მოწმდება, არამედ, მაპატიეთ კლამბურისათვის, რწმენით მიიღება. ამ ანგარიშებიდან გაურკვეველია საიდან აქვს პატრიარქს თანხები მდიდრული სასახლის, დაჯავშნული ლიმუზინის და ბიზნეს-ელიტის სხვა ძვირადღირებული ატრიბუტების შესაძენად.
საეკლესიო ეკონომიკის ოფიციალურ მონაცემებს პირადად პატრიარქი აჟღერებს და ისინი, რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამებიან საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს. ორ წელიწადში ერთხელ, მღვდელმთავართა მორიგ კრებაზე, პატრიარქი აცხადებს ძირითად ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს ხარჯებისა და შემოსავლების სტრუქტურის შესახებ, განვლილი პერიოდის ანუ ორი წლის განმავლობაში.
1999 წელს წარმოდგენილი ანგარიში გვეუბნება, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ძირითადი შემოსავალი შეადგინეს მისი კუთვნილი კომერციული საწარმოებიდან (სასტუმრო-კომლექსი “დანილოვსკი” და სამხატვრო სამრეწველო საწარმო “სოფრინო”, რომელიც უშვებს საეკლესიო ნივთებს) შემოსულმა თანხებმა. საეკლესიო ბიუჯეტის შემოსავლის წყაროებს აგრეთვე წარმოადგენენ: თანხების განთავსება კომერციულ ბანკებში და ოპერაციები ფასიანი ქარალდებით, რაც შეეხება რეგიონალური საეპარქიო სამმართველოების (ეკლესიის მმართველობის ძირითადი რგოლები) შენატანებს, პატრიარქის მტკიცებით, ისინი ძალზე უმნიშვნელოა. აღნიშნული შენატანები ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასაც კი არ ყოფნის.
ერთი სიტყვით, ეკლესია უკიდურესად გაჭირვებულია, მღვდლები ბიზნესით საერთოდ არ არინ დაკავებულნი. ასეა ნათქვამი ალექსი II-ს ანგარიშში, მაგრამ რეალურად როგორ მიდის საქმეები? ცნობილია კი პატრიარქისათვის, რომ ეკლესიისა და მისი მეთაურის სახელის გამოყენებით, მეწარმეთა მთელი არმია, საკმაოდ დიდ ფულს შოულობს?

“რუსული მართლმადიდებლური ეკლესია - Ltd”


რუსული მართლამდიდებლური ეკლესიის მარავალსართულიან კომერციულ სისტემას შეადგენენ: სამრევლოები (ტაძრები და მონასტრები), საეპარქიო სამმმართველოები რეგიონების მასშტაბით, თვით საპატრიარქოს ზოგიერთი განყოფილებები მოსკოვში და ეკლესიის მონაწილეობით დაფუძნებული კომერციული საწარმოები. “რუსული მართლმადიდებლური ეკლესია - Ltd” -ს სისტემის ნაწილები არიან უამრავი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ფონდები, რომელთა “კრიშის” ქვეშ მოქმედებს ნამდვილი “მართლმადიდებლური მაფია”.
მართლმადიდებლური ორგანიზაციის პირველადი რგოლი - ტაძრები და მონასტრები – თვითდაფინანსებაზე იმყოფებიან. მათ სტაბილური შემოსავლის ოთხი წყარო გააჩნიათ. პირველს საეკლესიო ბიზნეს-ჟარგონზე “ყუთი” ეწოდება. მასში თავს იყრის მრევლის მიერ ღვთისმსახურების პერიოდში და მის შემდეგ გაკეთებული შენაწირი, ჩვეულებრივ შენაწირი დიდ თანხას არ წარმოადგენს და მღვდლებსა და სხვა თანამშრომლებს შორის“ტყდება”. ამ უკანასკნელთათვის ეს ფული, კარგად შესრულებული სამუშაოსათვის მიღებული “პრემიაა”. “ყუთის” შემოსავლების აღწერა ძალიან რთულია და ყველა ეს თანხა ნამდვილ “შავ ფულს” წარმოადგენს.
ტაძრებისა და მონასტრების შემოსავლის დანარჩენი სამი წყაროა “სანთელი” (სანთლებით ვაჭრობა), რომელიც ტაძრის ბიუჯეტის 60-70 % შეადგენს; “საქონელი” (ხატები, წიგნები, ჯვრები) და “წესები” (ნათლობა, ჯვრისწერა, მიცვალებულის წესის აგება და ა.შ.). სანთლით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის მაღალი პროცენტი, აიხსნება მართლმადიდებლური რიტუალის თავისებურებით. სანთელს, ტაძარში შემოსული ყოველი ადამიანი ყიდულობს. Gგარდა ამისა, სანთლების დაბალი თვითღირებულება მათი გაყიდვისას 200-300% შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა.

ყველაფერი “ჩაგვეთვლება”

ყოველ ტაძარს, მუდმივის გარდა სხვა შემოსავლებიც აქვს: ერთჯერადი დიდი შენაწირები, რომლებიც დღეს უკვე იშვიათობას წარმოადგენენ; კორპორატიული სპონსორების (ბანკების, ნავთობის კომპანიების) დახმარება და დოტაციები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ძალიან გახშირდა. თუ ტაძრის წინამძღვარი საკმაოდ გაქექილია, თავის “რელიგიური სტატუსიდან” გამორჩენის მიღების სხვა გზებსაც იპოვის.
1999 წლის მარტის დასაწყისში, ნიჟნი-ნოვგოროდის პრესის ყურადღება მიიპყრო “ჩათვლის” (ფინანსური მაქინაცია - მთარგმ.) უჩვეულო სქემამ. ქალაქის ადმინისტრაციის ნებართვით, ხარების მონასტრის დაფინანსებისა და რესტავრაციისთვის, სააქციონერო საზოგადოება “ნიჟნოვენერგომ” და მუნიცეპალურმა საწარმო “წყალკანალმა”, 5 მილიარდი რუბლის “ურთიერთჩათვლა” განახორციელეს. შემდეგ “წყალკანალმა”, უკვე ხარების მონასტერთან განახორციელა კიდევ ერთი “ჩათვლა”. აღნიშნული სქემის რეალიზაციის შედეგად, მონასტერმა “ჩათვლის’ თანხის შესაბამისი საქონელი და მომსახურება მიიღო იმ 34 საწარმოსაგან, რომელთაც დავალიანება ჰქონდათ “წყალკანალის” წინაშე. ამასთან, საქონელი სრულიადაც არ იყო საეკლესიო: მათ შორის ღვინო და არაყიც კი აღმოჩნდა.
“ხარების ჩათვლებში” საწარმოების მონაწილეობისათვის სტიმულს წარმოადგა ქალაქის ხელისუფლების მიერ მიცემული საგადასახადო შეღავათები. საერთოდ, თუ ბიზნესმენი ან საწარმო მატერიალურად ეხმარება ეკლესიას, მას შეუძლია ხელისუფლების მხრიდან რეალური შეღავათების იმედი ჰქონდეს.

საეკლესიო გადასახადი საქონელბრუნვიდან

საეპარქიო (ანუ რეგიონალურ) დონეზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ბიუჯეტი ივსება სამრევლოებზე საეკლესიო გადსახადით, ეპარქიის საკათედრო ტაძრისა და საეპარქიო საწყობის შემოსავლებით. სამრევლოებზე საეკლესიო გადასახადი წარმოადგენს ტაძრისა და მონასტრის საქონელბრუნვის 20-25 %. ჩვეულებრივ, ამ გადასახადს იხდიან მხოლოდ “ძველი” ტაძრები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდნენ. Gგარდა ამისა, საეპარქიო გადასახდს იხდიან წელიწადში მხოლოდ ერთხელ. Aასე რომ, ინფლაცია მას საკმაოდ აზიანებს. აღარაფერს ვამბობთ იმ გარემოებაზე, რომ სამრევლოს საფინანსო ანგარიშების ფალსიფიცირება ადვილად ხდება: ქაღალდზე წარმოდგენილია “წესების” აღსრულებისათვის უფრო დაბალი ფასები, “ყუთის” შემოსავალი კი საერთოდ არ არის ნაჩვენები.
ეპარქიის საკათედრო ტაძრის, რომელშიც დღესასაწაულზე მღვდელმთავარი მსახურობს და ფორმალურად მის წინამძღვრად ითვლება, შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული მღვდელმთავრის ურთიერთობაზე რეგიონის საერო ხელისუფლებასა და ბიზნეს-ელიტასთან. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა. აგრეთვე დიდი მოგება მოაქვს მართლმადიდებლურ ტურიზმს. ჩვენს ოლქში მომლოცველების და ტურისტების ნაკადი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დივეევოს მონასტერში პომპეზურად გადმოასვენეს წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილები.

საქმის გარჩევა ეკატერინბურგში

შემოსავლის ყველაზე საინტერესო სახეა საეპარქიო საწყობის შემოსავალი. სწორედ მისი მიზეზით ხდება ნამდვილი “საეკლესიო საქმის გარჩევები”. საქმე იმაში გახლავთ, რომ რუსული მრთლმადიდებლური ეკლესია, ტაძრებსა და მონასტრებს ავალებს სანთლისა და სხვა საქონლის შესყიდვას ყოველ რეგიონში არსებულ ცენტრალიზებულ საწყობებში. სწორედ აქ ეჯახება ერთმანეთს ეპარქიისა და ცალკეული მღვდლების კომერციული ინტერესები. გასული წლის გაზაფხულზე, ეკატერინბურგში დიდი სკანდალი მოხდა. სინოდალურმა კომისიამ “დაკავებული თანამდებობებიდან გაანთავისუფლა” ორი მონასტრის წინამძღვარი. ეპარქიის მეთაურს, ეპისკოპოს ნიკონს კი წმიდა სინოდმა საყვედური გმოუცხადა “დარღვევებისთვის”.
კონფლიქტის საფუძველს წარმოადგენდა საეპარქიო საწყობის შემოსავლების გაყოფა. ეპისკოპოსმა ნიკონმა მონასტრების ხელმძღვანელებს აუკრძალა საქონლის მოსკოვში შესყიდვა, ხოლო თავის საწყობში კი მაღალი ფასები დააწესა. თუ მოსკოვში სანთლების ერთი შეკვრა 25 ათასი რუბლი ღირდა, ეკატერინბურგში მისმა საბითუმო ფასმა თითქმის ხუთჯერ აიწია და 115 ათასი რუბლი გახდა.
ნიშანდობლივია, რომ Nნიკონს მხოლოდ მონასტრები დაუპირისპირდნენ, რადგან იქ ძირითადად თვითონ მონასტრის წევრები ანთებენ სანთლებს. სამრევლო ტაძრებმა კი, საპასუხოდ, უბრალოდ გაზარდეს მრევლისათვის მისაყიდი სანთლების სარეალიზაციო ფასი.

ნავთობდოლარები “შემოწირულობის” ყუთში

ყველაზე დიდი თანხები საეკლესიო იერარქიის მწვერვალზე ტრიალებს. გახსოვთ ალექსი II-ს საუბარი კომერციული საწარმოების საბანკო შენატანების და ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობაზე? Yყველა ეს იდეა მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილ საქმეთა მმართველს, ამჟამად უწმიდეს პატრიარქს ეკუთვნის. Aამ იდეების რეალიზაცია ხდება პატრიარქის მიერ დანიშნული ხალხის მიერ, რომელთაც “ახალი რუსების” ანალოგიით “ახალ მართლმადიდებლებს” უწოდებენ.
ალექსი II-ს საყვარელი ქმნილებაა კომპანიების ჯგუფი “საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა” (სეთ). რუსული მართლმადიდებლური ეკლესიიის ხელმძღვანელობაში მას ღიად “მარჩენალს” უწოდებენ. ჯერ კიდევ 1990წ წელს, ალექსი II-ს ინტრონიზაციიდან სულ მცირე ხნის შემდეგ, გახდა მოსკოვის საპატრიარქო სეთ-ის ერთერთი დამფუძნებელი. ამჟამად, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, საპატრიარქო სეთ-ის აქციების 20-დან 40 % ფლობს.

No comments:

Post a Comment